ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ლუის ენრიკე: შესაძლოა, ისე ჩანდა, რომ შედეგს ადვილად მივაღწიეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 4:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა:

"შესაძლოა, ისე ჩანდა, რომ შედეგს ადვილად მივაღწიეთ, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. ბოლო 10 წუთში ბურთი ვერ დავიჭირეთ, რადგან თუ ზეწოლას ვერ განახორციელებ, ამას ვერ მოახერხებ. ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა.

მეტოქე ფლანგებზეც დავჯაბნეთ და ცენტრშიც, ბევრი მომენტი შევქმენით და მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ცვლილებათა უმეტესობა ფეხბურთელთა ტრავმების გამო განვახორციელე. იმედია, სერიოზული არავის არაფერი სჭირს.

პროფესიონალები ვართ და შვედეთთან წაგების შემდეგ მორიგ მატჩზე დავიწყეთ ფიქრი. ყოველთვის ვუსმენ ჩემს
ფეხბურთელებს და მათაც უნდა მომისმინონ".

ასევე დაგაინტერესებთ