სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
ერთი არ გამოჩნდა არავინ ისეთი, რომ ფედერაციასთან საპროტესტო აქცია დააორგანიზოს, ოღონდ ისე კი არა ნაც. მოძრაობა რომ ითავებს, ფეხბურთი რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და მხოლოდ საკუთარი პიარისთვის იყენებენ. იმდენი ხალხი უნდა მივიდეთ, რომ ერთი ვინმემ გაბედოს და ხელით შეხება იფიქროს გულშემატკივარზე, თავისი შენობიანად რომ გაიტანოს ხალხმა. ამოვიდა ყელში ამათი პარპაში 6 წელია. გაივსო კობიაშვილის უსაქმურებით და საძმაკაცოთი ფედერაცია. კრიტიკოსი და შემფასებელიც არავინ ყავს. არც ჟურნალისტები იღებენ ხმას, არც ვეტერანები, არც სპორტის სამინისტრო და მთავრობა. ალბათ ისევ გულშემატკივრები თუ ავაგორებთ საპროტესტო ტალღას. და მხოლოდ ნაკრების კატასტროფას არ ეხება აქ საქმე. მთლიანად ქართული ფეხბურთი ჩაალპეს ამ ნაძირლებმა.
ირაკლი
12:51 07-09-2021
0
რა თქმა უნდა რეფორმები აუცილებელია, სხვისგან ავიღოთ მაგალითი. აღარ ვამბობ დაფინანსებაზე, თითეულ ლარზე გაწეული ხარჯების მონიტორინგი ღია უნდა იყოს. მწვრთნელების ჩამოყვანაც საჭიროა, როგორც ახლგაზრდულ გუნდებში, ასევე ჩემპიონატში.
მერაბი
09:27 07-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული