სანიოლი: ოქტომბერ-ნოემბერში მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული "ჰატაისპორის" ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს.

ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა:

"ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ, როტაციის პრინციპი გამოვიყენო,
რადგან ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები, ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც შანსს იმსახურებენ, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.

​კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან, მეორე ნახევარში კი გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.

ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი მქონდა, თუ რა მოლოდინი მაქვს მე და რას მოითხოვს უმაღლეს დონეზე თამაში. იმიტომ, რომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს, ეროვნული ნაკრები განვითარდეს, ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ​ჩემი აზრით, საუბრები, რომლებიც გვქონდა, საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მით უმეტეს, ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 57 /
დღეს დიდი ანგარიშით არ წავაგებთ, 2-0 ან 3-0 დიდი ტრაგედია არ არის.ასე რომ, გავუზლოთ და მერე ელიგის კარდებალეტზე გადავერთოთ!
kakoie
08 სექტემბერი 2021 16:08
1
აი, ჩვენი ბედის დედა რო ვატირე, - რაღაც ერთი თვე მიგვკლებია, თორემ კოსოვოსთან და ესპანეთთან რო გვეამაყა, ხო სუ ლაწა-ლუწით გავდიოდით მუნდიალზე და იქ ვინ ოხერი დაგვიშლიდა სიამაყეს...
ვოოტ
08 სექტემბერი 2021 16:08
0
როცა მწვრთნელი ხვდება რო. მას პასუხს არ მოსთხოვენ,ოღონდ ათამაშოს ისინი ,ვისაც ეტყვიან ,მერე სულ ფეხებზე არ კიდია წააგებს თუ მოიგებს.ნაკრები ფაქტიურად გამოთიშა გათამაშებას და ეხლა განახებთ ოქტომბერ -ნოემბერში რას ვიზამთო.ამაზე მეტი დაცინვა გინახავთ მწვრთნელისგაან.
ლევანი
08 სექტემბერი 2021 15:19
0
სათაური წავიკითხე და ვიფიქრე პირობას დებს-მეთქი, მაგრამ სტატია წაᲕიკითხე და მივხვდი, რომ ვილი უბრალოდ იმედს გამოთქვამს, რომ ეს ასე იქნება. ეჰ, რა მალე გამისკდა იმედების ბუშტი.
ტიერი
08 სექტემბერი 2021 14:37
0
რაო ვილი, მთავრობამ გითხრა ასე თქვი და დაგტოვებთო? ახლა მჭირდება ასე და მერე თავში ქ ბ ა უხლიათ, როგორც ქართველებს ისე ქართულ ფეხბურთსო?
გააფერისტდა ვილი?
08 სექტემბერი 2021 14:09
3
ღმერთმა გისმინოს ვილი, მაგრამ!!! ესე კატეგორიულად, ამის თქმის საფუძველი არსებობს?! ალბათ უფრო არა, ვიდრე კი!!! ეეჰ ვილი, ვილი, თავს უშველე სანამ სულ გადაგრიეს!!!
???
08 სექტემბერი 2021 13:51
0
აქ კომენტარებს რო ვკითხულობ ყველას გასვლა აკერია პირზე, თითქოს სამოთხის კარებს აღებდნენ. დაიწერეთ ანგარიშები ყველა შეხვედრაში და საერთოდ ნუ გახვალთ მოედანზე. თამაში არ უნდათ ფეხბურთელებს. ესენი შეცდომას კი არ უშვებენ თამაშის დროს, ესენი საერთოდ არ თამაშობენ. ამ მხრივ ესპანეთთან შეხვედრა აშკარად ჯობდა კოსოვოსთან მატჩს. ცოტა ცოტა ითამაშეს. ჯობია ითამაშო და 7:0 წააგო, ვიდრე ცოფიანი ძაღლივით ირბინო და 1:0 წააგო (კოსოვოსთან).
სიამოვნება მიიღეთ თამაშით, გარისკეთ, ერთხელ არ გამოგივათ მეორედ ან მესამედ გამოგივა.
ანგარიშზე ნუ ხართ ორიენტირებული ჯერ თამაში ისწავლეთ.
:)
08 სექტემბერი 2021 13:48
1
შენ პატრონი რო გყოლოდა აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა... შე ბარაქიანო შენა
N
08 სექტემბერი 2021 13:42
0
იმედია შენს გარეშე ვიხილავთ ვილი
ქართველი
08 სექტემბერი 2021 13:33
2
ბოსკამპმა რო შეაფასა ქართული ფეხბურთი ერთი ფრაზით ისე არავის გამოსვლია: "ჯორჯიან მენტალიტეტ იზ დებილ"-ო თქვა იმ კაცმა და ასპროცენტიაააან!
ვაი ჩვენს პატრონს
08 სექტემბერი 2021 13:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული