საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
გამარჯობათ ფეხბურთის გულშემატკივრებო პარასკევს 10 სექტემბერს 17 საათზე ფეხბურთის ფედერაციასთან იგეგმება აქცია სახელწოდებით გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი და მისი გუნდი. დაინიშნოს ახალი რიგგარეშე არჩევნები, ერთად შევცვალოთ მწარე რეალობა, რამოდენიმე ადამიანი სადღაც 100 კაცამდე უკვე ვართ შემოგვიერთდით
გოგა
23:07 08-09-2021
4
ვინ აირჩია ეს ფედერაციაა ვიინ აგოს ეხლა პასუხი. კობიაშვილო გაეთრიე შენი მუჯირით და ბლუკუნა იაშვილიით წადიით არც ლიგა გვივარგა არც ნაკრები არანაირი იმედი და მომავალი წადიით რავერ გაძეხიი ინამუსე წადიი როდის უნდა გადადგეს მაშინ თუ ეხლა არააა?!!
beqa
22:39 08-09-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული