საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
გამარჯობათ ფეხბურთის გულშემატკივრებო პარასკევს 10 სექტემბერს 17 საათზე ფეხბურთის ფედერაციასთან იგეგმება აქცია სახელწოდებით გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი და მისი გუნდი. დაინიშნოს ახალი რიგგარეშე არჩევნები, ერთად შევცვალოთ მწარე რეალობა, რამოდენიმე ადამიანი სადღაც 100 კაცამდე უკვე ვართ შემოგვიერთდით
გოგა
08 სექტემბერი 2021 23:07
4
თქვენ გენაცვალეთ დასავლეთიდან ჯერჯერობით 4 ადამიანი ჩამოვალთ და შეგიერთდებიით ხალხის და ჩვენი სიყვარული ამ სპორტს თუ გადაარჩენს თორე ყველა ხელს ითბობს ვაი ჯურნალისტები!! გამოიყვანენ ეხლა და ლამაზად ასაუბრებენ რო ჩააცხრონ ეს მუხტი და იგივე წრეზე წაგვიყვანოონ.წესით მაკედონიის მერე რაც მოხდა მაშინ უნდა გავსულიყავიით!!!
giorgi
08 სექტემბერი 2021 23:24
2
ვინ აირჩია ეს ფედერაციაა ვიინ აგოს ეხლა პასუხი. კობიაშვილო გაეთრიე შენი მუჯირით და ბლუკუნა იაშვილიით წადიით არც ლიგა გვივარგა არც ნაკრები არანაირი იმედი და მომავალი წადიით რავერ გაძეხიი ინამუსე წადიი როდის უნდა გადადგეს მაშინ თუ ეხლა არააა?!!
beqa
08 სექტემბერი 2021 22:39
2
ისე მამარდაშვილი შემეცოდა ასეთი დაცვის ხელში
გია
08 სექტემბერი 2021 22:47
2
წიტაიშვილი გაიყვანა ქვილითაია შემოიყვანა და ამით შეტევა გააძლიერა, ქვილითაიას დრო არ ეყო, თორემ არაერთ გოლს გაიტანდა.
გია
08 სექტემბერი 2021 22:45
0
სანიოლის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ სულ ცოტა 6-7 ფეხბურთელი ბურთს ვერ აჩერებს. საშუალო სირბილის პასსაც ვერ. სასწაული თუ მოხდა და ბურთი წინ თუ გაიგდეს, მერე ვეღარ ეწევიან. შეტევაში არ იხსნებიან და დაცვაში ფეხები უკანკალებთ. ეს 8-12 წლის ასაკში უნდა ესწავლათ. ნაკრების მწვრთნელი ვეღარ ასწავლის. არც სანიოლი უქნია ღმერთს.
გიორგი
08 სექტემბერი 2021 23:36
1
რატომ უნდა მოგინდეს ამ მოსიარულე ლეშებიდან რომელიმეს ყიდვა, ან რატომ უნდა იღებდეს უვარგისების ფედერაცია ამ შედეგისთვის ფულს. რატომ არ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. რატომ ფინანსდებიან თუნდაც ლარით და არა მილიონებით ისედაც გადაჭირვებული ხალხისგან ეს საქონლები
sos
08 სექტემბერი 2021 22:49
1
Მწვრთნელი არაა ჩვენი პრობლემა მწვრთნელი ჭირდებათ ერთ კაცზე ხელის მისახოცად. Თევზი თავიდან ყარსო ანდაზაა ასეთი და სამწუხაროდ ჩვენ რეალობას ერგება
1111
09 სექტემბერი 2021 01:38
0
ზოგიერთი იცინიან და ღლიცინობენ ხალხო რა არის სასაცილო ამ ფეხბურთზე 100 ბით მილიონი იხარჯება ბიოჯეტიდან უამრავი მილიონი იხარჯება ფედერაცის და მწვრთნელის ხარჯების დასაფარად და ამ ყველაფრის შედეგი არის ეს რასაც ვხედავთ არაფერია სასაცილოო ეს არის ბიუჯეტის ფული ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ფული და ეს ხალხი ვერ მუშაობს თავის საქმეს ვერ აკეთებენ და უნდა წავიდნენ!!!!! რადგან 6 წელია ფედერაციას მართავენ და შედეგი არის 0 ყველანაირი მიმართლებით.
ზაზა
08 სექტემბერი 2021 23:36
1
მართალი ხარ, ძმა, მარა ეგენი რო წავიდნენ, სანამ კალაზე მანდ გრიმიტობს, წავლენ კი არა, უფრო ბევრი მოვლენ.
ბენიამინიძე
11 სექტემბერი 2021 15:54
1
ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც გვესმის ყველა ვხვდებით რო ფედერაცია ნაგლად და აშკარად რაღაცას ჩალიჩობს(მაკედონიასთან გამოაშკარავდნენ პირველად)
ოფიციალურ და პრიციპულ მატჩებში ამდენი დებიუტანტი !
ამხანაგურ შეხვედრაში ჩასვრილი დაცვის ხაზის და ყოველგვარი ჩამშლელის გარეშე ვალენსიას მეკარეს აყენებ და სახელს უფუჭებ!
ქვილითაია ფორვარდი რომლის გატანილი გოლი არ მახსენედბა ნაკრებში(თუ აქვს Gატანილი საერთოდ) მაიც ძირითადში აყენებ! არ მესმის იმ ხალხის რაღაც ღლიცინა კომენტებს რო წერენ ფეხბურთელების მონდომებაზე პროფესიონალიზმზე, იმის მაგივრად რო ყველა ავდგეთ Gამოვიდეთ და მოვიშოროთ ეს ნაგვები! მე პირადად აღარ წავალ სტადიონზე! არც პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებ სანამ ეს ხიზანა კობი კალა და ეს მჭამელი ხალხი არ მოშორდებიან რომლებსაც არც Qართული ფეხბურთისთვის და Aრც ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ და არანაირი Dამსახურება არააქვთ ქართველი ხალხის წინაშე! თუ Vინმე რამე საპროტესტო აქციას Dაგეგმავს დიდი სიამოვნებით შევუერთდები!

soso
09 სექტემბერი 2021 02:05
10
სანიოლი ეტყობა ნაპოლეონის შთამომავალია.
ამისთანა სტრატეგი ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს.
ეჰ,ვაისი რომ მოგენატრება კაცს.
მამუკა
08 სექტემბერი 2021 22:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული