სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
მართლა ვერ გავიგე ხიზანიშვილს რა უნდა ნაკრებში ასისტენტათ??იმის ფონზე როცა ცეცაძე დევდარიანი და გია ჭიაბრიშვილი გყავს ქვეყანაში იგივე ცეცაძე თუმცა კი ამ კაცს შეიძლება მძიმე ხასიათი აქვს ემოციური ადამიანია, მაგრამ 21 წლამდე ნაკრებში, რომ მუშაობდა საკმაოდ კარგი შედეგები ქონდა იგივე თუნდაც დევდარიანი და ჭიაბრიშვილი ორივე მათგან საკმაოდ კარგად ესმის თანამედროვე ფეხბურთი და შედეგებიც აქვთ საკლუბო დონეზე.
მართლა ვერ გავიგე ამ ფედერაციას თუ რეალურად ადარდებს ფეხბურთის და ნაკრების ბედი ხიზანა და დვალიშვილის რატო უნიშნავენ სანიოლს ასისტენტებად? როცა მაგათზე ბევრად უკეთესი ახალგაზრდა სპეციალისტები გყავს ქვეყანაში, ეს ძმაკაცობა და შინაურობა რით ვეღარ დამთავრდა პროფესიულ საქმიანობაში.
გელა
09 სექტემბერი 2021 11:57
0
გეთანხმები, მაგათ უჩა სოსიაშვილსაც დავამატებდი, მაგრამ ეგ მწვრთნელები "чужой"არიან, მაგათ (სფფ) კლასტერში ვერ არიან, ცქიფოც და უჩაც საერთოდ უმუშევარნი არიან, "ჯაყოს ხიზანას"(ები) დროა.
მიხო
09 სექტემბერი 2021 18:23
0
"aburjga"-ს მეტი წილი მეც ვეთანხმები. ფიზიკური და ტექნიკური მომზადება აკლით ჩვენ ფეხბურთელებს საშინლად. იქ სადაც ერთმა კაცმა უნდა ჩაშალოს შეტევა იქ ხშირად 3 უწევს მისვლა. მაინც და მაინც ტექნიკურები არ იყვნენ გუშინ ბულგარელები. 4-ვე ბურთში, რომელიც გაგვიტანეს, დიდი შემოქმედება მე ვერ დავინახე. 4-ვე გოლი გავიდა ჯიკაობით. შეშინებულები ნუ იგერიებთ ბურთს, ამდენი ხანია ვაგებთ თამაშებს კი უნდა მიჩვეოდით წაგებას:). წაგების ნუ გეშინიათ, თქვენ არ ხართ ის გუნდი რო გაგიტყდეთ ბულგარეთთან როგორ წავაგეთო. ეცადეთ ყოველ თამაშზე ტექნიკური მხარე დახვეწოთ და ერთმანეთი გაიცნოთ. და უბურთოთ სირბილი ნუ გიტყდებათ
:)
09 სექტემბერი 2021 11:57
0
ყველაფერს სიმართლეს ქეცბაია ამბობდა და ამბობს, სხვა ვინმემ რამე თქვა???? ჟურნალისტი არა გვყავს, ძველი ფეხბურთელები გინდ ყოფილან და გინდ არა, ფედერაცია კი მარტო ფულს აკეთებს, ესაა სიმართლე
?
09 სექტემბერი 2021 11:57
0
უთავმოყვარეო ფედერაცია, თავისზე უარესი ფეხბურთელები, ფულს დახარბებული ნაჩალნიკები, სხვა შედეგი ვერ იქნებოდა, ეს ლოგიკაა
gori
09 სექტემბერი 2021 11:53
0
ფეხბურთელების ხარისხი ნულს ქვემოთაა, ფედერაციის ხარისხი კიდევ უფრო ქვემოთ. რა შედეგს უნდა ველოდოთ. ხიზანა აგენტად შეუგზავნეს ვილის ეგებ რაიმე ისე არ გააკეთოს ჩვენ რომ არ გვაწყობსო, აბა საიდან იქნება შედეგი
kaxa
09 სექტემბერი 2021 11:51
0
ნუ გვპირდები ვილი,მაგ ფეხბურთელებით უკეთესი ხარისხი შეუძლებელია.
Beqa
09 სექტემბერი 2021 11:44
0
ისეთი ფეხბურთელები გვყავს , რომ თავიანთი გუნდები არ უნდა ათამაშებდნენ და ნაკრებზე ხომ ზედმეტია საუბარი. არაფერი აქვთ საერთო ფეხბურთთან. ამას ემატება ფედერაცია და იქ თავმოყრილი ფულის მონათა ბანდა. ესაა სიმართლე. პატრონი არა ჰყავს ქვეყანას, ეს ბანდა ვინ უნდა გააკონტროლოს, საკუთარი დუქანივით აქვთ ამხელა დაფინანსება და ფედერაცია. რა თქმა უნდა კიდევ უფრო ბევრს ითხოვენ თანხებს ამბობენ ცოტააო. ვინ უნდა მოსთხოვოს პასუხი უპატრონო ქვეყანაში??????????
?????
09 სექტემბერი 2021 11:42
0
ხო კიდე ხიზანა დამავიწყდა
wbc
09 სექტემბერი 2021 11:24
0

მამარდა კაშო ჩაბრა დათი კვეკვე კიტე ჩაკვე კვარა ოქრი ჟორჟი აბუ ვაკოო მუმუ კობი იაშკა
ნაღდად მოსაფერებელი სახელებია
wbc
09 სექტემბერი 2021 11:23
1
ეს არის ბოლო 15 წლის არაპროფესიონალური,მედროვე,არავაჟკაცი,მექრთამე და მხდალი ხალხის "მუშაობის" შედეგი,რომლებიც სამწუხაროდ ფეხბურთში მრავლად არიან(ე.წ. "ფუდბოლნი" ტიპები,რომლებიც წლებია საკუთარი და "დაინტერესებული" ბავშვების გაქაჩვით არიან დაკავებული.მაგალითისთვის "საბურთალოდან" და თბ. "დინამოდან"ეროვნულში "მოწყობილი" მცველებიც საკმარისია გავიხსენოთ). უვიცი და არასამართლიანი ხალხის საქმიანობა კარგ შედეგს ვერ მოიტანს!!!
თვითმხილველი
09 სექტემბერი 2021 11:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული