არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ვილი სანიოლის მიერ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, სოციალურ ქსელში აღფრთოვანება იყო. წარმატების შემთხვევაში, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ერთგვარად აღიარება მოუწევდა, რომ წინა მატჩებში 11-ეულის შერჩევისას შეცდა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არ დამდგარა...

სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა"
წარმატებას უნდა მიაღწიონ.

რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...

Sportall.Ge

ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...

წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...

Sportall.Ge

სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...

სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!

Sportall.Ge

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...

Sportall.Ge

სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...

altMarca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა

altსანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

altსაქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 66 /
შეიცვალოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
guga
09 სექტემბერი 2021 15:51
2
ჩვენისთანა დონის ქვეყნების წარმატება, ერთ-ორ კარგი ფეხბურთელის ფორმაზეა დამოკიდებული. განვლილმა თამაშებმა ამის ჭეშმარიტება დაგვანახა.
ჟორა
09 სექტემბერი 2021 15:29
1
შანსი არ აქვს ფეხბურთს ამ ქვეყანაში!!!!
ლევანი
09 სექტემბერი 2021 15:28
4
ფეხბურთელები არ გვივარგა!!!! მწვრთნელი არაფერ შუაშია!!!!!
ლევანი
09 სექტემბერი 2021 15:26
7
5 დებიუტანტს რომ დააყენებ მანდ მოკვდა ფეხბურთელებზე ლაპარაკი!!!!!!!!!
Kmara
09 სექტემბერი 2021 21:48
1
ის ფეხბურთელებია უვარგისი ხიზანამ და იაშკამ რომ "დაალაგა", თორე არიან ბიჭები, ჯიგარიც რო აქვთ და შრომაც რო არ ეთაკილებათ, ერთი რამ აკლიათ, "პატრონი"! და ხოდები "ბოსებთან".
კოსტა
09 სექტემბერი 2021 17:47
3
გაუქმდეს საქართველოს ფეღბურთის ფედერაცია!
ლუკა
09 სექტემბერი 2021 15:14
4
ეს რა წესი შემოვიდა, გამოუცდელი ფეხბურთელების პირდაპირ ეროვნულ ნაკრებში დაყენება??? ფეხბურთელი ასაკობრივ ნაკრებში უნდა გასინჯონ... თუ დაიმსახურებს, შემდეგ ეროვნულ ნაკრებში...
tngh
09 სექტემბერი 2021 14:56
1
ბულგარეთთან ერთი უცნაურობა დავინახე. ორივე მეკარის მიერ შორს ჩაწოდებულ ყველა ბურთს ბულგარელი იღებდა. დაუჯერებელია, რომ ყოველთვის ბულგარელებს უმართლებდა. იქნებ ისინი მოძრაობდნენ და ჩვენები კი იდგნენ? ბუზიყლაპიების ნაკრებია.
გიორგი
09 სექტემბერი 2021 14:47
0
სახელი შევუცვალოთ: "საქართველოს ნაკრების" მაგივრად "საქართველოს ნახვეტი" დავარქვათ, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდნენ.
ვაჟა მასწავლებელი
09 სექტემბერი 2021 14:34
9
ნეტა თუ არის რომელიმე ქვეყანა სადაც ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი პარლამენტის დეპუტატია. ამით ხომ ვუგებთ სხვა ქვეყნებს.ბედნიერი ერი.
ბეყე
09 სექტემბერი 2021 14:28
6
და კიდევ მთავარი,შიდა ჩემპიონატს თუ არ ეშველა ძალიან ძნელი იქნება წარმატებაზე ფიქრი. მოკლედ იმდენი პრობლემაა საიდან დაიწყო აღარ ვიცი. 300 მილიონი კი ჩავდეთ ისე ფეხბურთში!!!
თეოფა
09 სექტემბერი 2021 14:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული