"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნოემბრის თვეში 3 მატჩიან წაგებას პალიტრანიუსის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა.

"ადრე ნაკრების წაგების მერე ვბრაზდებოდით მაინც, გულშემატკივარი იგინებოდა, ჟურნალისტები კრიტიკულ წერილებს წერდნენ, ახლა კი ისე შევეჩვიეთ ჩვენი ნაკრების ცუდ თამაშს, რომ ჟურნალისტებს კრიტიკის წერა და გულშემატკივრებს გინებაც კი ეზარებათ.

გაბრაზებასაც კი აზრი აღარ აქვს. ახლა ხალხი ჩვენს ნაკრებზე უბრალოდ ღადაობს. ეს მათ თამაშზე უკვე ერთადერთი რეაქციაა. ნაკრებზე რამდენიმე გამოუსწორებელი ოპტიმისტის გარდა ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. საქართველოში გაჩნდა ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრების თამაშს საერთოდ არც უყურებენ. წარმოიდგინე, ფეხბურთის გულშემატივარი
ხარ, მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების თამაში არ გაინტერესებს, რადგან მისგან არაფერს ელი, წინასწარ იცი ჩაისვრიან.

თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემა ჩასვრა კი არაა (ვის არ ჩაუსვრია), არამედ ის რომ ქართველ ფეხბურთელებს ამ ჩასვრილის სუნი არც კი აწუხებთ.

გაზაფხულზე მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარებული თამაშების მერე ნაკრების შემორჩენილ გულშემატკივრებს შორის, ცოტა იმედი გაჩნდა. მაშინ რამდენიმე პოსტი დავწერე, სადაც მიუხედავად ნაკრების კარგი თამაშისა, სანიოლი გავაკრიტკე, რის გამოც კომენტარებში ბევრი საყვედური მივიღე. ახლა ის ხალხი ალბათ თავად ლანძღავს ვილის, მაგრამ ახლა მას კრიტიკა კი არა გამხნევება და ფსიქოლოგთან სარეაბილატაციო კურსის გავლა უფრო სჭირდება.

ის ფეხბურთი, რაც ნაკრებმა ბოლო სამ თამაშში აჩვენა, მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება. ნაკრების თავკაცის დამსახურება შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგრამ არა ის, რაც კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთან ვიხილეთ. გავიმეორებ, ბევრჯერ თქმულა ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით: ასე ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა მაშინაც კი არ უნდა ითამაშონ,  მწვრთნელი საერთოდ რომ არ ყავდეთ, თორემ სანიოლს საკრიტიკო დიახაც ბევრი აქვს, მაგრამ ასეთ ვითარებაში რა აზრი აქვს მის გაკიცხვას?

საქართველოს ნაკრებში ბოლო 30 წლის განმავლობაში იცვლებოდა თაობები, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი - ჩასვრისკენ მიდრეკილება. ყველა თაობა კარგად იწყებდა და ბოლოს მაინც ისვრიდა. ჩვენს ფეხბურთელებს უცხოელი მწვრთნელი კი არა ერთი კარგი კუჭში შესაკრავი საშუალება სჭირდებათ, ან სჭირდებათ მწრთნელი, რომელიც ხელში მათრახს დაიჭერს და ისე აიძულებს სირბილს.

დიახ, გარდა ჩასვრილის მენტალიტეტისა, ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა სწორედ სირბილია. არც ნიჭი და არც სხვა რამე, სირბილი. თანამედროვე ფეხბურთი არის მაღალი ტემპი და პრესინგი. ჩირის ფასი აქვს შენს ტექნიკას, თუ პრესინგის თამაში არ შეგიძლია. ამ თამაშების მერე ყველა ჩვენს დაცვას ლანძღავს, არადა თანამედროვე ფეხბურთში შენი კარის უსაფრთხოება იწყება მეტოქის საჯარიმოდან, დიახ, მეტოქისა და არა შენი. ყველა გუნდი სწორედ იქ ცდილობს უკვე ბურთის წართმევას. მხოლოდ საქართველოს ნაკრებია ერთადერთი, რომელიც ცენტრს საკუთარი ნებით თმობს. რატომ ხდება ასე? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ნაკრების მესვეურებმა და ფეხბურთელებმა უნდა უპასუხონ. მწვრნთელი არ თხოვს? როგორ დავიჯერო, რომ სანიოლმა, რომელსაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, არ იცის პრესინგის მნიშვნელობა? ეს ხომ გამორიცხულია? მაშინ რაშია საქმე? ქეცბაია ამბობს იმ ცნობილ ვიდეოში, რომ ქართველ ფეხბურთელებს სირბილი არ შეუძლიათ და იმიტომ, თორემ ერთ კვადრატულ მეტრში ბურთს არ დაგანახებენო. იმის მერე კიდევ გამოიცვალა თაობა ჩვენს ნაკრებში და ამ ახალ თაობასაც იგივე პრობლემა აქვს? რატომ? რატომ არის ეს ჩვენთვის გადაულახავი პრობლემა? თუ ყველა სხვა ქვეყნის ფეხბურთელი დარბის, ჩვენ რა გვჭირს?

სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი: ნაკრებში ფეხბურთელები იმის მიხედვით შეარჩიოს, ვისაც სირბილი შეუძლია. ნაკრებში უნდა ხვდებოდეს ფეხბურთელი, რომელსაც 90 წუთი სირბილის ძალა შესწევს. აქ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი. მერე ხელში მათრახი დაიჭიროს და მოითხოვოს პრესინგის თამაში. ამან იქნებ რაღაც შედეგი გამოიღოს”.

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 (კოსოვოსთან 0:1 და ესპანეთთან 0:4) წააგო, გუშინ, 8 სექტემბერს კი ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი 1:4 დათმო.

მკითხველის კომენტარები / 47 /
90 წუთი კი არა და ჯერ რასაც დარბიან იმასაც სირვილი არ ჰქვია, დაიჯღვარკებიან ზომბებივით, მერე ჰიმნზე რომ დგანან რას ჰგვანან, რაღაცნაირი ბეჩავები, საცოდავი სახით, არავითარი ნაპერწკალი, ჟინი, ბრაზი მათ თვალებში, ტრუსებზე ფულს რაღას ვხარჯავთ, პამპერსები შევუღებოთ და ისე ვათამაშოთ, უფრო მოხერხებული იქნება მაგათთვის
llcl
09 სექტემბერი 2021 17:56
0
კარგი რჩევაა და გავიზიარებდი კიდევაც, მაგრამ თუნდაც ერთი ქართველი ფეხბურთელი მაინც ურჩიე, ვისაც 90 წუთი სირბილი შეუძლია....)))))
zaza
09 სექტემბერი 2021 23:49
2
თვითონ! საკუთარი მაგალითით დამტკიცა.
რას ვიზამთ, ახლა ასაკი არარ შეეფერება, მუხლი არარ მოსდგამს, მაგრამ აგერ საზოგადოებრივი აქტიურობით ამტკიცებს ამას - "სიტყვით" აქტიურობს.
პატიცემულმა აჯობებს ნახოს მეფე ერეკლეს ა სხვა ქართველ მეფეთა გადაწყვეტილებები და დარწმუნდება ეგ სენი ძველია და არ ახალი.

ვიცით ეგ ბატონო მერაბ, ვხედავთ და ვხვდებით. თქვენ ის გვითხარით სად არიად ასეთი ქართველები, ჭკუის რიგებას კონკრეტულის თქმა სჯობს
ლევანი
10 სექტემბერი 2021 12:05
0
ერთ რამეს გეტყვი მერაბ ბატონო , და თუ მართლა გული შეგტკივა სპორტზე , გააკეთეთ გადაცემა მთელი საქართველოს მაშტაბით , ბავშვთა სექციებში რა სიტუაციაა , რამდენი აქვს ხელფასი ბავშვთა მწვრთნელებს , კომპეტენცია , უფლებები , შეიხედე სპორტ სკოლებში , მკვდარი სულებით გადავსებული დირექცია , თითო ხელმძღვანელს 20 კაცის პირადი ნომრებით , ხელფასი 9-10 ლარზე აზდის , მწვეთნელის ხელფასი 300 ლარია . ხომ გქვიათ ჟურნალისტი და გტკივათ საკუთარი ქვეყნის მომავალი , ამოიღეთ აბა ხმა , დაუპიისპირდი იმ მანკიერ წრეს , რომელიც საქუთარი ქვეყნის მომავალს სჭამს . და კიდევ , სანამ მწვრთნელზე ისაუბრებ , ისაუბრე იმ კლანის არსებობაზე , რომელიც ნებისმიერ სპორტის სახეობას სპობს საქართველოში , მაგრამ ვერ იზავ მაგას და გეტყვი რატომაც , ბევრი ნაცნობ მეგობრები გეყოლება მანაც და არ ჯობია ისევ სანიოლი ვლანძღოთ , დღეს თუ არა ხვალ აქ აღარ იქნება . იმ შენ ნაცნობ-მეგობრებთან კიდევ , მოგიწევს მთელი ცხოვრება . ასე რომ ეგ შენი ფარსი გულისტკივილი შენთვისვე შეინახე . ერთი წვეთი პატრიოტიზმი არ გაგაჩნიათ , განვლილმა 30 წელმა დაამტკიცა ეგ .
ATP 16
09 სექტემბერი 2021 17:29
1
ეგეთ მწვრთნელს, რომელიც ხელში მათრახს აიღებს და არბენიბებს ამაყი ქართველი ფეხბურთელი ვერ გუობს (ყველასთან წაგებას აიტანს მაგრამ მათრახს როგორ იკადრებს), გაიხსენეთ ქეცბაია, რომელსაც ბოლოს თითქმის ყველასთან კონფლიქტი ჰქონდა, მოკლედ იმდენი ქნეს ქართულმა კლუბებმა და ნაკრებმა, რომ პირადად მე მთლიანად ფეხბურთი მომაძულეს
გიონატ
09 სექტემბერი 2021 17:05
0
მიჭირს ამის დაწერა მარა, სანამ ფედერაციის მაფია ცოცხლობს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შედეგი? დიდი ფული, ღარიბი გუნდები და ღატაკი ფეხბურთელები... აი შედეგი!
მართლა შედეგი თუ გვინდა, სულ ათი დოლარი დაჯდება. „ჭხ“ და ფედერაციის თავკაცი არარ არის, მერე ნახეთ ნაკრების თამაში... არ ითამაშებენ? „ჭხ“ და სეიცვლებიან, შეუცვლელი არავინ არ არის, გარდა ქვილითაიასი...
კ ო მ ბ ლ ე
09 სექტემბერი 2021 18:34
4
მთავარია ტატუ გქონდეს ძალიან ბევრი , მაგის გაკეთებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავენ ვიდრე ვარჯიშზე, მერე ან კოსა უნდა გქონდეს თავზე ან იმხელა თმა და წვერი გქონდეს, რომ წესიერად ვეღარ იყურებოდე, რაც არა ჩანს აღარ მინდა მაგაზე საერთოდ საუბარი............
სტალინი
09 სექტემბერი 2021 18:03
1
მწვრთნელი, თან უცხოელი დაბალი ღობე ნახეთ თუ მიზეზს შეგნებულად არიდებთ თვალს!?!?! ვისი მოყვანილია ეგ მწვრთნელი, ვინ აფათურებს ხელებს ნაკრების დაკომპლექტებაში, ფეხბურთი სულ ცალ ფეხზე კიდიათ თორემ წესით ფედერაციის პრეზიდენტს ერთი წუთით არ უნდა ეცალოს მაჟორიტარობისთვის. ფულს ხიკავენ ორივე ხელით …!
Emigranti
09 სექტემბერი 2021 17:47
2
ვეთახმები აბოალიტურად სამწუხაროა რომ ის ხალხი ვინც უნდა გამოვიდეს და თქვას სიმართლე ამას პოლიტიკური გადაცემის ჟურნალისტი წერს ის ხალხი ვისაც უფრო უნდა შესტკიოდეს გული ვინც უფრო კარგად იცის ქართული ფეხბურთი დუმს ვეტერანები მწვრთნელები სპორტული ჟურნალისტები მათი აბსოლიტური უმრავლესობა გატრუნულები არიან კოჭს უგორებენ ფედერაციას იქ ვინმეს რამე არ ეწყინოს რომ ამათ რამე პრობლემა არ შექმნათ სანამ ასე გატრუნულები ვიქნებით არაფერი შეიცვლება
გიო
09 სექტემბერი 2021 17:23
0
ფეხბურთის როგორც გაგებაში მე არ ვარ ისე უკეთ ვითამაშებდი მე მაგალითად. უფრო ჟინით ვირბენდი და ბურთს თუ ვერ ავართმევდი ფეხებს მაინც ჩავულეწავდი ვინმეს. სამივე შეხვედრას ვუყურე და სუ იმის შეგრძნება მქონდა რატომ არ მირბიან იქ, რატომ არ არის იქ არავინ და ასე შემდეგ. არც ერთი მოთამაშე თავის ადგილას არ იდგა, არ იდგა იმიტოომ რომ ვერ მოძრაობდნენ და ვერ ითვისებდნენ იმ ადგილს რაც ებარათ. ლიხტენშტეინი, ლუქსემბურდი, ფარერები და გიბრალტარიც კი უკვე ისე თამაშობენ რომ ყველასთვის უხერხული მეტოქე გახდა, ეს ჩვენ კი იმის მაგივრად რომ ვისწავლოთ თამაში, პირიქით გვავიწყდება და ყველას გარანტირებული ქულები მიაქვს. არ ვიცი რა დავუძახოამას. უბრალოდ სამარცხვინოა.
ჯიჯი
09 სექტემბერი 2021 23:04
2
ესენი საიდან ამოძვრნენ? ეს, სანაია და მისნაირები, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრის საკითხებში ხომ არიან სუპერ ექსპერტები, ახლა აქ მოინდომეს ლექციების კითხვა.

წაით ბიძია "ტელევიზორში" ან "სახში", ან "ბუკეტში" იქ წაიკითხეთ ლექციები, იქ არის თქვენი აუდიტორია დრევლი
ლევანი
09 სექტემბერი 2021 19:02
36

სიახლეები პოპულარული