"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნოემბრის თვეში 3 მატჩიან წაგებას პალიტრანიუსის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა.

"ადრე ნაკრების წაგების მერე ვბრაზდებოდით მაინც, გულშემატკივარი იგინებოდა, ჟურნალისტები კრიტიკულ წერილებს წერდნენ, ახლა კი ისე შევეჩვიეთ ჩვენი ნაკრების ცუდ თამაშს, რომ ჟურნალისტებს კრიტიკის წერა და გულშემატკივრებს გინებაც კი ეზარებათ.

გაბრაზებასაც კი აზრი აღარ აქვს. ახლა ხალხი ჩვენს ნაკრებზე უბრალოდ ღადაობს. ეს მათ თამაშზე უკვე ერთადერთი რეაქციაა. ნაკრებზე რამდენიმე გამოუსწორებელი ოპტიმისტის გარდა ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. საქართველოში გაჩნდა ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრების თამაშს საერთოდ არც უყურებენ. წარმოიდგინე, ფეხბურთის გულშემატივარი
ხარ, მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების თამაში არ გაინტერესებს, რადგან მისგან არაფერს ელი, წინასწარ იცი ჩაისვრიან.

თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემა ჩასვრა კი არაა (ვის არ ჩაუსვრია), არამედ ის რომ ქართველ ფეხბურთელებს ამ ჩასვრილის სუნი არც კი აწუხებთ.

გაზაფხულზე მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარებული თამაშების მერე ნაკრების შემორჩენილ გულშემატკივრებს შორის, ცოტა იმედი გაჩნდა. მაშინ რამდენიმე პოსტი დავწერე, სადაც მიუხედავად ნაკრების კარგი თამაშისა, სანიოლი გავაკრიტკე, რის გამოც კომენტარებში ბევრი საყვედური მივიღე. ახლა ის ხალხი ალბათ თავად ლანძღავს ვილის, მაგრამ ახლა მას კრიტიკა კი არა გამხნევება და ფსიქოლოგთან სარეაბილატაციო კურსის გავლა უფრო სჭირდება.

ის ფეხბურთი, რაც ნაკრებმა ბოლო სამ თამაშში აჩვენა, მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება. ნაკრების თავკაცის დამსახურება შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგრამ არა ის, რაც კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთან ვიხილეთ. გავიმეორებ, ბევრჯერ თქმულა ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით: ასე ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა მაშინაც კი არ უნდა ითამაშონ,  მწვრთნელი საერთოდ რომ არ ყავდეთ, თორემ სანიოლს საკრიტიკო დიახაც ბევრი აქვს, მაგრამ ასეთ ვითარებაში რა აზრი აქვს მის გაკიცხვას?

საქართველოს ნაკრებში ბოლო 30 წლის განმავლობაში იცვლებოდა თაობები, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი - ჩასვრისკენ მიდრეკილება. ყველა თაობა კარგად იწყებდა და ბოლოს მაინც ისვრიდა. ჩვენს ფეხბურთელებს უცხოელი მწვრთნელი კი არა ერთი კარგი კუჭში შესაკრავი საშუალება სჭირდებათ, ან სჭირდებათ მწრთნელი, რომელიც ხელში მათრახს დაიჭერს და ისე აიძულებს სირბილს.

დიახ, გარდა ჩასვრილის მენტალიტეტისა, ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა სწორედ სირბილია. არც ნიჭი და არც სხვა რამე, სირბილი. თანამედროვე ფეხბურთი არის მაღალი ტემპი და პრესინგი. ჩირის ფასი აქვს შენს ტექნიკას, თუ პრესინგის თამაში არ შეგიძლია. ამ თამაშების მერე ყველა ჩვენს დაცვას ლანძღავს, არადა თანამედროვე ფეხბურთში შენი კარის უსაფრთხოება იწყება მეტოქის საჯარიმოდან, დიახ, მეტოქისა და არა შენი. ყველა გუნდი სწორედ იქ ცდილობს უკვე ბურთის წართმევას. მხოლოდ საქართველოს ნაკრებია ერთადერთი, რომელიც ცენტრს საკუთარი ნებით თმობს. რატომ ხდება ასე? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ნაკრების მესვეურებმა და ფეხბურთელებმა უნდა უპასუხონ. მწვრნთელი არ თხოვს? როგორ დავიჯერო, რომ სანიოლმა, რომელსაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, არ იცის პრესინგის მნიშვნელობა? ეს ხომ გამორიცხულია? მაშინ რაშია საქმე? ქეცბაია ამბობს იმ ცნობილ ვიდეოში, რომ ქართველ ფეხბურთელებს სირბილი არ შეუძლიათ და იმიტომ, თორემ ერთ კვადრატულ მეტრში ბურთს არ დაგანახებენო. იმის მერე კიდევ გამოიცვალა თაობა ჩვენს ნაკრებში და ამ ახალ თაობასაც იგივე პრობლემა აქვს? რატომ? რატომ არის ეს ჩვენთვის გადაულახავი პრობლემა? თუ ყველა სხვა ქვეყნის ფეხბურთელი დარბის, ჩვენ რა გვჭირს?

სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი: ნაკრებში ფეხბურთელები იმის მიხედვით შეარჩიოს, ვისაც სირბილი შეუძლია. ნაკრებში უნდა ხვდებოდეს ფეხბურთელი, რომელსაც 90 წუთი სირბილის ძალა შესწევს. აქ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი. მერე ხელში მათრახი დაიჭიროს და მოითხოვოს პრესინგის თამაში. ამან იქნებ რაღაც შედეგი გამოიღოს”.

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 (კოსოვოსთან 0:1 და ესპანეთთან 0:4) წააგო, გუშინ, 8 სექტემბერს კი ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი 1:4 დათმო.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ნამუსი არ აწუხებთო ფეხბურთელებსო და განა აწუხებთ ამ ქვეყანაში ეგ ნამუსი?! აგერ,კარგა ხანია ვმუშაობ და რასაც ქვია წელი ვერ წამოვიწიე.ჩემი მეზობელი კი სოციალურად დაუცველთა სიაშია და 4 წევრიანი ოჯახი ყავს. ჩემი ხელფასი 1000 ლარია და ხელზე ვიღებ 800 ლარს. არაფრის კეთებაში 224 ლარს იღებს ჩემი მეზობელი ანუ ჩემი საშემოსავლოზე მეტს. ამაში ცუდი არაფერია,თუ ადამიანს უჭირს უნდა დავეხმაროთ,მაგრამ ჩემზე კარგად ცხოვრობენ,კარგი მანქანა,ჩაცმა,დასასვენებლად დადიან და ერთხელ არ შეუწუხებია ნამუსს რო უარი თქვას იმ სოციალურზე,საჭიროების არ ქონის გამო,მაგრამ ფული გაუმაზა სოც.აგენტს და აძლევენ,ესეც იღებს. ხოდა რამდენია ამ ქვეყანაში ასეთი და მსგავს ოჯახში გაზრდილი ბავშვს რა ნამუსს სთხოვთ,თუ გინდა ეს იყოს ფეხბურთელი და თუ გინდათ ეს იყოს იურისტი. ფეხბურთელები არიან ჩასვრილები,რადგან ქვეყანა არის ჩასვრილი და ნამუსიც არ აქვს ერსს.


ერთხელ ლექტორმა მომიყვა,გერმანიაში ფერმის მეპატრონე სუპერმარკეტში რძეს ყიდულობდაო და მე ვკითხე,ამდენი ძროხის პატრონი რძეს რატო ყიდულობო? გერმანელს უთქვმას,მე მეხორცული ტიპის ფერმა მაქვსო და ის რძე ხბოს ეკუთვნისო. ენამოსწრებულად უკითხავს ჩემს ლექტორს,საიდან გაიგებს ხბო რძეს რო მოპარავო? იმას უთქვამს,მე მეცოდინება და ამ სუპერმარკეტის მეპატრონესო. ეხლა დაფიქრდით,სად არის გერმანია და სად ვართ ჩვენ. როცა რაღაც არ გეკუთვნის,რატო ეტენები იქ და რატო ცდილობ გამორჩენას. ჩვენ ვართ რაღაცნაირი ერი,გამორჩენას გამოკიდებული და ერთმანეთის ფეხებზე დაკიდების მოსურნე ერი. ფეხბურთელი კი სარკეა ამ ყველაფრის,თუ მახინჯია ადამიანი სარკე ვერ გაქცევს ულამაზესს ანგელოზად.
რაღაცნაირი ერი
10 სექტემბერი 2021 13:56
1
გერმანიაზე გამახსენდა... 2011-ში ვართ ქარხნის თანამშრომლები ასული მტირალას დაცულ ზონაში საქეიფოდ. მთის ძირას ერთი საოჯახო რესტორანია. მოკლედ შუა ქეიფში ვართ, დიდი მოწიწებით ვსვამთ ჩვენი უძველესი ისტორიისა და კულტურის სადღეგრძელოს. 90% მწეველია. ზოგი საფერფლეში აქრობს, ზოგი უკვე უფრო შეზარხოშებული ეზოში მოისვრის ჩამქრალ სიგარეტს. ამ დროს, ნაკრძალის ტურისტული ბილიკიდან გერმანელი ტურისტები ჩამოვიდნენ და სავახშმოდ იმ რესტორანში შემოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანი ინგლისურად კითხულობს, სანაგვე სად არიო. გავხედეთ და ფეხსაცმლის თასმებში ჰქონდა სიგარეტის ნამწვავები ჩამაგრებული! აი ეს იყო კულტურის გაკვეთილი იმ ერისგან, ვინაც მე-20 საუკუნეში ნაციზმი გადაიტანა. რომაელები მათ ბარბაროსებს ეძახდნენ. ეხლა ჩვენ გავხვდით ბარბაროსები, ამდენი იმპერიების ქვეშევრდომობით და სხვის ომში გმირობებით. თავისი ქვეყნისთვის თავდადება კი მხოლოდ თითო-ოროლა ბიჭებისთვის მიგვინდია! შინდისის ბიჭების შეგნების და თავდადების 10% რომ გვქონდეს ყველას, დღეს არც ნაც-ქოცები დაგვაჯდებოდა თავზე და არც აშშ-რუსეთის ტანდემი, ოსმალეთ-სპარსეთივით რომ გიგვლეჯდნენ სამშობლოს!
Mazzola
23 სექტემბერი 2021 01:46
0
შერცხვენილი კი არა შეიძლება გაწითლდეს, ფულს ხო წაირებს რაც მთავარია და შერცხვენაც და დარცხვენაც სულაც არ გკიდია?
123
10 სექტემბერი 2021 12:09
0
არაფერი ეშველება კოსმეტიკით, უნდა შეიცვალოს სტაფი, გადახალისდეს მაინც, ამ თაობას არაფერი ეშველება, მაგ. აბუჯანიას ვერ აუსწრაფებ აზროვნებას და მოძრაობას, უნდა მოიარონ ქვეყანა საჭირო ხალხმა, შეარჩიონ რეგიონების მიხედვით ფიზ. მონაცემების მიხედვით და მერე დაიწყონ მათთან მუშაობა, მშობლებთანაც საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგებიც ჩართონ, სწორი აღზრდი და მოტივაცია მენტალიტეტის გაჯანსაღებლად, სახელწიფომ, ფედერაციამ კონტროლი უნდა გაუწიოს, ასე მოხდა ბევრ ყვეყანაში და ამოქაჩეს დონე,
გუსანი
10 სექტემბერი 2021 11:30
0
მარტო საკუთარ თავს, რომ უსმენთ იმიტომ არის საქმე ცუდად. სხვასაც მოუსმინეთ და იქნებ მიხვიდეთ ჭეშმარიტებამდე.
აგერ მოიცალა კაცმა თქვენთვის და გაგიზიარათ სიბრძნე. არანაკ;ებ იმისა, რასაც სხვა საზოგადო საჭირბოროტო საკითხებზე მუდმივად გიზიარებთ ეკრანიდან. თქვენთვის ამბობს, თორემ თვითო დიდი ხანია იციას, ამიტომ მოუსმინეთ ყურადღებით და სრულად გაითვალისწინეთ.
თუ რამე ვერ გაიგეთ შეეხმიანეთ ფაისბუქზე და კითხეთ, უხერხული კი არ არი, არცოდნა - არცოდვაა. იმენ სიბრძნეს და სიახლეს მიიღებთ თქვენი თაობები ვერ დაამუშავებენ. თან უფასოდ, თეთრიც არ დაგეხარჯებათ.
ლევანი
10 სექტემბერი 2021 09:52
1
ბრავო მერაბ ყველაფერი თქვი რაც სათქმელი იყო... ობიექტური შეფასებაა, რომელიც უნდა გაიაზრონ თორემ მალე გიბლარტარის დონეზე ჩამოვალთ, თორემ ლუქსემბურგი აგერ ვხედავთ რას თამაშობს უკვე და მოლდოვას ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ყავს ...
ბექა
10 სექტემბერი 2021 08:45
1
არ გვინდა ბატონო ნაკრებში ეს ლეგიონერი ფეხბირთელები.თავი რომ მაგარი ტიპები ჰგონიათ და ნაკრებში გაბღენძილები დააბოტებენ. საქართველოს კლუბებში მოთამაშეებისგან შეიქმბას გუნდი და ამ სამარცხვინო ნაკრებს მაინც აჯობებს.
მე ქართველი ვარ.
10 სექტემბერი 2021 04:22
2
კარგი რჩევაა და გავიზიარებდი კიდევაც, მაგრამ თუნდაც ერთი ქართველი ფეხბურთელი მაინც ურჩიე, ვისაც 90 წუთი სირბილი შეუძლია....)))))
zaza
09 სექტემბერი 2021 23:49
2
თვითონ! საკუთარი მაგალითით დამტკიცა.
რას ვიზამთ, ახლა ასაკი არარ შეეფერება, მუხლი არარ მოსდგამს, მაგრამ აგერ საზოგადოებრივი აქტიურობით ამტკიცებს ამას - "სიტყვით" აქტიურობს.
პატიცემულმა აჯობებს ნახოს მეფე ერეკლეს ა სხვა ქართველ მეფეთა გადაწყვეტილებები და დარწმუნდება ეგ სენი ძველია და არ ახალი.

ვიცით ეგ ბატონო მერაბ, ვხედავთ და ვხვდებით. თქვენ ის გვითხარით სად არიად ასეთი ქართველები, ჭკუის რიგებას კონკრეტულის თქმა სჯობს
ლევანი
10 სექტემბერი 2021 12:05
0
ფეხბურთის როგორც გაგებაში მე არ ვარ ისე უკეთ ვითამაშებდი მე მაგალითად. უფრო ჟინით ვირბენდი და ბურთს თუ ვერ ავართმევდი ფეხებს მაინც ჩავულეწავდი ვინმეს. სამივე შეხვედრას ვუყურე და სუ იმის შეგრძნება მქონდა რატომ არ მირბიან იქ, რატომ არ არის იქ არავინ და ასე შემდეგ. არც ერთი მოთამაშე თავის ადგილას არ იდგა, არ იდგა იმიტოომ რომ ვერ მოძრაობდნენ და ვერ ითვისებდნენ იმ ადგილს რაც ებარათ. ლიხტენშტეინი, ლუქსემბურდი, ფარერები და გიბრალტარიც კი უკვე ისე თამაშობენ რომ ყველასთვის უხერხული მეტოქე გახდა, ეს ჩვენ კი იმის მაგივრად რომ ვისწავლოთ თამაში, პირიქით გვავიწყდება და ყველას გარანტირებული ქულები მიაქვს. არ ვიცი რა დავუძახოამას. უბრალოდ სამარცხვინოა.
ჯიჯი
09 სექტემბერი 2021 23:04
2
ეს ვინაა ეს პაპსავიკი ვითომ სანიოლს აკრიტიკებს თან სანიოლი არაა არაფერ შუაში ვითომ!!! ტიპმა 5 დებიუტანტი შეყარა და 4 ოფიციალური დაუნი მარტო 1 კაცი იყო ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელი!!!!!!!!! ეს არის სპეციალურად წაგებული თამაში ამდენი დაუნი საიდან გამოძვრა ამას რომ ვერ ხედავენ
Xx
09 სექტემბერი 2021 21:57
21
მართალს ბრძანებთ.
ამო
09 სექტემბერი 2021 21:12
5

სიახლეები პოპულარული