"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
გვაცალეთ ცოტაც და ლიგას იგებს ტორპედო ... ამ სიტყვებითაა ყველაფერი ნათქვამი . ქოცხროვის ზღაპრების კიდევ გჯერათ
კახა. კ უ ჭ ა ვ ა
12 სექტემბერი 2021 15:32
14
შენ რომ საქმის და არა ფულის საკეთებლად იყო მოსული ორ სკამს ,კონკრეტულად პარლამენტარობას თავს დაანებებდი მაგრამ მაგ შენ ნაშოვ მილიონებს გაფრთხილება და გაორმაგება ხომ უნდა ... კიდევ ვის გაუგონია მთავარ მწვრთნელს ფედერაციის შეტენილი თანაშემწე ყავდეს . ამიტომ თავი დაანებე დემაგოგიას და ფეხბურთელებზე ყველაფრის გადაბრალებას , სანამ შენ და შენი მოძველბიჭო კორუმპირებული საძმაკაცო იქნებით ფედერაციის სათავეში მანამდე სულ ამ წუმპეში ვიქნებით . არ დამიბლოკოთ გთხოვთ
დათო სიმართლე
12 სექტემბერი 2021 15:31
9
მოაშორეთ ეს ფულის მონა ფედერაციას!
888
12 სექტემბერი 2021 15:25
14
წადი ლევან, ორი კურდღლის დევნა ერთად არ შეიძლება!!!!!
გიო
12 სექტემბერი 2021 15:17
9
ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით... ამ თქვენს ნათქვამ ფრაზაში არის გასაღები. საქმეც ის არის რომ არ ვთამაშობდით თანაბარი შემადგრნლობით მინდვრის გადამწყვეტ ზონაში - ნახევარდაცვის საყრდენ ზონასი, ვინაიდან როგორც კოსოვოს, ისე ესპანეთს, ისე ბულგარეთ, ხოლო მანამდე ნიდერლანდებს, კიდევ უფრო ადრე კი ჩრდილო მაკედონიასა და სომხეთს ამ ზონაში მივლინებული ჰყავდათ დამატებით ორ-ორი ფეხბურთელი ხოლო ჩვენ ამის წინააღმდეგ რატომღაც კონტრპრესინგი არ ვითამაშეთ.
ნიკა
12 სექტემბერი 2021 15:15
1
რატომ არ თამაშობენ და უკვე პოლიტიკოსობაზე ფიქრობენ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12 სექტემბერი 2021 15:15
3
დათვლაც ცოდნია ! რას არ გაიგებს კაცი ! თურმე შერცხვა კიდეც, მაგრამ ჯერ ვერ გაწითლდა. ფედერაციის პირველ სამეულს გაწითლების უნარი არ გააჩნია. დანარჩენები წითლდებიან მათ მაგივრად ! ადამიანები კი, ცხოველებისგან მხოლოდ გაწითლების უნარით განსხვავდებიან .
დ.დ.
12 სექტემბერი 2021 15:02
7
ეს რომ სხვას უსაყვედურებს. ფულის მოტეხვის გარდა არაფერი იცო კობიაშვილო.
გიორგი
12 სექტემბერი 2021 15:01
9
კიტეიშვილი მაგალითად, ჩამოვიდა, მერე ტრამვა აღმოაჩინეს ,ახლა გავა და მონაკოსთან ითამაშებს ,ასეა სხვებიც ,მიდი კობი შენს გვერდით ვართ ,გაწმინდეთ ნაკრები უგულო მანთურქებისაგან , მაგათთვის ფულია სამშობლო და უფალიც .
დევკალიონი
12 სექტემბერი 2021 14:55
34
პირველუ გასაწმენდი კობიაშვილია.თევზი თავიდან ყარს ატივცემულო!
Giusha3232
12 სექტემბერი 2021 16:11
7
შენ გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე რომ არაფერს ამბობ?! თევზი თავიდან ყროლდება ბაბა. მთლად ყველაფერს ნაკრების ბიჭებს ნუ დააბრალებ შენც მოგეკითხება ეს შედეგები!!!!
ავჭალიდან
12 სექტემბერი 2021 14:54
6

სიახლეები პოპულარული