"ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა, კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს..." - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ოქტომბრის მოახლოებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"გასულ მატჩებში ბევრი რამ სხვაგვარად აჯობებდა. ყველას მეტი მომზადება მართებს, რათა უფრო შეკრული გუნდი ვიყოთ. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ როგორც ფეხბურთელებს, ასევე შტაბს, მეტი უნდა გაგვეკეთებინა. უახლოესი მატჩებისთვის ასეც უნდა შევძლოთ.

მოთამაშეები გვიბრუნდებიან - ოქრიაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია. შესაბამისად, უკეთესი შემართების იმედი მაქვს...

სექტემბერში არაერთი მოთამაშე გვაკლდა. ეროვნული ლიგიდან ბევრ ფეხბურთელს დავეყრდენი... რთულია "ლაციოს", "რომასა" და პრემიერლიგის გუნდების წევრების წინააღმდეგ თანაბრად ითამაშო, როგორც ეს კოსოვოს ნაკრებთან დაპირისპირების შემთხვევაში
იყო...

კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს. ასეთ დროს, იოლი არაა მენტალურად ძლიერად დარჩე. არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელთაც თერთმეთმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

მე და ხვიჩას ერთმანეთის საკმაოდ კარგად გვესმის. მას მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გვერდით ვუდგავართ...

ჩემი საქმე პატრიოტიზმის ამაღლება კი არა, შეხვედრისთვის მომზადებაა. ბიჭებს სამშობლოს სიყვარული არ აკლიათ, თუმცა არის მომენტები, როცა გულს რაღაც ძალიან უნდა, მაგრამ ფეხები არ მოგყვება...

ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვერდით გამოცდილი მოთამაშეები სჭირდებათ. ჩვენ საკმაოდ დიდი როტაცია მოვახდინეთ, რათა ალტენატივების მოძიება მომხდარიყო.

ვინც იმსახურებს, იმას დავეყრდნობი. ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა და ამ დროს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად იოლი არაა. მას გასულ მატჩებში ვენდეთ და ამის შემდეგ გუნდშიც უკეთ ათამაშდა...

ყაზაიშვილის არგამოძახებისას მხედველობაში როგორც მისი წინა სანაკრებო მატჩები, ასევე დიდი გზის გამოვლა, ბოლო საკლუბო შეხვედრები მივიღე...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა არაა. სექტემბრის თამაშების შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა, მაგრამ ეს გუნდში დარჩება."

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს საბერძნეთისა (9 ოქტომბერი) და კოსოვოს (12 ოქტომბერი) წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

altვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა




მკითხველის კომენტარები / 26 /
კარგი კაცი ჩანს ვილი, ასე მგონია ქართველია. ვაცადოთ და ნუ მოვექცევით მასაც ვაისივით. ჩვენზე მეტი ესმის ფეხბურთში და შეარჩევს შემადგენლობას როგორმე.
Semi
19:47 03-10-2021
4
გ. ჩაკვეტაძე ორი ტაიმისთვის ჯერ მზად არ არის. იმედია, ვილი სანიოლი სწორედ ათამაშებს. ფორსირება არ შეიძლება.
tngh
17:05 03-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული