"ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა, კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს..." - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ოქტომბრის მოახლოებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"გასულ მატჩებში ბევრი რამ სხვაგვარად აჯობებდა. ყველას მეტი მომზადება მართებს, რათა უფრო შეკრული გუნდი ვიყოთ. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ როგორც ფეხბურთელებს, ასევე შტაბს, მეტი უნდა გაგვეკეთებინა. უახლოესი მატჩებისთვის ასეც უნდა შევძლოთ.

მოთამაშეები გვიბრუნდებიან - ოქრიაშვილი, გვილია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია. შესაბამისად, უკეთესი შემართების იმედი მაქვს...

სექტემბერში არაერთი მოთამაშე გვაკლდა. ეროვნული ლიგიდან ბევრ ფეხბურთელს დავეყრდენი... რთულია "ლაციოს", "რომასა" და პრემიერლიგის გუნდების წევრების წინააღმდეგ თანაბრად ითამაშო, როგორც ეს კოსოვოს ნაკრებთან დაპირისპირების შემთხვევაში
იყო...

კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს. ასეთ დროს, იოლი არაა მენტალურად ძლიერად დარჩე. არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელთაც თერთმეთმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

მე და ხვიჩას ერთმანეთის საკმაოდ კარგად გვესმის. მას მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები გვერდით ვუდგავართ...

ჩემი საქმე პატრიოტიზმის ამაღლება კი არა, შეხვედრისთვის მომზადებაა. ბიჭებს სამშობლოს სიყვარული არ აკლიათ, თუმცა არის მომენტები, როცა გულს რაღაც ძალიან უნდა, მაგრამ ფეხები არ მოგყვება...

ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვერდით გამოცდილი მოთამაშეები სჭირდებათ. ჩვენ საკმაოდ დიდი როტაცია მოვახდინეთ, რათა ალტენატივების მოძიება მომხდარიყო.

ვინც იმსახურებს, იმას დავეყრდნობი. ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა და ამ დროს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად იოლი არაა. მას გასულ მატჩებში ვენდეთ და ამის შემდეგ გუნდშიც უკეთ ათამაშდა...

ყაზაიშვილის არგამოძახებისას მხედველობაში როგორც მისი წინა სანაკრებო მატჩები, ასევე დიდი გზის გამოვლა, ბოლო საკლუბო შეხვედრები მივიღე...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა არაა. სექტემბრის თამაშების შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა, მაგრამ ეს გუნდში დარჩება."

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს საბერძნეთისა (9 ოქტომბერი) და კოსოვოს (12 ოქტომბერი) წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

altვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა




მკითხველის კომენტარები / 26 /
კარგი კაცი ჩანს ვილი, ასე მგონია ქართველია. ვაცადოთ და ნუ მოვექცევით მასაც ვაისივით. ჩვენზე მეტი ესმის ფეხბურთში და შეარჩევს შემადგენლობას როგორმე.
Semi
03 ოქტომბერი 2021 19:47
4
"კაი კაცი" რა, სიძეთ ხო არ გვინდა, შედეგი დადოს მინიმალური.
kaxi
03 ოქტომბერი 2021 20:31
9
გ. ჩაკვეტაძე ორი ტაიმისთვის ჯერ მზად არ არის. იმედია, ვილი სანიოლი სწორედ ათამაშებს. ფორსირება არ შეიძლება.
tngh
03 ოქტომბერი 2021 17:05
1
სანამ ახალი ხალხი არ დაემატება ნაკრებს და ამ ძველი რულეტკის თამაშს არ შეეშვებიან, არაფერიც არ გვეშველება, ეგერ ებრალიძეს გოლი გოლზე გააქვს, სიჭინავაც არაა ცუდი, იქ ქოჩორაშვილია, იქ ბერიძე, ლაკვეხელიანი, პარუნაშვილი, სულ ფორმაშია, არ იმტვრევა, მით უმეტეს საყრდენი არ გვყავდა. ბევრი ქართველი უცხოური პასპორტებით თამაშობენ. არ მუშაობს ფედერაცია არაა, უნიჭო ფულის კეთებაზე არიან გადასული, თორე, ამდენი იგროკი გყავს ნორმალურ ლიგებში და ბათუმის დინამო გაგყავს ესპანეთთან და კოსოვოსთან მოსაგებ თამაშში? ჯერ რა წესია, მწვრთნელი მოგყავს, ტონა ფულს უხდი და წინასწარ ვერ მოგებაზე უთანხმდები? აბა რაარის მესამე ადგილი. ესე იგი, არ უნდა გახვიდეო რააა, წინასწარ ურიგდები გავარდნაზე. ასეთი არაფერი არ მინახავს, არც გამიგია. სად ვცხოვრობთ, ვინ დაგვწყევლა ასე, რა ცოდვა გვაქვს ასეთი. ახლა კია სასტავი ასე თუ ისე და რავიცი , ოქრის თუ ჩასვამს კიტეიშვილის ნაცვლად შემტევ საყრდენად ალბათ. ან წიტას. ვნახოთ. ნიჩია მაინც ეთამაშათ კოსოვოსთან.
აოიე
04 ოქტომბერი 2021 01:56
11
სად ოქრი სად საყრდენი
Jarji
04 ოქტომბერი 2021 21:44
0
ფეხები რომც მოყვებოდეს ტვინი სიცარიელიდან ვერ გაჩნდება ( საფეხბურთო ინტელექტს ვგულისხმობ )
ნიმბუსი
03 ოქტომბერი 2021 18:41
0
ახლა რქ აზრი აქვს ორივე თამაში 10-0 რო მოიგოთ რა აზრი აქვს,უნდა გაგვიხარდეს?
ახალ ციკლში ჩამოვა ფარერები გაგვადინამოვებს შუაზე და მერე იძახებთ იმათი ბიჭები დანიის გემებზე მუშაობენ მეთევზეებად და იმიტო მოგვიგესო,დანიურ გემებზე როა ისეთი პირობები რო გვქონდესო და ა.შ.
Levani
03 ოქტომბერი 2021 18:39
3
იქნებ როგორმე, ზამთრის არდადეგებამდე, ჩაკვემ ტრამვა არ გაიმიზეზოს და სულ არ მინდა ჯერ მაგის 90 წუთით თამაში. მთავარია გაზაფხულამდე უტრამვოდ გაქაჩოს როგორმე და მერე ითამაშებს აბა რას იზამს ბოლობოლო.
ლევან მაღლაკელიძე
03 ოქტომბერი 2021 17:45
0
მაყურებელს დაუშვებენ თუ იცით?

სამ ქულიანის დროა!
გიორგი გორგაძე
03 ოქტომბერი 2021 21:08
1
მიქაუტაძემ დღეს მაგრა ითამაშა. ჰეთთრიკი მოხია. კიდე 2 გოლი გაანიავა
გენა
03 ოქტომბერი 2021 19:43
0
ის რომ ფეხბურთელები არ გვყავს მე ვფიქრობ არის გადაჭარბებული.
გვყავს საკმარისად კარგი მოთამაშეები, რომლებზეც კარგმა მენეჯერმა, მწვრთნელმა და ფედერაციამ უნდა დადოს ნორმალური შედეგი.

1 - მიქაუტაძე
2- კვარაცხელია
3- ჩაკვეტაძე
4- წიტეიშვილი
5- კიდეიშვილი
6- ლორრია (მეკარე)
ასე რომ 6 კარგი მოთამაშე ძირითადის მე ვფიქრობ არ არის ცოტა.
დავამატოთ რომ კანკავა და კაშიაც ასრულებენ კარგად თავის საქმეს.
las
04 ოქტომბერი 2021 08:51
17
ეგ საკმაოდ "კარგი" ფეხბურთელები სად თამაშობენ მერე?! ჭ გუნდებში
gio
04 ოქტომბერი 2021 14:56
1
გვყვავს ახალგაზრდა ტალანტები. წარმატებები წინ არის... ველოდები!!!
tngh
04 ოქტომბერი 2021 16:40
0
ყველა გამოხმაურება
Miqautadzes pokerze cotaadkldaaaaaaa
Mosexoneli
03 ოქტომბერი 2021 19:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული