შემტევები კარგ ფორმაში - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩების წინ

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები მოახლოვდა, ფეხბურთელებმა უკანასკნელ უქმეებზე ითამაშეს და ეროვნულ ნაკრებებს შეუერთდებიან. ვილი სანიოლი ოპტიმალური შემადგენლობით თამაშს ისევ ვერ ახერხებს -  "ჯვაროსნებს" ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა.

გოლები

საქართველოს ნაკრების ამპლუებზე საუბარს შეტევის ხაზით დავიწყებთ. სექტემბრის შეხვედრებში ხვიჩა კვარაცხელიას, ოთარ კიტეიშვილისა და საბა ლობჟანიძის არყოფნამ გუნდზე სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა. სამწუხაროდ, "შტურმის" ნახევარმცველი ისევ საკმაოდ დიდი ხნით გამოგვაკლდა, მაგრამ შევსება მაინც სოლიდური გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ წინა ხაზის ფეხბურთელების სათამაშო ფორმა ახლა გაცილებით დამაკმაყოფილებელია.

გიორგი მიქაუტაძეს "მეცში" დაბრუნებამ გარკვეული დრო დააკარგვინა,
რაც მის თამაშზეც აისახა. "სერენის" ფორვარდმა გატანა ისევ დაიწყო, ბოლოს ჰეთ-თრიკი შეასრულა და მშვენიერ ხასიათზეა. ის ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად უნდა ჩამოყალიბდეს (რაც გასულ მატჩებში არ იყო), ამან კი ნაკრებშიც უფრო შედეგიანი უნდა გახადოს.

საბა ლობჟანიძე კლუბში ძალიან პროდუქტიულია. მასზე ქართველ გულშემატკივრებში დიდი მოლოდინებია, რის გამართლებაშიც სექტემბერში ხელი ტრავმამ შეუშალა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ჰათაისპორის" ფეხბურთელს შეტევითი პოტენციალი ნაკრებში ნაკლებად გამოუმჟღავნებია. სანიოლის პერიოდში ის ფლანგზე ბევრს შრომობს, დაცვასაც ეხმარება, თუმცა გოლითა და საგოლე პასით ვერ გამოირჩევა. იმედია, ახლა ვითარება ისეთივე იქნება, როგორსაც თურქეთის სუპერლიგის შეხვედრებში ვხედავთ.

ნაკრებში ბოლო მომენტში დამატებულმა გიორგი ქვილითაიამ კლუბში გაიტანა, თუმცა მისი გასული თამაშებით უკმაყოფილო როგორც მთავარი მწვრთნელი (რომელიც მას თავდაპირველად არ ენდო), ასევე გულშემატკივრები დარჩნენ. თუკი გიორგის შანსი მიეცემა, მოუწევს დაამტკიცოს, რომ მეტი შეუძლია.

გასულ მატჩებში ზურიკო დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო. მართალია, კლუბში წარმატებული პერიოდი არ აქვს, თუმცა სანაკრებო შანსს ისევ დაელოდება და მსგავსი მონდომება თუ გამოამჟღავნა, ამან შედეგი (ისევ) უნდა მოიტანოს.

გიორგი წიტაიშვილი ნაკრებს კარგად მოერგო და იმედია, ეს მისი მარგი ქმედების კოეფიციენტზეც შესაბამისად აისახება.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძე და კვარაცხელია

ყველას სურვილია, საუკეთესო ფორმაში მყოფი ეს ორი მოთამაშე მოედანზე ერთდროულად იხილოს, რაც ასე რთულად მიღწევადი გახდა.

ახლა ხვიჩა იდეალური კონდიციებისგან შორსაა, თუმცა იქნებ სანაკრებო შეხვედრები იყოს ის, რაც მას ჩვეულ თავდაჯერებასა და ლიდერობის უნარებს დაუბრუნებს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძემ სეზონში საუკეთესო შეხვედრის შემდეგ ჯერ ტრავმა მიიღო, უკანასკნელ ტურში კი გააძევეს. ის სანიოლს მაინც უფრო ცვლილებაზე წარმოუდგენია, 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა, თუმცა ნაკრებში ნდობამ "ჩაკვეს" აშკარად დადებითი განწყობა შეუქმნა - კლუბშიც მეტად ათამაშდა.

მეკარეებში გაუარესებული ვითარება


წინა შეკრებისგან განსხვავებით, მეკარეების ფორმის მხრივ გარკვეული რეგრესი გვაქვს - გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" ძირითადი კიპერობა დაკარგა, მშვენიერ ფორმაში მყოფი გიორგი ლორია კი ბოლო დროს ნაკლებად დამაჯერებელია. "ანორთოსისის" კიპერი ნაკრების მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მისი იმედი მოახლოებულ შეხვედრებშიც გვაქვს.

თუკი სანიოლმა წინა ტენდენციები განაგრძო, არც ისაა გამორიცხული, რომელიმე (უფრო მეორე მატჩში, სტუმრად კოსოვოსთან) შეხვედრაში ლაზარე კუპატაძესაც დაეყრდნოს.

კაშიას გარეშე

საბერძნეთთან შეხვედრაში ნაკრებს გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე დააკლდებიან.

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძეს, როგორც იქნა, თამაშის შესაძლებლობა ეძლევა და გოლის გემოც გაიხსენა. საუკეთესო ფორმაში მყოფი "კრაკოვის" ფლანგელი, რომელიც თამაშს აცოცხლებს, სანიოლის გუნდს ძალიან სჭირდება.

ლაშა დვალი ახლახან დაბრუნდა, თუმცა მაინც შესაძლებელია, შანსი მიიღოს. ფრანგი მწვრთნელის სადებიუტო შეხვედრებში ის მშვენივრად გამოიყურებოდა. გურამ გიორბელიძეს, როგორც იქნა, თამაშის საშუალება მიეცემა, თუმცა მისი დრეზდენის "დინამო" ცუდ ფორმაშია.

დავით ხოჭოლავას კლუბში კვლავ კარგი პერიოდი აქვს. მას სექტემბრის სანაკრებო მატჩები ჩაუვარდა. "კოპენჰაგენის" ფეხბურთელის მიმართ მოთხოვნა გაზრდილია და მისგან მეტ დამაჯერებლობას ველით. საქართველოს ნაკრებში კვირკველია-კაშიას დუეტი აშკარად გამორჩეული იყო და მის შემდეგ ცენტრალური დაცვის კუთხით პრობლემებმა აშკარად მოიმატა.

ძველი კადრები ნახევარდაცვაში

ვაკო გვილიასა და ნიკა კვეკვესკირის ცუდი ფორმის გამო მათ გასულ მატჩებში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცათ და ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ექსპერიმენტებს მიმართა, რომელიც ჩავარდა. ახლა კი გამოცდილი მოთამაშეები ისევ "ჯვაროსნების" რიგებში არიან. როგორც კოსოვოსთან, ასევე ესპანეთთან და ბულგარეთთან დაპირისპირებებში ჩვენი ნახევარდაცვა კრიტიკას ვერ უძლებდა და რაღაც აშკარად შესაცვლელია.

გიორგი აბურჯანიამ თითქოს ფორმა დაიბრუნა და გოლიც გაიტანა, თუმცა "ჟილ ვისენტეში" ისევ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს - სანაკრებო შეხვედრების მერე გამართულ 4 ტურში მხოლოდ 25 წუთი ითამაშა, უკანასკნელი ორი თამაშისას კი საერთოდ არ გამოჩენილა.

Sportall.Ge

ნაკრებში დაბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და თუკი მისი დღეა, ყველაფერი შეიძლება გამოუვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო ამბებში კარგი მდგომარეობა არ აქვს და ბოლო შეხვედრაში გააძევეს კიდეც.

საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა ზოგადი მდგომარეობა ასეთია, შეკრების დაწყების შემდეგ კი სანიოლისთვისაც უფრო მეტი გაირკვევა. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა 25-მდე გაიზარდა

alt"ჩაკვეტაძეს 2 წლამდე გაუცდა,კვარაცხელიას უამრავი სირთულე აქვს..." - ვილი სანიოლის პრეს-კონფერენცია

altკვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

altიძულებითი ცვლილება ნაკრებში - სანიოლმა "კიტე" ფორვარდით ჩაანაცვლა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლობჟანიძე ნაკრებში ძაან ნაყოფიერად მუშაობს საგოლე პასი და გოლი არ გაუტანია მაგრამ ესპანეთის ნაკრებთან ცენტრთან პასი მისცა კიტეიშვილს და კვარას უკვე საჯარიმოში ეხანებოდა კვარამ გოლი გაიტანა ეს არავინ აღნიშნა რატომგაც არადა სულ თავისუფლად შეგიძლიათ ჩანაწერი ნახოთ და დადოთ თუნდაც მაგრმა უკვე გვიანია ეგა ცუდი ✌
ემიგრანტი
04 ოქტომბერი 2021 22:22
1
ფეხბურთის ცოტათი მაინც აზრხე ვინც არის, ის მიქაუტაძეზე წინ ქვილითაიას როგორ დააყენებს?!
კაი რა
04 ოქტომბერი 2021 20:16
0
ფეხბურთის ცოტათი მაინც აზრხე ვინც არის, ის მიქაუტაძეზე წინ ქვილითაიას როგორ დააყენებს?!
კაი რა
04 ოქტომბერი 2021 20:05
0
ქვილითაია არ დააყენოთ რა, დიდი დიდი ბოლო 2 წუთი ათამაშონ სტატისტიკისათვის, არ შეიძლება რამე ბანერები გაკეთდეს და სანიოლის წინ დაყენდეს ფრანგულ ენაზე? ვინც ქვილითაიას გოლი ნახა დამერწმუნებით, რომ ეგ არ იყო მისი გოლი ბურთი ისედაც გადიოდა კარებში, ტიპს რაზვალი აქ კარში რომ არტყამს მეტოქე აუტს აწვდის. კარგით რა რა ქვილიტაია კაი ხასიათზეა
gg
04 ოქტომბერი 2021 17:34
1
ნაკრებში ბევრი ახალგაზრდაა... 2024 წლისათვის ჩვენ კარგი გუნდი გვეყოლება. იმედი მაქვს წარმატებები წინ არის!!!
tngh
04 ოქტომბერი 2021 16:37
4
ყოჩაღ ჟორჟ! ერთი ჰეთრიკი შენზეა ნაკრებშიც
Michael
04 ოქტომბერი 2021 16:05
0
ღვთისავარ, ოქრიაშვილი და ლობჟანიძე რამდენს გიხდით?
150-ის მძღოლი
04 ოქტომბერი 2021 15:09
25
ერთი ანეკდოტი გამახსენდა: შე შოფერო, შოფერო და კიდევ ერთხელ შოფერო!!!
05 ოქტომბერი 2021 14:14
0

სიახლეები პოპულარული