ლობჟანიძე: 100 პროცენტით მზად ვარ და სექტემბრის მატჩები უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის სამზადისს შეუდგა, nakrebi.ge-სთან კი კომენტარი "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა:

"ტრავმა აღარ მაწუხებს და 100 პროცენტით მზად ვარ, ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. დღეს პირველი ვარჯიში გავმართეთ. ძალიან კარგი განწყობით ვემზადებით უახლოესი მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ სექტემბრის თამაშები უნდა დავივიწყოთ და სრულად მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ.

საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ნაჩვენები დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად, ძალიან გვსურს, გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ".

ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გა
დაცემა გააკეთა და საწყისი 8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძაან მაგარი ხარ ლობჟანიძე ტოპ5 ჩემპიონატში გვინდა რომ გიხილოთ ამის ყველანაირი მონაცემები გაქვს ყველა ქართველის თამაშ უყურებ ერთდროს თუ არ დაემთხვა კვარას დეპრესიიდან გამოსვლა და იმედია ნაკრებში უმაგრესი კვარა იქნება როგორც ყოველთვის წარმატებები ❤❤
ემიგრანტი
22:16 04-10-2021
2
ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ცხოვრებას აქვს თავის ლოგიკა. სანამ ქვეყანას არ ეშველება, იქ არც ფეხბურთს ეშველება და არც არაფერს. შეიძლება აქა-იქ რაღაც გაარტყა, მაგრამ ეს ხდება გამონაკლის შემთხვევაში. სამწუხაროდ ასეა
ნეტა ვცდებოდე
23:11 04-10-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული