ლობჟანიძე: 100 პროცენტით მზად ვარ და სექტემბრის მატჩები უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის სამზადისს შეუდგა, nakrebi.ge-სთან კი კომენტარი "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა:

"ტრავმა აღარ მაწუხებს და 100 პროცენტით მზად ვარ, ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. დღეს პირველი ვარჯიში გავმართეთ. ძალიან კარგი განწყობით ვემზადებით უახლოესი მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ სექტემბრის თამაშები უნდა დავივიწყოთ და სრულად მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ.

საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ნაჩვენები დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად, ძალიან გვსურს, გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ".

ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გა
დაცემა გააკეთა და საწყისი 8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემი ძირითადი ასეთია:ლორია,
გიორბელიძე(აზაროვი)დვალი, ხოჭოლავა, კაკაბაძე
კვეკვესკირი (აბურჯანია) კანკავა (გვილია)
კვარა, ჩაკვე(დავითაშვილი), წიტაიშვილი(საბა)
მიქაუტაძე

შემცველები პირობითია აქ და თამაშიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
მინდია
12:49 05-10-2021
2
მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყონ შემტევებმა: მარცხვივ კვარამ, ათიანზე ჩაკვეტაძემ, მარჯვნივ წიტეიშვილმა და წინ ცხრიანზე რა თქმა უნდა მიქაუტაძემ, ამათ შეუძლიათ ბურთის დაჭერა და თამაშის გაკონტროლება, საბას კოზირი სისწრაფეა და ალბათ ბოლო 20 წუთშია შესაყვანი მარჯვენა ფლანგზე და ვის ნაცვლად ამას თამაში აჩვენებს, ან წიტაიშვილი უნდა შეცვალოს ან დაღლილი ჩაკვეტაძე და ამ შემთხვევაში კი ათიანზე წიტაიშვილი უფრო ივარგებს.
მინდია
12:40 05-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული