ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ეროვნული ნაკრების მატჩებზე გულშემატკივარი დაბრუნდა!

AutoSharing Option
9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა", - განაცხადა ღიბრაძემ.

წყარო: interpressnews