ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

უცხოური მედია საქართველოსა და საბერძნეთის მოახლოებულ დაპირისპირებაზე წერს

AutoSharing Option
საქართველო-საბერძნეთის მოახლოებულ დაპირისპირებაზე Footballwhispers-ი წერს:

"მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, ბოლო ადგილს იკავებს, საბერძნეთი კი ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია (როცა ესპანეთმაც წააგო) და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბათუმშიც დადებით შედეგს მიაღწიონ.

1999 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ბერძნების ყველა სტუმრობა გამარჯვებით დასრულდა. საერთოდ, მათ წინა 8 შეხვედრიდან ექვსში გაიმარჯვეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, სტუმართა წარმატება ლოგიკური იქნება.

როგორც წესი, გუნდები ერთმანეთისთვის გოლების გატანას ყოველთვის ახერხებენ და შაბათსაც მსგავსი მოლოდინებია. საბერძნეთის ნაკრებისთვის
2:1 პოპულარული ანგარიშია. მათ გასულ ტურში შვედებიც ასე დაამარცხეს."

შეგახსენებთ, შეხვედრა 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

altიაშვილი: "მიზანი 3 ქულაა" - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altსანიოლმა მიქაუტაძეს, ხოჭოლავასა და ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მისცა

ასევე დაგაინტერესებთ