საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო.

ოქტომბრის საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, 7 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ბოლო ვარჯიშს გამართავს და ჩარტერული რეისით ბათუმში გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

​მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი,
პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს "ბათუმი არენაზე" შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
სული და გული დადეთ ბრძოლის ველზე, სირცხვილი რომ ჩამორეცხოთ ქართულ ფეხბურთს... თუნდაც მცირედი
ირაკლი
06 ოქტომბერი 2021 21:13
2
ბოლო ვარჯიშზე კიდევ ვინმე ხომ არ დაასახიჩრეთ? ყველა ჯანმრთელად არის? :))
გრიზლი
06 ოქტომბერი 2021 22:12
0
სამწუხაროდ,არაფრის იმედი აღარ მაქვს,განსაკუთრებით კოსოვოსთან!ალბათ ბერძნებთან ქულა თუ ავიღეთ,თუმცა ეგეც სათუოა…მოკლედ ფსკერზეა ქართული ფეხბურთი,სამწუხაროდ!
!!!
07 ოქტომბერი 2021 04:43
1
ესენი სირბილს, თუ ეხლა სწავლობენ,კარგად ყოფილა ჩვენი საქმე...
კ ო მ ბ ლ ე
07 ოქტომბერი 2021 00:10
2
ერთ საათში რა მოასწრო ვილიმ საინტერესოა
გიორგი გორგაძე
07 ოქტომბერი 2021 00:05
0
ერთი აზრი მაქვს მეგობრებო და თუ უმრავლესობა დამეთანხმებით იქნებ სფფ-საც მივმართო ინიციატივით. მაგალითად, თამაშის წინ, როცა ჩვენი ნაკრები დადგება ჰიმნის მოსასმენად, ჰიმნის ნაცვლად ჩავრთოთ ის ცნობილი სიმღერა _ აარც მოლოდინი, აარც იმედებიი, წაარსულმა სუულ თან წაიღოო...
ჩუმი დეპუტატი
07 ოქტომბერი 2021 10:04
1
თუ იმას იტყვით რასაც ფიქრობთ საინტერესო აღარ იქნება
შოკირებული გულშემატკივარი
06 ოქტომბერი 2021 22:50
0
ხელში გვირილა მიჭირავს, ვუყურო, არ ვუყურო, ვუყურო, არ ვუყურო... არ ვუყუროზე გაჩერდა, მაგრამ გული არ მითმენს. ახლა მეორე გვირილა ავიღე, გულს დავუჯერო, გვირილას დავუჯერო, გულს, გვირილას... გვირილაზე გაჩერდა. მაგრამ რა ვქნა, ეს ოხერი, მაინც უნდა ვუყურო.
ნერვებდაწყვეტილი
07 ოქტომბერი 2021 11:43
0
იმედია ირბენენ მაინც....
rezi
07 ოქტომბერი 2021 10:22
0
კი, თამაშის მერე, გასახდელისკენ.
ქომაგი
07 ოქტომბერი 2021 14:54
1
ლორია,კაკაბაძე დვალი ხოჭოლავა აზაროვი კანკავა კვეკვესკირი წიტეიშვილი კვარა ჩაკვე მიქაუტაძე.
კახა ქ.
07 ოქტომბერი 2021 07:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული