ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ბათუმში ჩაფრინდა და ხვალ "აჭარაბეთ არენაზე" ივარჯიშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ, 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში, ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრები "ბათუმი არენაზე" პირველ ვარჯიშს 8 ოქტომბერს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საბერძნეთთან შეხვედრას წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.

8 ოქტომბრის განრიგი

17:00 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30
- საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:15 - საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 - საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს "ბათუმი არენაზე" შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ