კაკაბაძე: უკმაყოფილება იყო და შეგვიძლია ხვალ ყველაფერი გამოვასწოროთ

AutoSharing Option
საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:

„ნაკრების რიგებში თამაში ყოველთვის ძალიან სასიხარულოა. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა უკანასკნელ ტურში გოლს გაიტან და ისე გამოემგზავრები. გასაგებია, რომ გასული მატჩების შემდეგ უკმაყოფილება იყო. ყველას ესმის, რომ უფრო მეტი გვსურს და გვჭირდება.

მაშინ საკმაოდ დიდი დანაკლისი გვქონდა. ახლა ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ბათუმში გულშემატკივართა თვალწინ პირველად ვითამაშებთ. მოტივაცია დიდია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერი გამოვასწოროთ“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაფერს მაშინ გამოასწორებთ ევროპაზე ან მსოფლიოზე თუ გახვალთ, თუ მოიგეთ ჩვენთვის იქნება უბრალოდ რიგითი კარის გაჯახუნება.
სსს
12:02 09-10-2021
0
თქმა ადვილია,გაკეთება ცოტა უფრო ძნელი.აბა თქვენ იცით.ჩვენი დაცვისა ყველაზე მეტად მეშინია.ბათუმში დღეს ისეთი ტრაგედია დატრიალდა,ვალდებულები ხართ,ყველაფერი გაიღოთ გამარჯვებისათვის.არ ვიცი შეიძლება თუ არა,მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე სწორი,გლოვის გამოცხადება და თამაშის გადადება იქნებოდა.
სოსო
18:57 08-10-2021
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული