სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
ამ შედეგიდან გამომდინარეც უკვე გასაშვებია მწვრთნელი 1 მოგება 1 ფრე და 7 წაგება ეს არის კატასტროფა ნებისმიერი ნაკრებისთვის ზოგიერთები რომ წერენ ვაცადოთო რაღაა უნდა აცადო თამაშის ხარისხი კატასტროფა შედეგი კატასტროფული და აშკარად უმოტივაციო ნაკრები მწვრთნელი რაზეც არის პასუხისმგებელი ყველაფერში ჩააფლავა უკვე ამ კაცმა და მეტი რაღა უნდა აცალო?
სომხეთის ნაკრებში კაპაროსის შედეგიც შედეგია და სანიოლის შედეგიც შედეგია?
თუ ერთი მხითარიანია მთელი სომხეთის ნაკრები დანარჩენები იმაზე დაბალი კლასის ლიგებში თამაშობენ ვიდრე ჩვენები ჩვენი ბევრი ფეხბურთელი უკეთეს ჩემპიონატში თამაშობს ვიდრე სომეხი ფეხბურთელების აბსოლიტური უმრავლესობა.
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 23:46
0
ორი მწვრთნელი ვიცი , რომლებიც ყველას დამნაშავედ თვლიან საკუთარი თავის გარდა
ერთი ეს და მეორე ცხადაძე !
მიზეზები არ ელევათ ამ უვარგისებს !
ვახო
09 ოქტომბერი 2021 23:43
11
და რას ამბობს არასწორს?
???
10 ოქტომბერი 2021 01:20
1
ოოო მოდი რა თუ ძმა ხარ მწვრთნელის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა რაა,ვინც გინდა ამთ მოუყვანე ძმაო ვერ აათამასებ ამათ ვერააა ფოკუზნიკი უნდა მართლა ამათ გაიგეთ რა კაცო ვახ.ვინც გინდათ მოიყვანეთ.
გეგი
10 ოქტომბერი 2021 00:25
6
მწვრთნელი არის პასუხისმგებელი შედეგზე და ნაკრების თამაშზე მე როგორც მახსოვს ფედერაციამ სანიოლს დაუსახა პროგრამა მინიმუმი მე 3 ადგილი ჯგუფში მე 3 ადგილი უკვე შეუძლებელია მაგრამ მე 4 ადგილის თეორიული შანსი კიდევ გვაქვს თუ გასვლაზე კოსოვოს მოვუგებთ რაც ძალიან საეჭვოა და მიზერულია ამის შანსი იმ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე რაც წინა შეხვედრებში ვაჩვენეთ და თუ კოსოვოსთან წავაგებთ ან ფრეს ვითამაშებთ ფაქტობრივად გავფორმდებით ბოლო ადგილზე ჯგუფში.
მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვთლი რომ ბოლო 2 თამაშიც უნდა ვაცალოთ და შევხედოთ იქნებ რამე პოზიტივი დავნახოთ მაგრამ თუ კოსოვოსთანაც იგივე თამაში იქნება რაც ბოლო თამაშები იყო მაშინ მე პირადად ნამდველად აღარ დაველოდები შვედეთის აქ ჩამოსვლას და ჩავთლი რომ გასაშვებია ეს კაცი აშკარად სუსტი მწვრთნელია გამოუცდელი ასე ჩანს ახლა ყოველშემთცევაში.
giorgi
09 ოქტომბერი 2021 23:42
4
Qecba rom izaxda mesebi ar gvyavso erti ambavi atexet esec igives ambobs xom xedavt, gava kide dro da qecba mixvdebit dasafasebeli pirovnebaa, profesionali
Juve
09 ოქტომბერი 2021 23:38
2
შენს თავს რატო არ აკრიტიკებ? ლობჟანიძეს რო არ მიზდის თამაში ამის დანახვა და გამოსწორება ძნელია? წიტაიშვილმა რა გააკეთა ისეთი როარ მოგეწონა?აბუჯანია ზაპაროჟეცი როა ვერ ხედავ? ჯერ ისე ვერ დარბის და 90წუთს რო ათამაშებ მერე ათამაშებდა? ოქრიმ რა ქნა ასეთი? 85 წუთზე ჯარიმა კარში როარ დაერტყა საჯარიმოს მისადგომებთან კვარა სულ მარტო იყო დაეგორებინა და რაიცი რა მომხდარიყო... ძაან აგვიანებ ვილი შეცვლებს და არაფერი ეტყობა თამაშს ისეთი რო რამე ტაქტიკით თამაშობს... წადით შეგვეშვით რა
რომა
09 ოქტომბერი 2021 23:36
5
ჯიგარო ეს წიტაიშვილი რო არც სასტარტოში დააყენე და არც მერე შემოიყვანე რას ნიშნავდა ნეტა! რისთვის მიეცით იმ ბიჭს პასპორტი რო კარიერა გაუფუჭოთ?
ლადო
09 ოქტომბერი 2021 23:26
2
თავმოყვარეობა როცა არა გაქვს, რას იცავ? ბურთს თუ არ დაარტყამ, კარში თავისით არ შეფრინდება. განსხვავება არ ყოფილა და ტყუილად თავს ნუ იტყუებ.ბოლო თამაშებში გვამბურთს ვთამაშობთ
????
09 ოქტომბერი 2021 23:25
0
გუნდის კაპიტანი რო ერთს მაინც ვერ დაუღრიალებს ან სულ მცირე შენიშვნასაც ვერ ეტყვის ვერცერთს დამთავრებულია საქმე.არ უნდა არ უნდათ ერთმანეთთან პრობლემები დაძაბულობა.ყველა თავისთვის დარბის თუ დადის არარის ერთიანობა არც მოედანზე და არც მის გარეთ!
დათო
09 ოქტომბერი 2021 23:23
0
სანიოლი საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლით არაფერს არ კარგავდა ის ისედაც უმუშევარი იყო ბორდოს მწვრთნელი იყო ცოტახანი არც იქ ქონდა კარგი შედეგები და მერე 3 წელი საერთოდ არსად უმუშავია ფაქტიურად გამოუცდელი მწვრთნელია რომელმაც კარიერის დასაწყისშივე დანება მწვრთნელობას თავი მე როცა დაინიშნა მაშინაც მოულოდნელი იყო ჩემთვის და მაშინ ვთქვი რომ თუ სომხეთს ნაკრებს შეუძლია მოიყვანოს კაპაროსი რომელსაც წლები აქვს ნამუშევარი ლალიგაშ და კოლოსალური გამოცდილება აქვს დაგროვლი და მაღალი კლასის მწვრთელია ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ანალოგიურის გაკეთებათქო მაგრამ მაშინ ყველა წერდა ვაცალოთ ვაცალოთო ხოდა აი ბატონო გაიარა 9 თამაშმა თუარ ვცდები მე 9 თამაში იყო და ამ 9 მატჩიდან 7 წავაგეთ 1 მოვიგეთ და 1 ფრე დავასრულეთ ეს თუ მისაღები შედეგია ფედერაციისთვის მაშინ ძალიან არაპროფესიონალები არიან თავიანთი საქმის მე ვერ ვხდები ლოგიკას ასეთი წარუმატებელი მწვრთნელის დატოვების ეროვნულ ნაკრებში.
გურამო
09 ოქტომბერი 2021 23:17
1
არანაირი შემტევი ფეხბურთი სანიოლა წადი რა.
Lasha
09 ოქტომბერი 2021 23:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული