სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
გუნდის კაპიტანი რო ერთს მაინც ვერ დაუღრიალებს ან სულ მცირე შენიშვნასაც ვერ ეტყვის ვერცერთს დამთავრებულია საქმე.არ უნდა არ უნდათ ერთმანეთთან პრობლემები დაძაბულობა.ყველა თავისთვის დარბის თუ დადის არარის ერთიანობა არც მოედანზე და არც მის გარეთ!
დათო
09 ოქტომბერი 2021 23:23
0
ჯიგარო ეს წიტაიშვილი რო არც სასტარტოში დააყენე და არც მერე შემოიყვანე რას ნიშნავდა ნეტა! რისთვის მიეცით იმ ბიჭს პასპორტი რო კარიერა გაუფუჭოთ?
ლადო
09 ოქტომბერი 2021 23:26
2
დამეთანხმეთ ან არა:
1. ლორიამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, აჯობებდა მამარდაშვილის დაყენება;
2. ფალნგენზე შეტევისასა მეტოქე სულ უპირატესობებს ქმნიდა;
3.მწვრთნელის მოსაზრებტ დაცვამ გამოასწორაო -უბრალოდ თავს იტყუებს;
4.შეტევების დაწყებისას ყველა ჩვენი პასი, კომბინაცია მარტივად იკითხებოდა;
5.მიუხედვად დიდი პატივისცემისა კანკავამ თავი ამოწურა, მხოლოდ უკან აკეთებს პასებს და აფერხებს გუნდს, მიუხედავად თამაშის ჟინისა;
6.კაკაბაძე ხშირად უშვებს უპატიებელ შეცდომებს. ბურთს წაიღებს და აბარებს მეტოქეს;
7.კვარაცხელია-ჩაკვეტაძეს ტანდემი ადვილად გაანეტრალეს, არა საკმარისი კომუნიკაცია თამასისას;
8.გიორბელიძეს ძალიან ხშირად პასები ჩაუჭრეს;
9.კომბინაციური, ტაქტიკური მონახაზი გუნდს არ გააჩნია;
10. სანიოლის კვალიფიკაცია ეჭვს იწვევს გუნდი გამართულს კი არა მასთან მიახლოებულ ფეხბურთსაც არ აჩვენებს;
11. შეცვლებიც კი უაზროდ დააგვიანა, მგონი ფეხბურთელების ამოჩემება ჩვევია მწვრთნელს;
12.ფედერაციაში საფეხბურთო ინტელექტის მწვავე დეფიციტია და ეს სამწუხაროდ ნაკრბზე აისახა ძალიან;
13. პოზიტივია არის ის,რომ კომენტატორებმა თქვეს სიმართლე საჯაროდ!
ქომაგი
10 ოქტომბერი 2021 08:22
2
ირბინეთ ბიჭოოოოო, ირბინეეეეეთ. მიდით ბურთთან ბოლომდე, რომ იცი რომ ვერ მიუსწრებ, მაინც მიდი ბოლომდეეეე, ვისთვის ან რისთვის ზოგავთ ენერგიას, რა ჯანდაბად გინდათ თუ არ ითამაშეთ. შეხვდით, ჩაუხტით, არ ამოასუნთქოთ, ირბინეთ. მონდომება და ჯიგარია საჭირო, სად ჯანდაბაში დაკარგეთ, რა მოგივიდათ, რამ გაგაჩანაკათ ასე? დღეს ხომ შეიძლებოდა მცირე სიხარული მოგენიჭებინათ. დაშოკილია გუშინდელი ტრაგედიით ხალხი, უბედურება დაგვატყდა თავს და თქვენ როგორ არ უნდა შეეცადოთ მაინც ამ ყველაფრის შემსუბუქებას!!!! ან მწვრთნელია საჭირო ისეთი ვინც კაცურად დაელაპარაკება მთელ გუნდს, ან კაპიტანი, ან დაცვა, ან ვინმე ყარაული მანდ რავი, რაღაც საჭირო როა ფაქტია! შეუძლიათ , განა არ შეუძლიათ, უბრალოდ ყველა თავისთვის უბერავს და მოშვებული არიან...
svani!
10 ოქტომბერი 2021 02:55
2
შენს თავს რატო არ აკრიტიკებ? ლობჟანიძეს რო არ მიზდის თამაში ამის დანახვა და გამოსწორება ძნელია? წიტაიშვილმა რა გააკეთა ისეთი როარ მოგეწონა?აბუჯანია ზაპაროჟეცი როა ვერ ხედავ? ჯერ ისე ვერ დარბის და 90წუთს რო ათამაშებ მერე ათამაშებდა? ოქრიმ რა ქნა ასეთი? 85 წუთზე ჯარიმა კარში როარ დაერტყა საჯარიმოს მისადგომებთან კვარა სულ მარტო იყო დაეგორებინა და რაიცი რა მომხდარიყო... ძაან აგვიანებ ვილი შეცვლებს და არაფერი ეტყობა თამაშს ისეთი რო რამე ტაქტიკით თამაშობს... წადით შეგვეშვით რა
რომა
09 ოქტომბერი 2021 23:36
5
კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.
ვაჟა
10 ოქტომბერი 2021 09:53
7
სანიოლი საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლით არაფერს არ კარგავდა ის ისედაც უმუშევარი იყო ბორდოს მწვრთნელი იყო ცოტახანი არც იქ ქონდა კარგი შედეგები და მერე 3 წელი საერთოდ არსად უმუშავია ფაქტიურად გამოუცდელი მწვრთნელია რომელმაც კარიერის დასაწყისშივე დანება მწვრთნელობას თავი მე როცა დაინიშნა მაშინაც მოულოდნელი იყო ჩემთვის და მაშინ ვთქვი რომ თუ სომხეთს ნაკრებს შეუძლია მოიყვანოს კაპაროსი რომელსაც წლები აქვს ნამუშევარი ლალიგაშ და კოლოსალური გამოცდილება აქვს დაგროვლი და მაღალი კლასის მწვრთელია ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ანალოგიურის გაკეთებათქო მაგრამ მაშინ ყველა წერდა ვაცალოთ ვაცალოთო ხოდა აი ბატონო გაიარა 9 თამაშმა თუარ ვცდები მე 9 თამაში იყო და ამ 9 მატჩიდან 7 წავაგეთ 1 მოვიგეთ და 1 ფრე დავასრულეთ ეს თუ მისაღები შედეგია ფედერაციისთვის მაშინ ძალიან არაპროფესიონალები არიან თავიანთი საქმის მე ვერ ვხდები ლოგიკას ასეთი წარუმატებელი მწვრთნელის დატოვების ეროვნულ ნაკრებში.
გურამო
09 ოქტომბერი 2021 23:17
1
არც ფეხბურთელები გვივარგა და არც მწვრთნელი, მიდი და გაიხეთქე გულშემატკივარო გული
გიო
10 ოქტომბერი 2021 01:18
0
ორი მწვრთნელი ვიცი , რომლებიც ყველას დამნაშავედ თვლიან საკუთარი თავის გარდა
ერთი ეს და მეორე ცხადაძე !
მიზეზები არ ელევათ ამ უვარგისებს !
ვახო
09 ოქტომბერი 2021 23:43
11
ოოო მოდი რა თუ ძმა ხარ მწვრთნელის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა რაა,ვინც გინდა ამთ მოუყვანე ძმაო ვერ აათამასებ ამათ ვერააა ფოკუზნიკი უნდა მართლა ამათ გაიგეთ რა კაცო ვახ.ვინც გინდათ მოიყვანეთ.
გეგი
10 ოქტომბერი 2021 00:25
6
და რას ამბობს არასწორს?
???
10 ოქტომბერი 2021 01:20
1
საერთოდ არცერთი კაცი არ უნდა გამოიძახო ამათგან, აბსოლუტურად ახალი გუნდია შესაქმნელი. ესეთი უტიფარი ნახირი გალაქტიკაში არ არსებობს, ყველას შეაძულეს თავი უჯიგრო უვარგისებმა
სიმართლე
10 ოქტომბერი 2021 01:38
0
ახალი გუნდი ვისგან უნდა შექმნან? ეს ქართული ლაპარაკი კაი ბავშვია, კაი ბავშვია ყელში ამოვიდა. ისეთი და ასეთი თაობა მოდისო, რომ ამბობენ, ვის ხედავენ ნეტავ ამისთანას? ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთელის აღზრდის და ჩამოყალიბების პროგრამა უნდა არსებობდეს სხვა ქვეყნების მსგავსად, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ამას წლები და დიდი ფინანსები სჭირდება. გაფაფხურება და ორი კაცის მოტყუება ფეხბურთი რომ არ არის, დამეთანხმებით. ამით ჰა, ჰა 21 წლამდე მივიდეს და ეროვნულის დონეს ვეღარ უწევს - სულ ტრავმა, სულ სკამზე ჯდომა, ბოლოს ხელის ჩაქნევა. მერე წავა სადმე კორეაში და მორჩა საქმე.
: )))))))
11 ოქტომბერი 2021 14:09
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული