სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
ამის მოხსნა ნიშნავს შეცდომის აღიარებას.სეცდომის აღიარება კიდე ამ ქვეყანაში არავინ აღიარებს არც მომთხოვნია მავანი
beqa
09 ოქტომბერი 2021 23:03
1
მართალია ეს კაცი. აბურჯანიას თითქოს თამაში რცხვენოდა, ხოლო გიორბელიძე კვარას და ჩაკვეს "უკეტავდა" სივრცეს. ასე მგონია მე.
ვაჟა მასწავლებელი
09 ოქტომბერი 2021 23:02
2
აბურჯანია სადაც იყო, თავი ვერსად გამოიჩინა და ეს მაინც ათამაშებდა. ეხლა ვითომ გააძლიერა შუა ხაზი, კვეკვესკირი გამოიძახა და მაინც ეს ათამაშა. პასი ამას არ უვარგა და ორთაბრძოლაში სუსტია და ფეხბურთში სილამაზის კონკურსი არ ტარდება.
: )))))))
10 ოქტომბერი 2021 02:43
0
ვინმემ იცის რამდენი აქვს ხელფასი სანიოლს წაგებებისთვის ???? ატკატი რამდენი პროცენტია სანიოლისთვის სამსახურის დაწყებისთვის ??????????
???????????????
10 ოქტომბერი 2021 15:22
2
წლიური 800 000 ევრო აქვს თუ არ ვცდები.
სოსო
10 ოქტომბერი 2021 20:06
0
კობიაშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები ნელნელა ემსგავსებიან, სტუმრად მისულ პატარა ბავშს რო სათამაშოს ათხოვებენ და რო ჩაემბღაუჭება და უკვე მარტო თავისი რო გონია, და დათმობას რო აღარ აპირებს! აი ასეა რეაქციაა აქვთ ფედერავის მიმართ უკვე! ჯერ როგორ გახდა სამარცხვინოდ პრეზიდენტი, დელეგატი დაიჭირეს რომლის ხმაც გადამწყვეტი იყო რეზოს არველაძის მხარეს, ( ნუ ეგ დელეგატიც რო რეზოს ყავდა ჯიბეში ეგეც ცალკე სამარცხვინო თემაა)) მაგრამ არ ეთმობათ ეს ყველაფერი, შედეგი გაქვთ ნოლი, ყველაფერში და ვინ უნდა გადადგეს? ადამიანები თანამდებობებს რატომ ტოვებენ? იმიტომ რომ კარგად რომ ვერ მუშაობენ! და შენ რო ვინმემ გითხრას გადადექიო ეგრევე ისტერიკაში ვარდები და პატარა კრიტიკაზე ჭირვეულობ! და არავის ეშინია შენი ფხუკიანობის ერთი თუ კაცი ხარ! დაიხურეთ ქუდი და წადით და წაიყვანე ეს შენი საძმაკაცო შტაბი ნაკრებიდან , ჯერ ძლივს მოვიშორეთ როგორც ფეხბურთელები და ეხლა სამწვრთნელო შტაბში მაგათი ხილვა, ძალიან დიდი უსამართლობაა ! რა დავაშავეთ! /// ერთის დავამატებ ნაკრების მენტალიტეტზე რო საუბრიბთ! რა მენტალიტეტი, ვიცე კაპიტანი გეი სამკალურით თამაშობს და არანარი პროტესტი არ გაუჩნდა , პირიქით მოწადინებული იყო რომ კეთებიდა, და სხვა ფეხბურთელებსაც რო გადახედო გარეგნობის უფრო აქცევს ზოგი ყურადღებას, ტატუები, ფჩოლკები, კიკინები, წვერი ჭიპამდე!! არასპორტულ ვიდზეა ყველა! მაგათ რა უნდა მოტხოვოო, უპატრონოებს გვანან!
Vasili
10 ოქტომბერი 2021 13:17
4
გაიხარე ძმა სრულიად მართალს ამბობ.. ერთს დავამატებ.. და შემცვლელი რომ არ არის ექ უფრო უარესი.. ვის გინდა დაუჯერო და იყო იმედიანად.. სხვაც მოვა ფულის საკეთებლად..
ლუკა
10 ოქტომბერი 2021 13:43
0
უნიათო ფედერაციამ გამოცდილი და ტაქტიკოსი მწვრთნელი კი არ შეარჩია,მხოლოდ სახელ და გვარზე გააკეთა აქცენტი! მხოლოდ ამიტომაა დასშლელი ეგ საძმო,მაგათ ფედერაციას ვერ დაარქმევ!
ზურა
10 ოქტომბერი 2021 08:17
0
ვინმემ უთხრას რო წავიდეეს!!
giorgi
09 ოქტომბერი 2021 23:10
2
და რო წავიდეს რა? აქამდე ვერ მიხვდით რო მრთვნელენბში არაა საქმე?
???
10 ოქტომბერი 2021 01:23
1
ვერ შეკრა ამ კაცმა ეს გუნდი არც ტაკტიკური განათლება არააქ ყველა მეორე ტაიმი წააგო ყველა.რუმინეთან მოგებას რაც შეეხება 10 კაცით იყო რუმინეთი 60 წუთი ისიც კუპატაძე რომარა და პენალტი არ გაეფუჭათ ვერც იმას მოვიგებდიით. ყველა ქვეყანაში გადაცემები კეთდება ანალიზი ტარდება მწვრთნელს იწვევენ ფეხბურთელებს გულშემატკივარს სტუდიაში აქ არაფელი რატოა
beqa
10 ოქტომბერი 2021 12:37
1
სამაგიეროდ ,,ნაკოლკები'' და წვერი აქვთ ბლომად!
ILIA
10 ოქტომბერი 2021 10:27
0
სანიოლი უნდა წავიდეა 2-3 თამაშის წაგება ამის ბრალია კახი აზრზე არ არის და კვალიფიკახიის ამაღლებას და პრაკტუკას ჩვწნ ნაკრებში იღებს ეს დაუშვებწლია ფედერაცია გაუშვით ეს დილეტანტი და ვაფშე ვაიის რას ერჩოდით მე თქვენი
გიო1
10 ოქტომბერი 2021 09:42
1
მწვრთნელს აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა მაგრამ მერამდენე მწვრთნელი შევცვალეთ და შედეგი იგივეა სამწუხაროდ მე რასაც ვხდედავ 2-3 ფეხბურთელის გარდა უკვე ასაკოვანი ფეხბურთელების გარდა სხვა ფეხბურთელებს ძალიან სამწუხარო და გულსატკენია ახალგაზრდებს არ ეტყობათ მონდომება თავდადება ჟინი მოტივაცია ნაკრებში ძალიან უყურადღებოდ და უმოტივაციოთ თამაშობენ იმის ნახევარსაც არ იხაჯებიან როგორც იხარჯებიან კლუბებში სამწუხაროა, რომ მართლაც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების აბსოლიტური უმრავლესობისთვის საკლუბო კარიერა და კლუბში თამაში გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ნაკრებში რომ ვუყურებ კლუბებში როგორ თამაშბენ იქ მართაც რომ ბოლომდე იხარჯებიან და მაქსიმუმ დებენ და ნაკრებში ამის ნახევარიც არ ჩანს არასდროს ყოველ შემთხვევაში დღევანდელი თამაშიც ამის ნათელი მაგალითია რამდენჯერ ყოფილა რომ ფეხბურთელს თავი აურიდებია ნაკრებში ჩამოსვლისთვის ბევრს სამწუხაროდ გაუხარდება კიდეც რომ ნაკრებში არ გამოძახონ რადგან იმ სანაკრებო პაუზას დასასვენებლად გამოიყენებენ სამწუხაროა რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ეროვნული ნაკრების მიმართ და ეს ჩანს თამაშებზე არ ვიცი ასე რატომ ხდება იმიტომ რომ ხელფასი არ აქვთ არ ვიცი რაც არ უნდა იყო ასე თამაში სირცხვილია ფსკერია და საკუთარი ქვეყნის აბუჩად აგდება ელემეტარული თავმოყვარეობა ხო უნდა გქონდეს ფეხბურთელს რომ ასე არ ითამაშო.
გოჩა
10 ოქტომბერი 2021 01:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული