სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
ტოპ მწვრთნელებიც ყავდა ნაკრებს რომლებიც ჩემპიონლა ლიგაზე წარმატებულად გამოდიოდნენ (კუპერი, ტოპმიოლერი) მაგრამ აქ შედეგი ვერ აჩვენეს. ნაკრების ფეხბურთელს ანბანი კი არა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა და ბურთის მიღება-დამუშავება. ტაქტიკა და სტრაეგია დაუსახოს დანარჩენი ფეხბურთელებზეა, მაგრამ ჩვენებს უსახე და უხატე რამდენიც გინდა. პირველკლასელს კვანტური ფიზიკა ასწავლო ისეა ამათი საქმე. ასე ჩანს ყოველშემთხვევაში, თუ არა იმართლონ თავი ფეხბურთელებმა რომ არ ვარგა მწვრთნელი.

პ.ს. ვერავინ ვერ დადო შედეგი აქ ქართველზე მეტი და მე მგონი ისევ კარგი ქართველი მწვრთნელი უფრო აჯობებს ყველას.
ქართველი
11 ოქტომბერი 2021 15:21
1
რა ნაკრები და რა მწვრთნელი ხალხო, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. სანამ მინიმუმ 5-6 კარგი დონის ფეხბურთელი არ მოვა ნაკრებში, არაფერი არ გამოვა,მსოფლიო დონის მწვრთნელებიც კი ვერაფერს მიაღწევენ ამ ნაკრებით და მით უმეტეს სანიოლი.რისთვის ჩამოიყვანეს საერთოდ და უხდიან ამოდენა ფულს, აქ რომ აიმაღლოს კლასი?
Dvafe
11 ოქტომბერი 2021 00:43
0
იცით, ვაფასებ ვილი სანიოლს, მიუკერძოებელი კაცია, ყველას მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ვინც იმსახურებდა. დღეს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა თამაშობდა, მარა რაცა ვართ, ესა ვართ. უნდა დარჩეს სანიოლი, უკვე ბევრ რამეში გაერკვა და ხედავს პიუს-მინუსებს, ვაისივით ერთი და იგივე მოთამაშეებზე არაა ჩაციკლული.
Lasha
10 ოქტომბერი 2021 12:31
4
ლუქსემბურგმა ისწავლა თამაში და ბოლო 5-6 წელია ჩვენზე მეტ ქულებს აგროვებს. ჩვენ კი ანდორას დონეზე ვართ ფაქტია. კობიაშვილი და მისი კლანი მდიდრდება ჩვენი ფულით და ჩვენ ე.წ სვარკას ვუყურებთ.
ზვიადი
11 ოქტომბერი 2021 14:55
0
Lazare Kupatadze zalian magrad tamashobs fexit, mekare mxolod seivistvis araa sachiro yvela moqmedebs karidan iwyeba es natelia.
Kupatadze
Kakaba,xocho, kashia,azarov.
Kvekve gvilia
Chakve oqri lobjanidze,
Miqautadze.
Cvlilebebi.
Kvara-chakve.
Miqautadze-davitashvili
Lobjanize-witaishvili
Gvilia-kankava
Oqrika imsaxurebda samklaurs da 10 nomris funqcia,is namdvili patriotia yvela tamashi.

Mgoni realuria,
Jer iseti shetamashebuli gundi ar gvyavs saniol rom yvela ziritadshi da davayenot,uazrobaa gamochnda grekebtan.



Chorna
10 ოქტომბერი 2021 10:47
9
ტოპ მწვრთნელებიც ყავდა ნაკრებს რომლებიც ჩემპიონლა ლიგაზე წარმატებულად გამოდიოდნენ (კუპერი, ტოპმიოლერი) მაგრამ აქ შედეგი ვერ აჩვენეს. ნაკრების ფეხბურთელს ანბანი კი არა უნდა ასწავლოს მწვრთნელმა და ბურთის მიღება-დამუშავება. ტაქტიკა და სტრაეგია დაუსახოს დანარჩენი ფეხბურთელებზეა, მაგრამ ჩვენებს უსახე და უხატე რამდენიც გინდა. პირველკლასელს კვანტური ფიზიკა ასწავლო ისეა ამათი საქმე. ასე ჩანს ყოველშემთხვევაში, თუ არა იმართლონ თავი ფეხბურთელებმა რომ არ ვარგა მწვრთნელი.

პ.ს. ვერავინ ვერ დადო შედეგი აქ ქართველზე მეტი და მე მგონი ისევ კარგი ქართველი მწვრთნელი უფრო აჯობებს ყველას.
ქართველი
11 ოქტომბერი 2021 15:15
1
რა ხდება კლოპი,,გვარდიოლა,,ანჩელოტი ან პოჩეტინო ქართველები არიან იხვეწებიან ნაკრებში დაგვნიშნეთო და უარს ვეუბნებიით??რო იძახი ისევ კაი ქართველი მწვრთნელი ჯობიაო ნაპოვნი გყავს უკვეე??კაი ქართველი მწვრთნელი არ არსებობს დგეს დგეობით რომელიც ნაკრების დონეს შეესაბამება თორე შენზე ადრე სხვა მოიფიქრებდა,,ისიც ხოარ ჯობია მბაპე და ჰალანდი გამოვიძახოთ??იგივეა რასაც შენ მწვრთნელზე წერ
გელა
29 სექტემბერი 2022 11:31
0
Roma სად ისწავლე ფეხბურთი ერთი აგვიხსენი რა, ლობჟანიძესი რა არ მოგეწონა? და საერთოდ დაანებეთ რა გარჩევებს თავი არ გესმით ფეხბურთი და გგონიათ იცით.აქცენტი ქართული ფეხბურთის ჭაობზე გადაიტანეთ და არა კონკრეტული თამაშის გარჩევებზე. ოეე ფედერაცია სად არის ამაზე თქვით რამე.
Batumi
09 ოქტომბერი 2021 23:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული