სანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

AutoSharing Option
საბერძნეთთან ბათუმში (0:2) დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"საწყისი 25 წუთით განსაკუთრებით უკმაყოფილო ვიყავი - აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ფეხბურთში ნიჭი და ტექნიკა საკმარისი არ არის, თუკი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე არ დაიხარჯები. ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა უნდა ისწავლონ, რომ მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებში გააქტიურება არ ეყოფათ. პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისით კმაყოფილი ვარ.

თორნიკე ოქრიაშვილი შემოვიდა და თავდადების მაგალითი გვაჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ.

თუ დავაკვირდებით მარტისა და
ივნისის მატჩებს, უკანასკნელი შეხვედრები განსხვავებული იყო. რადგან მაშინ უკეთესად გამოსვლა შევძელით, ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია. სექტემბრსა და ოქტომბრში კი მონდომება გვაკლდა.

დღეს დადებითი ასპექტებიც დავინახე და დასანანად, უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით.

კოსოვოში თავმოყვარეობის დასაცავად ვითამაშებთ და ვეცდებით, რათა დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგი გვქონდეს.

მესის კლასის ფეხბურთელს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, ნაკლებად ირბინოს და შემდეგ მისი კომპენსირება მოახდინოს. ამ დონის შემსრულებლები არ გვყავს და ჩვენმა ნიჭიერმა მოთამაშეებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდადება უნდა გამოავლინონ.

დადებით ასპექტებში თორნიკე ოქრიაშვილის თამაშში ჩართვასა და საბა ლობჟანიძის მონდომებას დავასახელებდი. დაცვის ხაზში ახლა გაცილებით ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე კოსოვოსა და ესპანეთთან.

შემადგენლობას ვარჯიშებზე დაკვირვებისა და მოთამაშეების საკლუბო კარიერიდან გამომდინარე ვარჩევ.

რა თქმა უნდა, გუნდში პროგრესი უნდა შეიმჩნეოდეს. მარტის თამაშის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვეძლო. ახლა მონდომება დაგვაკლდა და იმედია, კოსოვოში ასე არ მოხდება.

გიორგი აბურჯანია ნაკრებში სტაბილურად თამაშობდა და ნდობის ღირსი იყო. თუმცა, თუკი კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, მას, ისევე როგორც გურამ გიორბელიძეს, ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში გაუჭირდებათ, მე კი - მათი გამოძახება".

მკითხველის კომენტარები / 69 /
ვერ შეკრა ამ კაცმა ეს გუნდი არც ტაკტიკური განათლება არააქ ყველა მეორე ტაიმი წააგო ყველა.რუმინეთან მოგებას რაც შეეხება 10 კაცით იყო რუმინეთი 60 წუთი ისიც კუპატაძე რომარა და პენალტი არ გაეფუჭათ ვერც იმას მოვიგებდიით. ყველა ქვეყანაში გადაცემები კეთდება ანალიზი ტარდება მწვრთნელს იწვევენ ფეხბურთელებს გულშემატკივარს სტუდიაში აქ არაფელი რატოა
beqa
10 ოქტომბერი 2021 12:37
1
იცით, ვაფასებ ვილი სანიოლს, მიუკერძოებელი კაცია, ყველას მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ვინც იმსახურებდა. დღეს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა თამაშობდა, მარა რაცა ვართ, ესა ვართ. უნდა დარჩეს სანიოლი, უკვე ბევრ რამეში გაერკვა და ხედავს პიუს-მინუსებს, ვაისივით ერთი და იგივე მოთამაშეებზე არაა ჩაციკლული.
Lasha
10 ოქტომბერი 2021 12:31
4
ჩვენი დაცვა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მეორე გოლი კაკაბაძემ აჩუქათ.
ჩემი აზრით პენალი არ უნა დაედო მსაჯს, უსახურ ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ორი უსუსური გუნდი იყო მოედანზე და ბევრით არაფრით გვჯობდა საბერძნეთი.
შეტევაში ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, არავინ თქვას რომ ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს არ შეუძლიათ თამაში და გოლების გატანა. მთავარი პრობლემა არის დაცვა და ვერასოდეს ვერ მივედით მაგ პრობლემის მოგვარებამდე.
ერთ ფეხბურთელს ამოვირჩევთ და იმას ვაბრალებთ ხოლმე ყველაფერს. მაგალითად ახლა კვარაცხელია გვყავს ამოჩემებული და რაღაცას დავმართებთ ამ ბიჭს. ჯერ იყო და გოლები გაიტანა და გავაღმერთეთ, ახლა წაგების მერე ისევ მაგაზეა ზეწოლა.
უყურეთ რას გავს დაცვა. არმინდა ასე სახელებით და გვარებით ვაკრიტიკო ვიღაცეები მაგრამ იმდენი შეცდომები იყო დაცვაში რავიცი აბა...
მე ვარ გულშეატკივარი, რომელსაც არ უყვარს ლანძღვა-გინება და უნდა ადეკვატურად შეაფასოს შეცდომები.
Thomas
10 ოქტომბერი 2021 10:50
0
რა სისულელე, ვინ ეშმაკი იტყვის რომ ან კვარაცხელია ან ჩაკვეტაძე ან მიქაუტაძე ნიჭიერი არ არის მაგრამ რა ხდება იცი? ერთხელ სადღაც ამოვიკითხე არიან ესეთი მწერები ტერმინები, რომელთაც თავისი ფსიქოლოგია ქონიათ, ესეიგი თუ ცალ ცალკე აღმოჩნდნენ სადმე ყველას ინდივიდუალური აურა აქვთ თურმე, მაგრამ როგორც კი ერთად შეიკრიბებიან ათასობით იმწუთას ყველას ერთი აურა (ჯოგის) შემოევლება, ეგრე არიან ეგენიც, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მღრნის ეჭვი რომ ეს რაც ეხლა ხდება დაგეგმილია ვიღაც ურევს და ეგენიც აყოლილები არიან
ფეოლა
10 ოქტომბერი 2021 11:31
1
Lazare Kupatadze zalian magrad tamashobs fexit, mekare mxolod seivistvis araa sachiro yvela moqmedebs karidan iwyeba es natelia.
Kupatadze
Kakaba,xocho, kashia,azarov.
Kvekve gvilia
Chakve oqri lobjanidze,
Miqautadze.
Cvlilebebi.
Kvara-chakve.
Miqautadze-davitashvili
Lobjanize-witaishvili
Gvilia-kankava
Oqrika imsaxurebda samklaurs da 10 nomris funqcia,is namdvili patriotia yvela tamashi.

Mgoni realuria,
Jer iseti shetamashebuli gundi ar gvyavs saniol rom yvela ziritadshi da davayenot,uazrobaa gamochnda grekebtan.



Chorna
10 ოქტომბერი 2021 10:47
9
სამაგიეროდ ,,ნაკოლკები'' და წვერი აქვთ ბლომად!
ILIA
10 ოქტომბერი 2021 10:27
0
თქვენი არვიცი და მე ვერ ვიტან, თამაშამდე ცაში აყვანას და წაგების მერე ამ არანორმალურ ლანძღვა-გინებას რაც ახლა ხდება. თამაშამდე რატომღაც ყველას ჯეროდა (არვიცი რატომ) მოგების. წაგების დაშვებას არ ვაკეთებთ არასდროს და მერე ვილანძღებით.
კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელების ლანძღვა-გინება არის სრული სისულელე და მიუღებელი.
რასაც გავცემთ, იმას დავიბრუნებთ უკან, ლანძღვა-გინებით არასოდეს არაფერი მოგვარებულა.
2008 წელს ესპანეთი ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, მანამდე 44 წელი საერთოდ არაფერი ჰქონდათ მოგებული, მიდიოდნენ თაობები და ვერაფერს იგებდნენ, ამ ხალხმა ლანძღვა-გინება და წყევლა კი არ დაიწყო ფეხბურთელების, რეალურ პრობლემებს შეხედა და გამოასწორა რაც გამოსასწორებელი იყო, მერე კი იცით როგორ გადააბეს და ევროპა მერე მსოფლიოც მოგიეს, მერე ისევ ევროპა...
იმის თქმა მინდა, რომ გულშემატკივარზეც ბევრია დამოკიდებული, იქაც არიან ადამიანები, ვინც იგინებიან და არიან უკულტუროები, მაგას ვერავის დაუშლი, შეგნების საკითხია, წელს მსოფლიოზე მორატას საერთოდ შვილების დახოცვით ემუქრებოდნენ, ცუდი თამაშის გამო... მაგრამ ეს მცირე ნაწილი უნდა იყოს და არა უმრავლესობა. გულშემატკივრის უმრავლესობამ უნდა გააცნობიეროს, რომ გინებით და ფურთხებით უარესს უკეთებს თავის ნაკრებს, ჩვენი მენტალიტეტის ადამიანს რაც უფრო აგინებ მით უფრო არ მოინდომებს თამაშს. აბა ყველამ თავი წარმოიდგინოს ამ ბიჭების ადგილას.
ჩემი სურვილია, რეალურად შევხედოთ ყოველთვის პრობლემებს, ვინც ნიჭიერია დავაფასოთ, არ ვაგინოთ, ცრუ მოლოდინები არ შევიქმნათ მოვთხოვოთ ფეხბურთელებს კარგი თამაში, ლანძღვა-გინების გარეშე.
Sommer
10 ოქტომბერი 2021 10:10
8
კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.
ვაჟა
10 ოქტომბერი 2021 09:53
7
ძალიან სუსტი მწვრთნელი. შეცვლებს აგვიანებ ძალიან!!! მწვრთნელს თუ უნდა გარდატეხის შეტანა დაახლოებით 60-65-წუთზე აკეთებს შეცვლას- თან აზრიანს და ის შემოსულები გუნდთან ერთად ახალი ტაქტიქით ქმნიან რაღაცას.(ოღონდ ეს წინასწარ უნდა იყოს დამუშავებული) წიტაიშვილი რა პრინციპით არ შემოიყვანა აბსოლიტურად გაუგებარია.ლობჟანიძეს თურქეთში სწორად და ეფექტურად იყენებენ და კარგი შედეგიც აქვს- რომ დაიღლება სადღაც 65-წუთისკენ ცვლიან, ან მეორე ტაიმში შემოყავთ. ხალხიც საბრძოლველად თითქოს ნაკლებად იყო განწყობილი, ყოველ შემთხვევაში ბერძნები გვჯობდნენ მოტივაციაში აშკარად. კვარაცხელია თმების გასწორებას უფრო მეტ დროს უთმობს ვიდრე რაიმე მოქმედებას. ხო შეოძლება შეისწორო/შეიჭრა ან დაიმაგრო რაიმე ზონარი/სალტე, როგორც თუნდაც მოდრიჩს აქვს გაკეთებული. აშკარად ხედვის კუთხეს უჩრდილავს, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, და თან ამდენი დროის და ენერგიის კარგვა მის შესწორებაზე არ უნდა იყოს სწორი ჩემი აზრით.
ვაჟა
10 ოქტომბერი 2021 09:51
2
სანიოლი უნდა წავიდეა 2-3 თამაშის წაგება ამის ბრალია კახი აზრზე არ არის და კვალიფიკახიის ამაღლებას და პრაკტუკას ჩვწნ ნაკრებში იღებს ეს დაუშვებწლია ფედერაცია გაუშვით ეს დილეტანტი და ვაფშე ვაიის რას ერჩოდით მე თქვენი
გიო1
10 ოქტომბერი 2021 09:42
1
Samwuxarod tamashs ver vuyure..
Jaba magari iqneba kankava tavs ro cevdes magla amito chkviani kvevkve da abus nacvlad hiperaqtiuri gvilia jobda tan sistematiurad uberaven, mere saadaa chveni varsklavebio? e.i. Sul mudam nalanzgi oqriashvili shemovoda romelic cali fexi ro ar qondes mainc micems nakrebshi xeebs magalits es faqtiaa, da xasiatshi gadasuli depresiuli kvaracxelias nacvlad chakve iyo flangze sachiro ai miqautazis ukan oqrika es iyo yvelaze realuri. Jaba ar gecyinos zmao kargad shromob mebzoli xar tavdadebuli magram asaki da kidev kapitnoba cota ar iyos daqoqili kacia sachiro kapitnad..
Chorna
10 ოქტომბერი 2021 09:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული