რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან?! - ვეძებთ მიზეზებს "ევროპულად"...

AutoSharing Option
ძალიან კი გვსურდა, მეცხრე ცდაზე საბერძნეთთან გატეხილი ნავსი და სექტემბრის თამაშების შემდეგ, საქართველოს ნაკრების გამოსწორებული თამაში გვენახა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

როგორც ჩანს, ჩვენ ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ.

უკანასკნელ ერთ თვეში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა - დაგვიბრუნდენ წამყვანი ფეხბურთელები, ლეგიონერები უკეთეს ფორმასა და ხასიათზე ჩამოვიდნენ. თუმცა, ბერძნებთან დაპირისპირებაში იყო ეპიზოდები, როცა გვეგონა, რომ
თვალს კოსოვოსთან მატჩის მესამე ტაიმს ვადევნებდით - "ჯვაროსნებს" ნაკლები მონდომებოთა და ფანტაზიით.

ვილი სანიოლს წარმატების მიღწევა უფრო კონტრშეტევებზე, სწრაფი მოთამაშეების ხარჯზე წარმოედგინა, თუმცა ბერძნები ზონებს იდეალურთან მიახლოებულად კეტავდნენ - დაცვით ფაზაში კარგი თამაში მათ გუნდებს ყოველთვის ეხერხებოდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოთარ კიტეიშვილის არყოფნამ შუა ხაზში სერიოზულად დაგვასუსტა. გვიჭირს ისეთი მოთამაშე, რომელიც ბურთის კონტროლსაც მოახერხებს და გამუდმებით იმოძრავებს.

Sportall.Ge

არაერთხელ შეიქმნა ეპიზოდი, როცა მოწინააღმდეგემ თავისუფლად გადმოკვეთა მინდვრის ცენტრი და დაარტყა პოზიციიდან, საიდანაც მეტოქის საყრდენები ამის საშუალებას არ უნდა გაძლევდნენ!

კლუბის მდგომარეობის ნაკრებში ასახვა იოლი რომ არაა, გიორგი მიქაუტაძის მაგალითიც მოწმობს. საქართველოს ნაკრების მიერ ორგანიზებული შეტევების პირობებში, ის უბრალოდ იკარგება - ვერ იგებს საჰაერო ორთაბრძოლებს (მაშინ როცა ჩვენი შეტევების უმრავლესობა ჩაწოდებებით სრულდება), რამდენჯერმე დაკარგა ბურთი და პრესინგშიც (სხვა შემტევების მსგავსად) სათანადოდ ვერ ყოჩაღობდა.

Sportall.Ge

"სერენის" ფორვარდმა გოლის გატანა იცის და იმ რამდენიმე დღეში, როცა გუნდი ერთადაა, მისი ინტეგრაცია და სახიფათო კომბინაციების დამუშავება მაქსიმალურად უნდა მოხდეს.

ყოველთვის გამუდმებით იმაზე საუბარი, რომ თამაშის ორგანიზება უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელების ტექნიკისა თუ სისწრაფის იმედად არ უნდა ვიყოთ, უკვე მოსაწყენი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია საყოველთაო ინტერესის ობიექტივშია და ბერძენთა თავკაცსაც კარგად ჰქონდა გააზრებული, მისი შეჩერება რა გზით უნდა ეცადა.

სანიოლის მატჩის შემდეგ კომენტარში თემურ ქეცბაიას რამდენიმე მოსაზრებების "ევროპულ თარგმანს" დაინახავდა კაცი -  მესის ხსენებითა თუ იმის თქმით, რომ მხოლოდ ტექნიკა და ნიჭი საკმარისი არაა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ახლა სხვა სტილის ფეხბურთის თამაშს ცდილობს ან უფრო სწორი ფორმულირება იქნება -  ამას პრაქტიკაში მხოლოდ მარტში, ფრანგი სპეციალისტის საწყის ნაბიჯებში  ვხედავდით.

სადღაც იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, ვლადიმირ ვაისის ინერცია ხომ არ იყო ის მატჩები, როცა ნაკრები შეთამაშებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფაქტია, რეგრესი გვაქვს, ამას მთავარი მწვრთნელიც აღიარებს და ამ ეტაპზე, მიზნად სადებიუტო შეხვედრების დონეზე დაბრუნება განუძრახავს. ახლო წარსულის გამოკიდება კი არა, სანიოლს ბევრი რამის დამტკიცება თავიდან მოუწევს. დაველოდოთ კოსოვოში სტუმრობასაც...

Sportall.Ge

"ჯვაროსნების" დამრიგებელი სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა იმ პოზიციებზე, სადაც მეტ-ნაკლებად ალტერნატივა არსებობდა, მაინც ისეთ ფეხბურთელებს ეყრდნობა, რომელთაც ერთი სანაკრებო შეკრებიდან მეორემდე, ჯამში ერთი მატჩი არ უთამაშიათ (გიორბელიძესა და აბურჯანიაზე თავად ვილიმაც ისაუბრა).

ასე ვფლანგავთ კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპს და ისევ "ერთა ლიგიდან" ოცნებას განვაგრძობთ, თუმცა ასეთი თამაშითა და კვალიფიკაციით "C" დივიზიონიც რთულად დასაძლევი მოჩანს.

altსაქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

altსანიოლი: რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ, უნდა გაიაზრონ, რომ მეტი მოეთხოვებათ

მკითხველის კომენტარები / 43 /
რატომ ასწრებს მერსედესი ჟიგულს?
მარტივი პასუხი
10 ოქტომბერი 2021 16:55
1
ბათუმის სტადიონზე ყველა პრინციპული თამაში წააგო ნაკრებმა, თვით დინამო ბათუმმაც არ გაიხარა საერთაშორისო მატჩებში, იქნებ აკურთხოთ .
ბესო
10 ოქტომბერი 2021 16:38
2
რატომ წავაგეთ და არ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები!!!! რით ვერ გაიგეთ ხალხო.
ბადრი
10 ოქტომბერი 2021 16:38
0
ზონები გადაკეტესო ბერძნებმა მერე ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებდით აი ზუსტად მაშინ გვჭირდება ფეხბურთელები ინდივიდუალურად ძლიერები რომლებიც ამ ზონებს გაარღვევდენ მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ფეხბურთელები ჩვენ არ გვყავს.
ისიდორე
10 ოქტომბერი 2021 16:28
0
ჩემი მოკრძალებული აზრით, "ცქიფო"! გიორგი დევდარიანი მიმაჩნია საუკეთესო მწვრთნელად.
vaxo
10 ოქტომბერი 2021 16:08
15
ვაი იმ ხალხის პატრონს 10 დისლაიქი რომ აქვს მაგ კომენტარს. არგინდათ დევდარიანი ესეიგი ვინც კი ნორმალური გვყავს არავინ არ გინდათ და სადაა თქვენი მოსაგები ვინც თქვენ დაგინდოთ იმის
.
10 ოქტომბერი 2021 20:26
0
რატომ წავაგეთ? ჯერ იმაზე მიპასუხეთ, რატომ უნდა მოგვეგო?
კ ო მ ბ ლ ე
10 ოქტომბერი 2021 16:04
4
პასუხის შეფასება რადენბალიანი სისტემით იქნება?
ოზუზი
10 ოქტომბერი 2021 16:12
0
რა ვეღარ მივდით რომ თევზი თავიდან ყროლდება!!!!! სანამ
ჩვენს ფედერაციაში მცოდნე, პატიოსანი და ქვეყნის მოსიყვაულე ხალხი არ
მივა, მანამდე არაფერი ეშველება ამ საქმეს!!! გავიგე რომ რაღაც დონეზე ფეხბურთი უთამაშიათ და ა.შ. საქმის ამბავში უვარგისია კობიაშვილიც და მისი გუნდიც!
პაატა
10 ოქტომბერი 2021 15:55
0
წააააგეს??? არადა რა კარგად ააწყვეს ფედერაცია და სამწვრთნელო შტაბი
Io
10 ოქტომბერი 2021 15:52
0
კაი რა არ დაიღალეთ ? ამ ნაკრებს არ შეუძლია საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ღირსეული თუთამეში .
Skorpion07
10 ოქტომბერი 2021 15:46
0
დავიღალეთ უკვე ერთი და იმავეს ძახილით ... სისტემაა ასაწყობი თავიდან ბოლომდე... ნაკრების ყველა ასაკობრივი გუნდი და ასევე მთავარი გუნდი უნდა თამაშობდეს ერთი და იმავე სისტემით მწვრთნელიც იმ სისტემის კარგი მცოდნე უნდა მოვიყვანოთ და არა ცნობადი სახე... ამ ეტაპისთვის მთავარი მწვრთნელის ხელფასში მილიონების ხდა არ ღირს, თუნდაც ცხადაძე დაბრუნდეს როგორც ნაკრების ასევე დინამოს მწვრთნელად არაა პრობლემა ამაზე უარესი აღარ არსებობს, ყველანაირი ფსკერიც და ჭაობიც გადავლახეთ, ყველაფერზე ქვემოთ ვართ, უნდა შეიცვალოს მთლიანად ფეხბურთის ფედერაცია, აღარ აქვს ვის მნიშვნელობა ვის რა დამსახურება აქვს ქართული ფეხბრთში, ისეთი ხალხით უნდა დაკომპლექტდეს ვისთვისაც ჩემი-შენი არ მოსულა მაგალითად ქეცბაია... დღეს ქვეყანას ეგ ღუპავს ჩემი-შენი არა და ყველა შენიანი ვართ ყველა ჩვენ გიხდით ხელფასს იმაში რომ ჩვენმა შვილებმა ნორმალურ კონკურენტულ გარემოში იცხოვროს, რათა ვიცოდეთ სად გვაქ თავის გამოჩენის და უკეთესა განვითარების საშვალება... სხვა არსებითი გამოსავალი არაა და შედეგებს დაველოდოთ 10-20 წლის მერე, მანამდე ტყულად არაფერში ვყრით ფულს...
mitro
10 ოქტომბერი 2021 15:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული