ლევან კორღალიძემ შესაძლოა, ნაკრები ჩაიბაროს - "დამიკავშირდნენ და ვისაუბრეთ, მაგრამ..."

AutoSharing Option
"პირველ არხთან" საუბარში ქართველმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ საბერძნეთის წინააღმდეგ გამართული საქართველოს ნაკრების მატჩი შეაფასა:

"ნაკრების თამაშები ჩემთვის ძალიან რთული შესაფასებელია, რადგან ზუსტად უნდა იცოდე, ნაკრებში რა სახის პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ მე მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. ფაქტია, ჩვენ რომ გვინდა, ისე ვერაა საქმე და ბოლო შეხვედრებში ჩვენს თამაშებს დადებითად ვერ შევაფასებ. ჩემთვის ნაკრებში ასეთი გამოსვლის ნახვა მტკივნეული იყო.

"ბათუმში მომხდარმა დიდმა ტრაგედიამ ყველა ფეხბურთელზე უარყოფითად რომ იმოქმედა, ეს გასაგებია, მაგრამ მათგან სწორედ ამის გამო უფრო მეტ თავდადებას ველოდი. შეიძლება თამაში არ
წაგივიდეს, მაგრამ ჟინი უნდა აჩვენო. სამწუხაროა, რომ ესეც არ იგრძნობოდა".

როგორც იცით, "საბურთალოდან" წასვლის შემდეგ კორღალიძე უმუშევარია და მან "პირველ არხს" ისიც უთხრა, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს.

"არ მინდა იმის დაკონკრეტება, რომელი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე ნამდვილად ვისაუბრე. ინტერესი არის, მაგრამ ეს იყო წინასწარი საუბარი, რომლის მიზანიც ჩემი აზრის გაგება იყო, ჩავიბარებდი თუ არა ამ ნაკრებს. ერთი თვის წინაც დამიკავშირდნენ და ახლაც მესაუბრნენ.

ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ და შესაძლოა, ამის გამო წლის ბოლომდე გამგზავრება და ადგილზე დალაპარაკება მომიხდეს. მაგრამ ვიმეორებ, ჯერ მხოლოდ წინასწარი საუბრები იყო და არ მინდა ისეთი მოლოდინი შევქმნა, რომ ქართველი მწვრთნელი უკვე უცხოური ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. სხვა კანდიდატურებიც განიხილება, მაგრამ ჩემ მიმართაც ინტერესი არის", - უთხრა "პირველ არხს" კორღალიძემ. 
მკითხველის კომენტარები / 15 /
რად უნდა ამას ზედაპირული შეფასება, ნაკრების საქმე "დირკაშია" და მორჩა! მე ჯერჯერობით ვერ ვხდები რომელი "წვეთოვანა" უშველით მას! მაინც ვფიქრობ რომ "გამოსწორება" ფედერაციიდან უნდა დავიწყოთ!!!
გურული NEWS!
11 ოქტომბერი 2021 20:35
0
ჩვენი ფეხბურთელები 10 კმ გარბენის მერე იღლებიან და მწვრთნელმა რა ქნას
თემო
11 ოქტომბერი 2021 20:46
4
რომელი 10 კილომეტრის? :):):), 10 კილომეტრს კი არა თამაშში 5 კილომეტრს მაინც რომ დარბოდნენ ყველა თამაშს მოვიგებდით!:):):), უნდა მოხდეს დათვლა სპეციალური პროგრამით როგორც უცხოეთშია ვინ რამდენს დარბის და მოძრაობს როგორ იხარჯება და იმის მიხედვით აიყვანო გუნდში! რასაც მე ვუყურებ ბოლომდე იხარჯებოდნენ ბოლო თამაშებში კანკავა, მამუჩაშვილი, გვილია, გვილიამ ცოტა მოუკლო მაგრამ მაინც ბევრს მოძრაობს, დანარჩენები 5 კილომეტრსაც არ დარბიან, თუ გინდათ ნებისმიერი თამაში აიღეთ და შეამოწმეთ!
მერაბი
12 ოქტომბერი 2021 10:15
1
ხო გასაგებია შენი ნამიოკები მაგრა. შენც ისეთივე სუსტი და უცოდინარი ქართველი მწვრთნელი ხარ რპგორც სხვა დანარჩენი!!
T.q
11 ოქტომბერი 2021 20:30
7
რა ვიცი ძმაო წარმატებები მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში 15 წუთი იმუშავე და არ ვიცი რა ნაკრები უნდა შემოგთავაზონ ასე რა უჭირთ
ნიკო
12 ოქტომბერი 2021 00:42
1
თავის მოტყუება არგვინდა რა!!!! და არც დიდი ფილოსოფია არ უნდა იმას რაც ნაკრებში ხდება. ფაქტი არის სახეზე ბიჭები არ თამაშობენ ჟილკით მონდომებით ერთი სული აქვთ თამაში მორჩეს ხოლმე არც თავმოყვარეობა გააჩნიათ და არ უტყდებათ მაჩანჩალა ნაკრების ფეხბურთელები რო არიან და ყველაზე ჩმორი ნაკრები რო ყავთ. ბერძნების გახარება და ჟრიამული შეიძლებოდა ასეთ ტრაგიკულ დღეს? ვფიქრობდი გოლს ჩვენები რო გაიტანენ არ აღნიშნავენთქო და ამათმა ისე ამხიარულეს ბერძნები ცოტაც და თვითონაც შეუერთდებოდნენ იმ მხიარულებას...სამარცხვინო ფეხბურთელები გვყავს თავის სამწვრთნელო შტაბიანად და ფედერაციანად სანიოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს გარდა იმის რომ არაა ეგ კაცი მწვრთნელობის გარტყმაში თუნდაც რომ იყოს ანჩელოტი ან ლიპი მკვდარი ფეხბურთელებით რაგინდა რო ქნა
რომა
12 ოქტომბერი 2021 10:17
0
თუ იმას იძახი რომ მკვდარი ფეხბურთელებით ანჩელოტი და ლიპიც ვერაფერს გააკეთებენ, მაშინ რა ლოგიკით ამბობ, რომ სანიოლი მწვრთნელობის გარტყმაში არააო?
ა.თ
12 ოქტომბერი 2021 13:18
2
რეიუნიონის და ვანუატუს ნაკრებში იწვევენ თურმე
კინგი
12 ოქტომბერი 2021 07:20
1
ეს ვიღას დაკარგვია ნეტა. კუმ ფეხი გამოყოო რა.)))))
გივი
12 ოქტომბერი 2021 11:43
9
სანამ არ შედგება 10 წლიანი გეგმა პროფესიონალების მიერ და ნაბიჯ ნაბიჯ არ მიყვება მას ყველა რა თქმა უნდა ბავშვთა ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა გვარდიოლა მოიყვანთ გინდაც ლოვი აზრი არ აქვს. ვერ დარბიან ფაქტია. 120 წუთის სარბენად უნდა იყოს მზად ნაკრების ფეხბურთელი.
ქართველი
12 ოქტომბერი 2021 09:23
0
რა ნაკრები? ამათი ძმაკაცია ეტყობა,ან მამამისისგან ახსოვთ რამე კარგი ფედერაციის საძმოს და ოატივისცემის პონტში ასაქმებენ... ქართულ ჯიგრულ პონტში...
ზურა
12 ოქტომბერი 2021 08:20
1
რა აზრი აქვს მწვრთნელის შეცვლას? მოიყვანე კლოპი,ანჩელოტი,ზიდანი...აზრი არა აქვს. ქვეყანაში ფეხბურთი არავის აინტერესებს გულშემატკივარის გარდა. არც ფედერაციას არც ფეხბურთელებს. ვისაც შეუძლია და უნდა თამაში ის ვერ ხვდება ნაკრებში.სანიოლი კიარა კობიაშვილია გასაგდები.
მე ქართველი ვარ.
12 ოქტომბერი 2021 15:53
2

სიახლეები პოპულარული