რუსული მედია: არც თამაში, არც დისციპლინა, ყბედი გულშემატკივრები, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან...

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტგამოცემა Кавказский Узел-მა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მიმოიხილა, ბევრი მწარე სიმართლე აღნიშნა, თუმცა, რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ - ნიშნის მოგებით.

საქართველო - ფეხბურთი. ისევ ორიანი. არც თამაში, არც ნებელობა

მატჩის წინ მე დავწერე მასალა: საქართველო-საბერძნეთი: ანონსი. ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, თამაშის შემდეგ კი მოკლე რეზიუმე გავაკეთე:

არ მინდა ცხელ კვალზე... ბათუმში საქართველოს ნაკრების ბერძნებთან თამაშზე... 0:2. საქმე ანგარიშში საერთოდ არ არის!!!

საქმე ყველასთან წაგების ჩვევის საკითხია... და ბრძოლისა და ჟინის ნაცვლად, თითქმის მუდამ გრძელი, „წებოვანი
ენის“ გამოყენება!
==
უკეთესია გავჩუმდე და ხვალ უფრო მშვიდად დავწერ...
==
ერთ-ერთი არაშორეული მასალა იმავე თემაზე 3 სექტემბრიდან: საქართველო-კოსოვო 0:1. სამწუხარო - კანონზომიერი წაგება. რათა ზედმეტად არ განვავრცო აზრი... ძალიან მოკლედ, რამდენიმე კითხვას დავსვამ.
==
თუ საქართველოს ნაკრები ან ნებისმიერი სხვა გამუდმებით მარცხდება ამჟამინდელ ციკლში - მყარად უკავია უკანასკნელი ადგილი, აქვს კი აზრი ჯიუტად შეინარჩუნონ მთავარ მწვრთნელად ფრანგი სანიოლი, რომელიც თვეში, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეულ ათას დოლარს გამოიმუშავებს?
განა საქართველოს საშუალო სკოლის ფიზკულტურის ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომლის ხელფასი, ვთქვათ, 600-800 ლარია (დაახლოებით 200 დოლარი), ან ჩვეულებრივი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატიდან, რომლის გასამრჯელო, ვთქვათ, მაქსიმუმ 2-3 ათასი დოლარია, შეძლებდა შედეგით ნაკლებად „წარმატებული“ ყოფილიყო მწვრთნელზე, რომლის ანაზღაურება, მინიმუმ ათჯერ მეტია?
მე ქართული ფეხბურთისა და ნაკრების სავალალო მდგომარეობაში სანიოლს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ - რა აზრი აქვს ამ პოსტზე ასეთი საშინელი შედეგის შემდეგ მის დატოვებას?

გავიმეორებ, საქართველოს ნაკრები მყარად იმყოფება ჯგუფში ბოლო პოზიციაზე. ის ყველასთან მარცხდება და მხოლოდ ერთი ფრე აქვს.
ნაკრებს არ აქვს თამაშის სურათი, არ აქვს დისციპლინა, საერთოდ არ აქვს მოედანზე მოქმედების რამდენადმე გასაგები აზრი... კვლავ ვსვამ კითხვას... რა უნდა გაკეთდეს, რომ ნაკრებმა უარესად ითამაშოს? რა ძალისხმევაა ამისათვის სჭირო?
==
"ბუნებრივი ჯუჯების" ჩათვლით, ნებისმიერი ევროპული ნაკრები ერთ ან ორ წელიწადში გაისვრის. თამაში ყველამ ისწავლა. თვით ფოსტალიონებით, მეთევზეებით და კლერკებით დაკომპლექტებული ნაკრებები, რომელთა მოთამაშეები თავისუფალ დროს არიან ფეხბურთით დაკავებულნი - დროდადრო უფრო ძლიერი მეტოქეების დამარცხებით გვაკვირვებენ...
საქართველოს ნაკრებს რომ ქართველი წვრთნიდეს - მას უკვე შეჭამდნენ, ის სიძულვილისა და დაცინვის ენაში ჩაიძირებოდა ...
შენ ვინ ხარ -ტრენდში იქნებოდა!
აქ კი ფეხბურთის გულშემატკივრები საკმაოდ გაუბედავად კითხულობენ... ეს რა იყო და... ეს სანიოლის ბრალი არ არის, უბრალოდ ჩვენებმა თამაში არ იციან.
ОК. მაგრამ, თუ თამაში არ ეხერხებათ, მაშინ რატომ უხდიან თვეში, პირობითად რომ ვთქვათ, 40-50 ათას დოლარს ან მეტს?

ფეხბურთი - როგორც პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ვაი-დამარცხებულს!
როდესაც შენ უიმედოდ მარცხდები და საქმე იმდენად წაგებაში არაა, რამდენადაც თამაშში, ვის მოეთხოვება პასუხი?
და კიდევ ერთი პრობლემა: საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედი იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავიანთი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ.
არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავისი შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება.
საქართველოში საერთოდ არ არიან არათუ საშუალო კლასის, არამედ საშუალო ევროპული დონის მსგავსი მოთამაშეები...

გასულ სეზონში ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია ათამაშდა... ყაზანის „რუბინში“ საშუალო რუსული განზომილებით... და დაიწყო...
რაში გჭირდება შენ „ეს ქვეყანა“, სასწრაფოდ გაემგზავრე, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან... ის კი „ამ ქვეყანაში“ ითოშება...
როგორც შედეგი, ხვიჩა უარესად თამაშობს „რუბინში“ და ხანდახან ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება. საბერძნეთთან ყურადღებით ვუყურებდი მას... რატომ უნდა მოიტყუო თავი? ნიჭიერი ბიჭია, ცრუმოძრაობა ეხერხება, გამწვავება, დარტყმაც მეტ-ნაკლებად ნორმალური აქვს და... მეტი რა?
უამრავი ჩაჭრა, ბურთის დაკარგვა თვით, რბილად რომ ვთქვათ, ისეთ საშუალო კლასის ნაკრებთან, როგორიც საბერძნეთია...
„რუბინში“ მას მკაცრად უთხრეს, შენ ნავის ნიჩბები არ გადაყარო... ნიჩბების მოსმაა საჭირო. ჩვენთან კი? ხვიჩას სერიოზულად, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს და ქართული ფეხბურთის იმედს - არ აკრიტიკებენ. მხოლოდ აქებენ.
საქართველოს ნაკრებში არ არის თავდამსხმელი... სიტყვიდან - საერთოდ! ე.ი. საქართველოს არ ჰყავს გაბარიტული, ბურთის დამჭერი და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიმწოლი ფორვარდი. ყველა ხაზში... უწყვეტი ხვრელები და იმედგაცრუებაა. პლუს, თამაშის არავითარი სურათი, თუნდაც მოკალი და არ ჩანს.
==
დიახ, ყველანი, ცუდი ბიჭები არ არიან, დარბიან ხანდახან, რა თქმა უნდა, მოიგებენ... მაგრამ ეს თავის მოტყუებაა - ასეთად მიჩნევა - გუნდთან ერთად და მსგავსი რამისთვის მოხსნა - მთავარი მწვრთნელის პოსტიდან!
ხანდახან, ცუდად თამაშითაც კი, ბევრ გუნდს ეხერხება კბილებით გამარჯვების გამოგლეჯა და შედეგის მიღწევა...საქართველოს ნაკრებმა კბილებით როდის გამოგლიჯა გამარჯვება??? შემახსენეთ!
მკაცრად არ მინდა ქართველი ფეხბურთელები განვსაჯო... ძალიან მაქვს იმედი, რომ ამჟამინდელი უღრმესი კრიზისი ნაწილობრივ დაძლეული იქნება... თუმცა, მსურს შეგახსენოთ, რომ თვით 90-იანებში, როდესაც საქართველოში ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთა მთელი პლეადა იყო, შედეგი ნულოვანი გახლდათ... საქართველოს ნაკრები... როგორც წესი, შესარჩევ ჯგუფებში ბოლოსწინა ადგილზე გადიოდა. ხასიათის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა... და მრავალ კითხვაზე პასუხის მისაღებად.
რატომ? მიზეზი ფსიქოლოგიასა და მენტალიტეტშია?
საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი პირველ რიგში ფეხბურთელებს უნდა ქონდეთ ფეხბურთის, ქვეყნის და საკუთარი თავის სიყვარული თუ არა პატივისცემააინც. რომელიმე ივენთზე ან ღამის კლუბში ამაყად რო იყურება ზოგიერთი მიცნეს ვინც ვარო, კი კი გიცანით ვინ ხარ და ყ@ე, ჩვეულებრივი ყ@ე.
გიგი
12 ოქტომბერი 2021 08:58
2
ეგრე ყველაფერში მხოლოდ ღვარძლი თუ დავინახეთ, არაფერი არ გამოვა.
პ.ს. ეს რუსის დაწერილი არ არის, ან ქართველია ან ქართველების მაგარი გულშემატკივარი.
ჰაჰა
12 ოქტომბერი 2021 08:56
2
ამათ ჯინზე მაინც მოინდომე რა ხვიჩა.
Ttt
12 ოქტომბერი 2021 08:50
2
მოკლედ ამ ხვიჩას აქედან რუსები კბენენ და ჯიჯგნიან იქედან ქართველები. 5-6 წლის წინ საერთოდ არსად არიყო ეგ ბავშვი მარა არც ქართული ფეხბურთი ბრწყინავდა და არც რუბინი. იმდენ რამეს აბრალებენ ამ ბიჭს უკვე მიკვირს როდის მოასწრო ასეთ პატარა ასაკში ამდენი მოძულეს დაგროვება.
იმას ვერ ინელებენ რატომ ვიძახდით, რომ რუსეთში არ გვინდოდა ხვიჩა. ყველა მის ჩავარდნილ თამაშს ბედნიერები უყურებენ, ამით თავს იმშვიდებენ, და ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, აი რუსეთშიც არ ვარგა და რა ევროპა გინდოდათო. მაგას კომენტარებშც უწერენ ხვიჩას პირად ინსტაგრამზე.
უდიდესი ბოროტება გაუკეთეს რუსეთიდან არ გაშვებით და ახლა ვითომ თავად არაფერ შუაში არიან. არავინ იყიდა, ვეღარ თამაშობს, აი ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია.
ჩვენ ვუყურებთ შორიდან და ცხვრებივით ისევ ხვიჩას ვლანძღავთ, იქ პენალი გააფუჭა თუ ბურთი დაკარგა.
რა ბედნიერები არიან რუსები, თან ამ უნიჭიერეს ბიჭს ღუპავენ და თან ჩვენც მის წინააღმდეგ განგვაწყვეს.
ამას ვერასოდეს მიხვდება ქართველი.
Skeleton
12 ოქტომბერი 2021 07:47
9
კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო! ეს ანდაზა დაიმახსოვრე შე ფარჩაქო ილია... ან სახელი გადაირქვი...
რა მეხუთე კოლონა?.. საერთოდ ამ პლანეტაზე ცხოვრობ შე პრიმატო??? სად ერეკლე და სად შენ???
Ilia-s
12 ოქტომბერი 2021 05:47
2
დავინტერესდი და წავიკითხე წერილი დედანში. ასე მგონია, ავტორი BERG...man-ი თბილისელია. ჯერ ერთი, ცუდი რუსულით წერს. ყოველი წინადადების შემდეგ სამი წერტილი რა უბედურებაა. დაშვებული აქვს რამდენიმე სერიოზული შეცდომა. და მთავარი - ასე კარგად ქართულ ფეხბურთს უცხოელი არ შეიძლება იცნობდეს. ისიც კი იცის, რა კომენტარები კეთდება აქაურ გამოცემებში. რამდენადაც ვიცი, ამ გამოცემას თბილისში ჰყავს საკუთარი სპეცკორი... აჰა, ესეც მაგას თავისი სამი წერტილი.
ავთო
12 ოქტომბერი 2021 03:26
9
როცა სანიოლი დანიშნეს,შიში გამოვთქვი,რომ ის არაფერს ჰკარგავდა ამ დანიშვნით.მთლიანად ფორმა დაკარგული მწვრთნელი,ფორმას აღიდგენდა და სადღაც კი იშოვნიდა სამუშაოს ამის შემდეგ,სადაც უფრო უკეთ შეძლებდა მუშაობას.უკვე რამდენი თამაში ჩაატარა და გუნდს რაიმე დაატყო საკუთარი?ის პირველი თამაშები ნაკრებმა ახალი ცოცხის პრინციპით,სრული მობილიზაციით ითამაშა და ეს,ყოველი ახალი მწვრთნელის ხელში ხდება ხოლმე.სამი თამაშის შემდეგ კი,ყოველთვის დაკარგული გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი და ნაკრების ფეხბურთელებიც მომდევნო ციკლის დაწყებამდე იძინებენ.ფეხბურთის ფედერაციამ დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მოძებნა ნაკრების გასაწვრთნელად,დრო აღარ იცდიდა,ნაკრების თამაშები უკვე კარს იყო მომდგარი და ვინც დაეთანხმა,იმას ჩააბარეს პოსტი.რასაც ვხედავთ,ასე გამოდის.ამ მარეგულირებელი კომიტეტისაც ვერაფერი გავიგე.აცრილი გულშემატკივარი რომ დასწრებოდა თამაშს და იქ აღებული თანხა,დაზარალებულებს გადასცემოდათ,ნაკრებისთვისაც ხომ კარგი იქნებოდა და ამ ხალხისადმი თანადგომაც მეტი?მიზეზს ეძებენ,რომ ხალხს თავშეყრის საშუალება არ მისცენ და ვინძლო იმდენი მოახერხონ,რომ ამ ზღვარსგადასული გაჭირვებაში მყოფი ხალხი,მიშას მომხრედ გამოვიდეს ქუჩაში.ის არ არის ამის ღირსი,თორემ ესენი,ნამდვილად არიან ღირსნი.თავის დროზე შევარდნაძეზე ნათქვამი ანეგდოტი გამახსენდა."ვგრძნობ,რომ ხალხის წინამძღოლობისათვის ვარ გაჩენილი,მაგრამ არ ვიცი საით გავუძღვე.პასუხი:-ატარე აქეთ-იქით!"
სოსო
12 ოქტომბერი 2021 01:36
2
ეშინიათ, რომ ტრიბუნებიდან დაამხობენ თავზე, ყველაფერს!!!..
₾ადო
12 ოქტომბერი 2021 09:56
1
და რუსმა ჟურნალისტებმა რატო უნდა გამოიტანონ ესეთი 100 პროცენტიანი ზუსტი დასკვნა ჩვენს ნაკრებზე? თქვენ ჟურნალისტები რისთვის ხართ რო ანგარიში გავიგოთ და ფეხბურთელების შეფასება თამაშის შემდეგ?? თქვენი წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოთ, ჩვენ ყველამ ცოტა ერთად ცოტა მოვკუკეთ და საბოლოოთ მივიღეთ ერთი დიდი ნეხვის გროვა რომელშიც ეხლა ვიძირებით.
Emre
12 ოქტომბერი 2021 00:55
1
რუსებმა საკუთარ მამიდას მიხედონ!
კარგია თუ ცუდი, ჩემი ქვეყანაა მაინც!
ბედნიერები არიან, ჩვენ დაჩაჩანაკებულ გუნდს რომ უყურებენ.
მაგათი ეროვნული გამოთქმაა, - ოღონდაც მეზობლის ძროხა მოკვდებოდესო.
თავად ნეხვში რომ იძირებოდნენ, არაფრად მიაჩნიათ. მთავარია, სხვა იყოს ცუდად. და ამით სულდგმულობს ეგ ერი.
მჯერა, მოვა დრო და ამისთანა ქვეყნებს, რაგბის მსგავსად, ფეხბურთშიც გავუშრობთ სისხლს!
ILIA
12 ოქტომბერი 2021 00:46
37
Ilia ნუ აბარტყუნებ კლავიატურაზე თითებს
T.q
13 ოქტომბერი 2021 00:45
0
არა ძმაო არა! სათაური რომ წავიკითხე დასტატიაც ჩავამთავრე აზრი რაც უნდა დამეწერა უკვე ვიცოდი ჩამოვყევი და პირველივე შენი კომენტარი შემხვდა რაც რა საკვირველია 80 პროცენტი ქართველების ასევე ფიქრობს "რუსებმა მიხედონ თავის საქმეს" გასაგებია რუსები არიან მტრები არიან და ბევრი ცუდი გაგვიკეთეს და მაგიტომაც მათი განსჯა და რაიმე აზრის გამოხატვა გვკიდია და არ გვაინტერესებს მაგრამ ვაი რო სიმართლეა და და თუ დააკვირდებით დაინახავთ თი როგორ კარგად გვიცნობს სულყველა ნამდვილ ჩვენ სახეს. ქართველი მწვრთნელი რომ ყოფილიყო დაცვინვისა და ლანძღვის ობიექრი იქნებოდაო.რა არ აეის სიმართლე?? აბა ქეცბაია გავიხსენოთ სუ ლანძღვა გინებითა და ფურთხებით გავაგდეთ დღეს კი მის ძველ სიტყვებსა და ვიდეოებს ყოველი მეორე აზიარებს სოც ქსელებში უიო თურმე ეს კაცი რა კარგი კაცი ყოფილა სიმართლეს ლაპარაკობდაო აიი ვინა ვართ და რა ვართ ჩვენ რუსებზე შოვინისტი ერის დედა ვატირე მე მაგრამ მედიდურობა თავკერძაობა და სინამდვილეში სავსე შარვლით სიარული ქართული სტილიც გახდა არასდეოს ჩვენი ბრალი არაფერი არ არისპრობლემას არასდროს არ ვუსწორებთ თვალს და ყველაფერი პატარა გაფხაკუნებაც კი წამში გვივარდება თავში და გვეზარება დანარჩენი საქმის ბოლომდე მიყვანა. და ზუსტას იცოდეთ რომ როგორც 80 პროცენტ ქართვლეს ის აზრი მოუვა თავში რაც დაწერე ასევე 80 პროცენტ ევროპელს და და უცხო ქვეყნებს იგივე წარმოდგენას ვუქმნით ჩვენი ბაქიბუქით და უსაქმურობით რაც წერია სტატიაშიი.
T.q
12 ოქტომბერი 2021 02:33
2
ყველა გამოხმაურება
სრული სიმართლეა, საჭიროა დასკვის გაკეთება,მაგრამ ვინ?
თამაზი
12 ოქტომბერი 2021 00:15
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული