რუსული მედია: არც თამაში, არც დისციპლინა, ყბედი გულშემატკივრები, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან...

AutoSharing Option
რუსულმა ინტერნეტგამოცემა Кавказский Узел-მა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მიმოიხილა, ბევრი მწარე სიმართლე აღნიშნა, თუმცა, რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ - ნიშნის მოგებით.

საქართველო - ფეხბურთი. ისევ ორიანი. არც თამაში, არც ნებელობა

მატჩის წინ მე დავწერე მასალა: საქართველო-საბერძნეთი: ანონსი. ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, თამაშის შემდეგ კი მოკლე რეზიუმე გავაკეთე:

არ მინდა ცხელ კვალზე... ბათუმში საქართველოს ნაკრების ბერძნებთან თამაშზე... 0:2. საქმე ანგარიშში საერთოდ არ არის!!!

საქმე ყველასთან წაგების ჩვევის საკითხია... და ბრძოლისა და ჟინის ნაცვლად, თითქმის მუდამ გრძელი, „წებოვანი
ენის“ გამოყენება!
==
უკეთესია გავჩუმდე და ხვალ უფრო მშვიდად დავწერ...
==
ერთ-ერთი არაშორეული მასალა იმავე თემაზე 3 სექტემბრიდან: საქართველო-კოსოვო 0:1. სამწუხარო - კანონზომიერი წაგება. რათა ზედმეტად არ განვავრცო აზრი... ძალიან მოკლედ, რამდენიმე კითხვას დავსვამ.
==
თუ საქართველოს ნაკრები ან ნებისმიერი სხვა გამუდმებით მარცხდება ამჟამინდელ ციკლში - მყარად უკავია უკანასკნელი ადგილი, აქვს კი აზრი ჯიუტად შეინარჩუნონ მთავარ მწვრთნელად ფრანგი სანიოლი, რომელიც თვეში, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეულ ათას დოლარს გამოიმუშავებს?
განა საქართველოს საშუალო სკოლის ფიზკულტურის ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომლის ხელფასი, ვთქვათ, 600-800 ლარია (დაახლოებით 200 დოლარი), ან ჩვეულებრივი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატიდან, რომლის გასამრჯელო, ვთქვათ, მაქსიმუმ 2-3 ათასი დოლარია, შეძლებდა შედეგით ნაკლებად „წარმატებული“ ყოფილიყო მწვრთნელზე, რომლის ანაზღაურება, მინიმუმ ათჯერ მეტია?
მე ქართული ფეხბურთისა და ნაკრების სავალალო მდგომარეობაში სანიოლს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ - რა აზრი აქვს ამ პოსტზე ასეთი საშინელი შედეგის შემდეგ მის დატოვებას?

გავიმეორებ, საქართველოს ნაკრები მყარად იმყოფება ჯგუფში ბოლო პოზიციაზე. ის ყველასთან მარცხდება და მხოლოდ ერთი ფრე აქვს.
ნაკრებს არ აქვს თამაშის სურათი, არ აქვს დისციპლინა, საერთოდ არ აქვს მოედანზე მოქმედების რამდენადმე გასაგები აზრი... კვლავ ვსვამ კითხვას... რა უნდა გაკეთდეს, რომ ნაკრებმა უარესად ითამაშოს? რა ძალისხმევაა ამისათვის სჭირო?
==
"ბუნებრივი ჯუჯების" ჩათვლით, ნებისმიერი ევროპული ნაკრები ერთ ან ორ წელიწადში გაისვრის. თამაში ყველამ ისწავლა. თვით ფოსტალიონებით, მეთევზეებით და კლერკებით დაკომპლექტებული ნაკრებები, რომელთა მოთამაშეები თავისუფალ დროს არიან ფეხბურთით დაკავებულნი - დროდადრო უფრო ძლიერი მეტოქეების დამარცხებით გვაკვირვებენ...
საქართველოს ნაკრებს რომ ქართველი წვრთნიდეს - მას უკვე შეჭამდნენ, ის სიძულვილისა და დაცინვის ენაში ჩაიძირებოდა ...
შენ ვინ ხარ -ტრენდში იქნებოდა!
აქ კი ფეხბურთის გულშემატკივრები საკმაოდ გაუბედავად კითხულობენ... ეს რა იყო და... ეს სანიოლის ბრალი არ არის, უბრალოდ ჩვენებმა თამაში არ იციან.
ОК. მაგრამ, თუ თამაში არ ეხერხებათ, მაშინ რატომ უხდიან თვეში, პირობითად რომ ვთქვათ, 40-50 ათას დოლარს ან მეტს?

ფეხბურთი - როგორც პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ვაი-დამარცხებულს!
როდესაც შენ უიმედოდ მარცხდები და საქმე იმდენად წაგებაში არაა, რამდენადაც თამაშში, ვის მოეთხოვება პასუხი?
და კიდევ ერთი პრობლემა: საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედი იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავიანთი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ.
არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავისი შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება.
საქართველოში საერთოდ არ არიან არათუ საშუალო კლასის, არამედ საშუალო ევროპული დონის მსგავსი მოთამაშეები...

გასულ სეზონში ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია ათამაშდა... ყაზანის „რუბინში“ საშუალო რუსული განზომილებით... და დაიწყო...
რაში გჭირდება შენ „ეს ქვეყანა“, სასწრაფოდ გაემგზავრე, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან... ის კი „ამ ქვეყანაში“ ითოშება...
როგორც შედეგი, ხვიჩა უარესად თამაშობს „რუბინში“ და ხანდახან ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება. საბერძნეთთან ყურადღებით ვუყურებდი მას... რატომ უნდა მოიტყუო თავი? ნიჭიერი ბიჭია, ცრუმოძრაობა ეხერხება, გამწვავება, დარტყმაც მეტ-ნაკლებად ნორმალური აქვს და... მეტი რა?
უამრავი ჩაჭრა, ბურთის დაკარგვა თვით, რბილად რომ ვთქვათ, ისეთ საშუალო კლასის ნაკრებთან, როგორიც საბერძნეთია...
„რუბინში“ მას მკაცრად უთხრეს, შენ ნავის ნიჩბები არ გადაყარო... ნიჩბების მოსმაა საჭირო. ჩვენთან კი? ხვიჩას სერიოზულად, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს და ქართული ფეხბურთის იმედს - არ აკრიტიკებენ. მხოლოდ აქებენ.
საქართველოს ნაკრებში არ არის თავდამსხმელი... სიტყვიდან - საერთოდ! ე.ი. საქართველოს არ ჰყავს გაბარიტული, ბურთის დამჭერი და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიმწოლი ფორვარდი. ყველა ხაზში... უწყვეტი ხვრელები და იმედგაცრუებაა. პლუს, თამაშის არავითარი სურათი, თუნდაც მოკალი და არ ჩანს.
==
დიახ, ყველანი, ცუდი ბიჭები არ არიან, დარბიან ხანდახან, რა თქმა უნდა, მოიგებენ... მაგრამ ეს თავის მოტყუებაა - ასეთად მიჩნევა - გუნდთან ერთად და მსგავსი რამისთვის მოხსნა - მთავარი მწვრთნელის პოსტიდან!
ხანდახან, ცუდად თამაშითაც კი, ბევრ გუნდს ეხერხება კბილებით გამარჯვების გამოგლეჯა და შედეგის მიღწევა...საქართველოს ნაკრებმა კბილებით როდის გამოგლიჯა გამარჯვება??? შემახსენეთ!
მკაცრად არ მინდა ქართველი ფეხბურთელები განვსაჯო... ძალიან მაქვს იმედი, რომ ამჟამინდელი უღრმესი კრიზისი ნაწილობრივ დაძლეული იქნება... თუმცა, მსურს შეგახსენოთ, რომ თვით 90-იანებში, როდესაც საქართველოში ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთა მთელი პლეადა იყო, შედეგი ნულოვანი გახლდათ... საქართველოს ნაკრები... როგორც წესი, შესარჩევ ჯგუფებში ბოლოსწინა ადგილზე გადიოდა. ხასიათის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა... და მრავალ კითხვაზე პასუხის მისაღებად.
რატომ? მიზეზი ფსიქოლოგიასა და მენტალიტეტშია?
საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ჩემი აზრით, ვაისი არ იყო კარგი მწვრთნელი. იქნებ სხვა საფეხბურთო ფილოსოფიის ქვეყნებში მიეღწია კიდეც წარმატებისთვის. არ ვიცი. მაგრამ ცუდი იყო თუ კარგი, ვაისი მწვრთნელი იყო. სანიოლი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. ჩვენდა საუბედუროდ, არც ხიზანა არაა. რასაც ვატყობ, ბიჭები კონკრეტული დავალებების, დამუშავებული სქემების გარეშე გადიან სათამაშოდ. პირველი 3 თამაში ვაისთან ნასწავლმა სქემებმა კიდევ იმუშავა, მერე კი მოიშალა ყველაფერი. ვაისს გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. და რა მაინტერესებს: ესენი მწვრთნელს კონტრაქტს რომ უფორმებენ, იქ მის პასუხისმგებლობაზე არაფერი წერია? 6 თამაშში 1 ქულა გვაქვს და სად გადის დასაშვების ზღვარი? რა არის მინიმუმი, რომელსაც ესენი მწვრთნელისგან კონტრაქტით ითხოვენ და საწინააღმდეგო შემთხვევაში ათავისუფლებენ? თუ ამ კონტრაქტების დადების დროს ნაკრების მომავალ შედეგებს არა აქვს მნიშვნელობა?!
რა გვეშველება?
11 ოქტომბერი 2021 23:58
1
მეგობარო, ჩვენ იმ დროში გვაცხოვრებენ როდისაც არავინ არაფერში არაა დამნაშავე და არავის არაფერზე მოეთხოვება პასუხი. 'ის' იქ მშვენივრად არის დანარჩენები ქვეყნის ბიუჯეტს ხრავენ როგორც შეუძლიათ. ჩვენ ყველანი ძილში ვართ. რომ გავიღვიძებთ ფეხბურთი კი არა ქვეყანაც აღარ გცექნება.
G.LA
12 ოქტომბერი 2021 12:51
1
საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედები იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავისი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ.
არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავის შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება - ბევრი სიმართლე თქვა, მაგრამ თქმის ფორმას გააჩნია, ღვარძლიანად წერს.
სანდრო
11 ოქტომბერი 2021 23:45
10
რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "Кавказский Узел"-მა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მიმოიხილა, ბევრი მწარე სიმართლე აღნიშნა, თუმცა, რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ - ნიშნის მოგებით. - სად დაინახეთ ნიშნის მოგება ?! სიმართლეს რომ გეტყვიან გინდ შინაური , გინდ გარეული , ნიშნის მოგებად უნდა ჩათვალო თუ გაითვალისჭინო და ტვინი და ხელ-ფეხი გაანძრიო ? რა ტქვეს ტყუილი ?
zaza
11 ოქტომბერი 2021 23:22
7
და რა არის აქედან ტყუილი????
saba
11 ოქტომბერი 2021 22:54
4
ვიღაცა-ს ' აბა რა ხარ ვინ ხარ(თ) და რა გაიგე(თ) საერთოდ? ტიპი შეიძლება 9 სიმართლეს გეუბნება მაგრამ ერთ ყველაზე დიდ სიფლიდეს გატენის და შენ კიდე გიხარია ტაშს უკრავ ყველაფერს უპრავებ და უდანაშაულო ადამიანს ცილს წამებ. ეგ შეიძლება თურმე კაროჩე ... და კიდე პრეტენზიები გაქვთ აქეთ. მაგრამ ეგეთებს საქართველოს გარეთ არავინ არ გაბლატავებთ და P.S. ყველაზე ნაგლად რუსი "გიღიმით" კიდე. როგორც უნდა ისე გაჭიკჭიკებთ
Turme Karoche ...
13 ოქტომბერი 2021 06:59
0
ჯერ ერთი შენობით საუბარი რა წესია უცნობთან, მეორეა და მე ისეთი რუსების მძევალი ვარ გონებით როგორიც თქვენ ჩნეთის იმპერატორი და მესამე. საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ანგრევს ყველაფერს მოგებებით და მე რამე გამომრჩა?...:)))
turme karoche-s
12 ოქტომბერი 2021 08:26
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული