სანიოლი: გვსურს, ქართველი გულშემატკივარი ნაკრებით ამაყობდეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას 12 ოქტომბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი პრიშტინაში დღეს ჩავიდა და კოსოვოსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

პრიშტინაში ჩვენი გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

"ფადილ ვოკრის" სტადიონზე საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"სექტემბერში კოსოვოსთან
დავმარცხდით. ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით, ეს გამოვასწოროთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით, ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომ ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ქვეყნის ნაკრებით."

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნამდვილად გვაქვს საფუძველი, ვერაფერს იტყვი
: )))))))
12 ოქტომბერი 2021 22:02
0
ეგრე სწრაფად არ გინდა, რიგი დაიკავეთ, ჯერ ტორპედოთი ვიამაყებთ ლიგას რომ მოიგებს (ეგრე დაგვპირდნენ ), მერე საბურთალოთი არარატა რომ მოუგებს, მერე დიმამოთიც ვიამაყებთ ფარერებთან ფრეს რომ ითამაშებს და აი მერე ვიამაყებთ ნაკრებითაც ყველას რომ დაანგრევს!
ნიმბუსი
12 ოქტომბერი 2021 15:37
0
ჩვენს ნაკრებში ორადორი პროფესიონალია-კანკავა და კაშია
კახაქ.
12 ოქტომბერი 2021 12:00
1
წადი რა დაგვანებე თავიი
gia
12 ოქტომბერი 2021 10:00
0
სისულელეა იმის თქმა რომ ვერ დარბიან არ შეუძლიათ და რაღაცეები.... აბა რეალს შეხვდეს თავიაანთი კლუბები თუარ გაიხევიან შუაზე და არ ირბენენ ისე როგორც ევროპულ სტანდარტს შეშვენის..... ფაქტო სახეზეა ბრძოლის სირბილიც სურვილიც კი არ გააჩნიათ და ერთი სული აქვთ ხოლმე თამაში მალე მორჩეს.... მესმის სირბილი არ შეეძლოს კაცს პირველი ტაიმი იხეოდეს შუაზე ისე დარბოდეს და მეორე ტაიმში კვდებოდეს მაგრამ 5წუთზე რო ისეთი არაქათ გამოცლილი სახე როაქ თითქოს მთელი თვე უღელში იყო შებმული.... ყველა ფეხბურთელს უნდა ვკითხოთ რატო ჩამოდიან ნაკრებში თუ თამაშის სურვილი არ აქვთ და არც ჟინი? თვითმფრინავში კატაობა უხარიათ?
რომა
12 ოქტომბერი 2021 09:59
0
ქართული ფეხბურთის სამი იმედი ძლივს ერთად გამოჩნდა მოედანზე,პლიუს ლობჟანიძე და სახიფათო მომენტიც კი ვერ შექმნეს.მიქაუტაძემ საერთოდ თითქმის ვერც კი მიიღო ბურთი.ვის ევალებოდა მათთვის რაღაც ურთიერთქმედების გეგმა შეემუშავებინა?აჰა,მომავალ მატჩში აღარც მიქაუტაძე გვეყოლება,აღარც ჩაკვეტაძე და არც კიტეიშვილი.ახლა გვპირდება უკეთეს თამაშს?7 თამაშში,თუნდაც ერთი სტანდარტულის გათამაშება დაამუშავა?არც ეგ უნახია არავის.შეტევაში არავითარი იდეა არა გვაქვს და რითი გვპირდება გამარჯვებას?ვხედავთ,რომ სუსტი ფეხბურთელები გვყავს და სირბილის არაქათიც კი არ აქვთ,მაგრამ წინასწარ ტყუილად რატომ გვპირდები?ფეხბურთის ფედერაციამ კი კეთილი ინებოს და იმ ფონდიდან კლუბებს ფული იმის მიხედვით გადაუხადოს,ვინ რამდენ საკუთარ ინვესტიციას მოიტანს გუნდში.მეტს იშოვნიან?შენც მეტი ნაწილი მიეცი,ვერ იშოვნიან და კაპიკსაც ნუ გადაუხდი.მაშინ ფონდის მწველავები კლუბებში ვეღარაფერს გამოწველენ და თავის გზას მონახავენაღარც იმ კლუბების დაშლაზე უნდა ვინაღვლოთ.ასე ძალით შენახული კლუბი,ფეხბურთს ვერ განავითარებს.ვინც დარჩება დარჩეს და განვითარდეს.ცხადად ვხედავთ,რომ ძალით შენარჩუნებული კლუბები,მხოლოდ ვიღაცის შესანახად არსებობენ და ქართულ ფეხბურთს,ვერაფერს აძლევენ.არც ფორმალურად არსებული აკადემები სჭირდება ვინმეს.სჯობია ის ფული,მართლაც კარგად მომუშავე აკადემიებს გადაუნაწილდეთ.
სოსო
12 ოქტომბერი 2021 01:58
1
სრული სიმართლეა. არავითარი სხვა დაფინანსება გარდა პრემიალურის.მეტს მეტი. ამ ეტაპზე ეს პრინციპი უნდა იყოს. ე. წ.კარმუშკა უნდა დაიხუროს.
არტ
12 ოქტომბერი 2021 03:29
0
ბევრი იწერება კომენტარები მწვრთნელის შეცვლაზე იმ ნაკრებში რომელმაც 6 ტურში ერთი ქულა აიღო და 9 წლის მაიძილზე თამაში არ მოუგია მსოფლიოს ციკლში რომელი ნორმალური მწვრთნელი მოვა? მე არ მეგულება მწვრთნელი ევროპაში ან რუსეთში რომელიც მუშაობს კლუბში და დატოვეს კლუბს და ჩამოვა საქართველოს ნაკრებში მაშინ უნდა მოიყვანო ან ქართველი ან ვინმე უკვე პენსიონერი.
რაც შეეხება სანიოლს სანიოლი საქართველოს ნაკრებში მუშაობით არაფერს კარგავდა 3 წელი ისედაც უმუშევარი იყო.
მე ვიცი რომ ფედერაცია დაუკავშირდა რამდენიმე კარგ სპეციალისტს რომლებიც კლუბებში მუშაობდნენ მაგრამ ყველამ ვისაც სამსახური ქონდა უარი უთხრეს ასეთ ნაკრებში ჩამოსვლა ძალიან დიდი რისკია ზოგადად მწვრთნელისთვის.
გიორგი
12 ოქტომბერი 2021 01:30
1
ასეთ შედეგს ნებისმიერი ნორმალური ქართველი მწვრთნელი დადებდა თუ არა უკეთესს . თან ამ პრაქტიკანტს რომ ვუხდით იმის ნახევარ ფასად.
ასეთ
12 ოქტომბერი 2021 03:33
0
ასეთ შედეგს ნებისმიერი ნორმალური ქართველი მწვრთნელი დადებდა თუ არა უკეთესს . თან ამ პრაქტიკანტს რომ ვუხდით იმის ნახევარ ფასად.
ასეთ
12 ოქტომბერი 2021 03:32
0
რითი უნდა ვიამაყოთ, როცა ქართველებმა ბრძოლის და ჯიგრიანი თამაშის უნარიც დავკარგეთ! ანდორა გიბრალტარი და ლიხტენშტეინი უფრო თავმოყვარედ გამოიყურება ვიდრე ჩვენი ნაკრები
კაკი
12 ოქტომბერი 2021 00:57
0
ერთი ერთში ვაისის ზღაპრების გაგრძელებაა))))))))))))
ბონდო
11 ოქტომბერი 2021 22:37
0
თუ არ გინდოდათ სანიოლი, რაღას მოგყავდათ? ვერ მორიგდით?
bijos
11 ოქტომბერი 2021 22:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული