საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.
11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.
პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)
კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)
პს. ასეთი დაბალი ფეხბურთელები (სიმაღლეს ვგულისხმობ :D) არცერთ ნაკრებს არ ყავს, მეორე სართულზე ბრძოლას ყველა წაგებულია.
კვარაცხელიას ფორმაში არყოფნა გარკვეულწილად ლოგიკურიცაა- ფსიქოლოგიური წნეხი ამ ასაკში ძნელი გადასატანია, თანაც მოწინააღმდეგის მწვრთნელებმა მის მიმართ სპეციალური ზომე ის მიღება დაიწუეს. ახლა მთავარია ყირები არ ჩამოყაროს მუშაობა განაგრძოს, მეტი იმუშაოს მინდვრის ხედვაზე, პასზე, გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებაზე. ბევრი აქვს სამუშაო და დარწმუნებული ვარ ამ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა. მისი თმის სიგრძე კი არავის საქმე არ არის. წარმატებები ხვიჩას და ყველა ჩვენს ფეხბურთელს!
ყველაზე მეტად მისი კრიტიკა არაა ტაბუირებული.
არვიცი ეგ თვისება კარგია თუ ცუდი. რონალდუსაც ეგეთი ხასიათი აქვს. ჯერ კიდე ახალგაზრდა რონალდუ მახსოვს როგორ იბუსებოდა როცა ვერ ითამაშებდა თავად კარგად და დიდად არ ახარებდა თანაგუნდელების გოლები. მის ნახევარ დონემდე მივიდეს კვარა, გადამწყვეტ მომენტებში თამაშები მოიგოს და ავიტანთ მაგ ხასიათს.
კვარაზე ვერ ვიტყვი რომ სხვისი გოლები არ უხარია, უბრალოდ თავად რომ ცუდად ითამაშებს უკვე ძალიან იგრუზება.
ხანდახან მეცინება, ყველაფერი სახეზე აწერია. ძალიან მგრძნობიარეა და ბავშვივით იბუსება ყველა ჩაგდებულ მომენტზე. რატო არ ასწავლეს რო ეგრევე დაივიწყოს ის, რაც ჩააგდო და იფიქროს უკეთესზე, რომელიც აუცილებლად ექნება.
საქართველოში მართლა არავისთვის მიგულშემატკივრია ასე მთელი გულით და მონდომებით, როგორც კვარას ვგულშემატკივრობ. ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნაკლებად მინახავს მსგავსი ტალანტის მქონე ფეხბურთელი. წინა თაობებს და სსრკ ფეხბურთს მე არ მოვესწარი.