რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
არიქა! ფეხბურთი ჩვენი თამაშია! იღბალი არ გვაქვს თორემა...! 350 მლნ.-იანი დაფინანსება გვინდა სასწრაფოდ და მსოფლიო/ევროპაზე ვართ ეგრევე! დიდი მადლობა ბატნ ბიდზინას!
დანარჩენი თქვენ დაამატეთ
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 09:35
4
ვისი თამაშია აბა ვიღაც პარაზიტების და უნიჭოების ? პატრონი არ გვყავს თორე ამდენ პარაზიტს არ ვაბლატავებდით
Al Pacino
14 ოქტომბერი 2021 06:17
1
გამარჯვება გამარჯვებაა და გილოცავთ. თავი არ დაუზოგავთ ფეხბურთელებს და მათთან რა პრეტენზია უნდა გვქონდეს, პირიქით ყოჩაღ. რაც გინდურ თამაშს შეეხება- როგორც არ გვქონდა აქამდე, ისევე არ გვაქვს. ფეხბურთელების საუკეთესო თვისებების გამოყენება როგორც ვერ ხერხდებოდა ისევე ვერ ხერხდება. ტაქტიკურად გაუმართაობა გააზრებული და წინასწარ დამუშავებული გუნდური მოძრაობის არარსებობა ისევ ისეა. ამ შემადგენლობას მეტი პოტენციალი აქვს, რომელსაც მწვრთნელი საერთოდ ვერ იყენებს. ნორმალური გამოცდილების მქონე მწვრთნელია მოსაყვანი.
კვარაცხელიას ფორმაში არყოფნა გარკვეულწილად ლოგიკურიცაა- ფსიქოლოგიური წნეხი ამ ასაკში ძნელი გადასატანია, თანაც მოწინააღმდეგის მწვრთნელებმა მის მიმართ სპეციალური ზომე ის მიღება დაიწუეს. ახლა მთავარია ყირები არ ჩამოყაროს მუშაობა განაგრძოს, მეტი იმუშაოს მინდვრის ხედვაზე, პასზე, გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებაზე. ბევრი აქვს სამუშაო და დარწმუნებული ვარ ამ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა. მისი თმის სიგრძე კი არავის საქმე არ არის. წარმატებები ხვიჩას და ყველა ჩვენს ფეხბურთელს!
არტ
13 ოქტომბერი 2021 09:27
0
კვარა ვეღარ ამწვავებს და შიშით მიდის მცველზე ის თავხედობა აღარ ეტყობა ყველა მცველს რომ კუჭს უშლიდა საჯარიმოში რაღაც იფანტაზიოდაა. ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ თუ გინდა ძველი კვარა დაიბრუნოთ ყველანაირად ეცადეთ რუსეთიდან მოაშოროთ. თორე დაუკარგავთ ანანიძესავით და კვირკველიასავით ამ უნიჭიერეს პერსპექტივის მქონე ახალგაზდა ბიჭს
Tete1234
13 ოქტომბერი 2021 09:23
0
ზურიკოს მადლობა ,უკვე მეორედ ღირსება შეუნარჩუნა გუნდს ,კაცია რასაც ქვია, აზაროვი კარგად გამოიყენა სანიოლმა ,ასევე ოქრიაშვილიც.
დევკალიონი
13 ოქტომბერი 2021 09:21
1
ეს თამაში "ქართულმა ოცნებამ"იყიდა, არჩევნების მეორე ტურის წინ!!! 9 წლის წარუმატებელი, ვერ მოგებული საქართველოს ნაკრებისა ძალიან ცუდად ემთხვევოდა "ქართულმა ოცნების" 9 წლის ქვეყნის მმართველობას!!!
....
13 ოქტომბერი 2021 08:49
13
დადეთ კოსოვოს გულშემათქივართა კომენტარები, ერთი თამაში წააგეს და ფედერაციის გადადგომას ითხოვენ თავის მწვრნელიანად იმდენად შეურაწყოფილად იგრძნეს თავი. ჩვემ რამ დაგვაჩაჩანაკა არ მესმის. მოგების მიუხედავად მაინც დამეძინა თამაშისას. სამიოლი ძალიან დილეტანტია არანაირი გეგმა არ აქვს თამაშზე ზემოქმედების მოსახდენად.
Emigranti
13 ოქტომბერი 2021 08:43
3
რატომ ერთი?მათაც ჩვენთან თანაბარი ქულები აქვთ,თანაც მათ შემადგენლობაში გაცილებით ძლიერი კლუბებიდან ჰყავთ ფეხბურთელები.რეალურად მათ უფრო მეტი მოეთხოვებათ,ვიდრე ჩვენ.
სოსო
13 ოქტომბერი 2021 16:16
1
1) ამათ გამო ვუყურებ თამაშს - ჩაკვე, ხვიჩა, მიქაუტაძე;
2) კაი ხალხი - კანკავა, ჩაბრა, ლორია, კაშია;
3) ფეხბურთის მუღამს მიკლავენ - ყაზაიშვილი, აბურჯანია, გვილია, კვეკვესკირი, კაკაბაძე, ლობჟანიძე, დვალი
4) ტექნიკური, მაგრამ პასის არ მცოდნე - წიტაიშვილი, კაკაბაძე.
Რაგბის ფანი
13 ოქტომბერი 2021 03:57
54
ჯობია რაგბის უყუყრე
13 ოქტომბერი 2021 13:05
0
თამაში დასალაგებელი გვაქვს და ცირა გამონათებებს თუ არ ჩავთვლით, წიტაიშვილის გარდა ცარიელ ზონებს არავინ ეძებს, არ მოძრაობს და შესაბამისად თამაშის გაგრძელების გზები არ ჩნდება!
უმაყურებლოდ ხომ საერთოდ ჩვენებს განძრევა ეზარებათ, ესეც ფაქტია.
Bs
13 ოქტომბერი 2021 03:01
1
გეთანხმები, გამოკვეთილი საფეხბურთო იმპოტენცია ჭირთ უმაყურებლოდ
klimenti
13 ოქტომბერი 2021 09:28
0
ეგრე რა, ე.ი. შეგვიძლია სირბილიც, თამაშიც, მოგებაც ?!, აქამდე რა ჭირი გვჭირდა ბიჭებო? ნუთუ მაინცდამაინც ბოლო ადგილზე, როცა აღმოვჩნდებით, მაშინ უნდა გაგვახსენდეს რომ შეგვიძლია ბრძოლა... თუ ეს იყო ერთი გაბრძოლება, პრესტიჟის დაცვის მიზნით?, რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება არ დამიტოვა ამ თამაშმა. ე.ი. შეგიძლიათ და თუ შეგიძლიათ, მაშინ ჩემო კარგებო თქვენივე პრესტიჟისთვის, თავმოყვარეობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, რაც მათავარია-საქართველოსთვის მეტად უნდა გაისარჯოთ! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!!
KQ
13 ოქტომბერი 2021 02:49
0
ეგრე რა, ე.ი. შეგვიძლია სირბილიც, თამაშიც, მოგებაც ?!, აქამდე რა ჭირი გვჭირდა ბიჭებო? ნუთუ მაინცდამაინც ბოლო ადგილზე, როცა აღმოვჩნდებით, მაშინ უნდა გაგვახსენდეს რომ შეგვიძლია ბრძოლა... თუ ეს იყო ერთი გაბრძოლება, პრესტიჟის დაცვის მიზნით?, რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება არ დამიტოვა ამ თამაშმა. ე.ი. შეგიძლიათ და თუ შეგიძლიათ, მაშინ ჩემო კარგებო თქვენივე პრესტიჟისთვის, თავმოყვარეობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, რაც მათავარია-საქართველოსთვის მეტად უნდა გაისარჯოთ! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!!
KQ
13 ოქტომბერი 2021 02:48
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული