რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ვისაც რა შეეძლო გააკეთა, კვარას გარდა. კვარა ორთაბრძოლებს ერიდება, სირბილით თავს არ იწუხებს, დრიბლინგს უკან პასი ურჩევნია და ღმერთია მოწამე, 15 წლისა რომ იყავი, იმ დროიდან გგულშემატკივრობ, შვილო და დამიჯერე, ტრავმის შიშით გამოზომილ თამაშზე თუ არ აიღე ხელი, ჩემპიონთა ლიგას მოიგებ კი არა, სადღაც ნიჟნი ნოვგოროდში დაასრულებ უსახელო კარიერას. ფეხბურთელის პროგრესისთვის უმნიშვნელოვან ასაკში ხარ და ახლა თუ ჩამოუშვი ცხვირი, უახლოესი წლები თუ არ გამოიყენე წინსვლისთვის, მაშინ გამოუტყდი შენს თავს, რომ იმ ბავშვობის ოცნებაზე აღებული გაქვს უკვე ხელი და ყველა ქართველი ფეხბურთელივით შენც მიმდინარე კომფორტის ეიფორიაში იმყოფები. ჰოდა, თუ ასეა, დაფიქრდი კიდევ, ვიდრე შემობრუნება არ არის გვიან, ამ დროს თუ ქარს გაატან, მერე გვიანი კი არა, შეუძლებელი გახდება თვეების წინ მიტოვებულ კალაპოტთან ,იბრუნება... მაგრამ თუ მაინც იოლი გზა აირჩიე, მაშინ ძალიან გთხოვ, ნაკრებში ნუ ჩამოხვალ, რომც გამოგიძახონ. ეროვნული მატჩი არ არის ის ღონისძიება, რომელზეც მონაწილეობის მისაღებად მიდიან, აქ გული უნდა დადო, ბიძიკო!.. გამოფხიზლდი, გთხოვ! ერთხელ ცოცხლობ და რიგითობას როგორ უნდა დათანხმდე, როცა ღვთის წყალობით ყველასგან განსხვავებული ხარ! P.S. დღევანდელი მატჩისთვის დიდი მადლობა მთელ გუნდს. მგონი გვილიას შემადგენლობიდან ამოგდების რეალური საფუძველი არ არსებობს, როგორც იმის საფუძველი, რომ ნაკრების მატჩმა წიტაიშვილის გარეშე ჩაიაროს.
რა გვეშველება?
13 ოქტომბერი 2021 01:24
6
გულშემატკივარი რომ გთხოვს, დავანებოთ იმას თავი უხდება თუ დაგინებული აქვს თმის შეჭრა კვარაცხელიას, მეტი ხათრი უნდა გქონდეს და საერთოდაც თუ ძალით ჩამოდიხარ საერთოდ ნუღარ ჩამოხვალ, ძალიან აგვარდნია თავში რაღაცეები........
???????????????
13 ოქტომბერი 2021 01:24
24
ალბათ არც ისე ცუდი ნაკრები გვყავს.კოსოვომ ორივე თამაშში მხოლოდ პენალტები გაგვიტანა.პლუს საბერძნეთმაც ბოლო წუთზე პენალტით მოგვიგო.ნუ მეორე გოლს ნუ ჩავთვლით.ესპანეთში რაც უნდა მომხდარიყო მაინც წავაგებდით.ბულლგარეთთან კი ბევრი ექსპერიმენტი იყო.ჰოლანდიაშიც გარანტირებული მარცხი გვქონდა.სამაგიეროდ რუმინეთში მოვიგეთ.ესპანეთთან,შვედეთთან და იმავე საბერძნეთთანაც ცუდები არ ვყოფილვართ.რავიცი იმედია იღბალი ჩვენს მხარეს იქნება მომავალში.მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავს,ამ დროს კი ტაქტიკოსი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს,ასეთი კი სანიოლი ნამდვილად არაა.ვფიქრობ საშუალო დონის იტალიელი სპეციალისტი ან სერბი და ხორვატი გამოგვადგება.ნურც არველაძეს და გეგუჩაძეს დავივიწყებთ.გმადლობთ ყურადღებისათვის.
Master
13 ოქტომბერი 2021 01:22
6
ჰიმნი რა მაგრად იმღერეთ , საღოლ თქვენ გენაცვალეთ
ლშა_იუვენტინო
13 ოქტომბერი 2021 01:20
1
ჩასვრილ გუნდს ვუყურებდი მთელი თამაში მთელი გუნდით რო გიტევს მოწინააღმდეგე ისეთი იმპოტენტი ნაკრები როგორ უნდა იყო გოლს ვინ ჩივის სახიფათო მომენტი მაინც რო შექმნა.... არცერთი მწვავე პასს არ აკეთებდნენ მარტო უკან პასი... ბურთის გაჩერებაც კი უჭირთ ერთი საბას ბურთის მიღება მომეწონა იწებებს ფეხზე. წიტაიშვილს თურმე შესძლებია ნაკრების დახმარება და საბერძნეთან რატო არ ათამაშა? მოკლე პასებით და ერთი შეხებით ხო შეიძლება ითამაშონ სანამ საჯარიმოს მიუახლოვდებიან? გაუთავებელი ჩაწოდებები და ერთ შეცდომაზე თამაში მაშინ როცა გუნდს აქვს პოტენციალი რო შეუტიოს.. არანაირი ტაქტიკა ამ გუნდს არ აქვს. კირკიტაძე ბერიძე ნინუა დაამატეთ ამ გუნდს!!!!
რომა
13 ოქტომბერი 2021 01:18
25
მე ვთქვი და ესეც მოხდა , ახალი სისხლი იყო უმეტესი დღეს ძირითადში და შედეგმა გამოიღო , უფრო მონდომებულები იყვნენ , სურათის გადაღების დროსაც კი ეტყობოდათ ბიჭებს როგორი გაბრაზებულები იყვნენ. ეგრე უნდა ითამაშო თუ გინდა რამეს მიაღწიო , სანიოლმა მართალი თქვა 80% რო დაიხარჯო ეგეთ მაგარი ფეხბურთელები არ ვართ . სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა დაიხარჯო და მოინდომო და რაღაც შედეგი აუცილებლად იქნება .
ლშა_იუვენტინო
13 ოქტომბერი 2021 01:17
1
რა გიხარიათ, ქართული ფეხბურთი უკვე მოკვდა 2ჯერ ვერ მოგკლავენ უბრალოდ და მაგიტომ გადავრჩით
Bob Marley
13 ოქტომბერი 2021 01:15
20
კვარაცხელია პოდიუმზე. ნაწნავი მაინც გაიკეთოს ჩაიგდოს. გუნდი კი შედარებით გაინძრა და უსუსტესს გუნდს მოუგეს. სულისთვის წამალი იყო, მაგრამ ........
gori
13 ოქტომბერი 2021 01:15
30
დავაი ბოსელში.
Yasabi.
13 ოქტომბერი 2021 01:34
7
შეცვლებმა გაამართლა, ისინიც დაიღალნენ და როგორც იქნა. კვარა იმენნა დაკომპლექსებულია, ადრე უნდა შეეცვალა. ძველი კვარა გვინდა
დომენტი
13 ოქტომბერი 2021 01:12
8
დაკომპლექსებულები და უარესი თქვენ ხართ, ის ნერვებ მოშლილია. და არაფრის ღირსი არა ხართ საერთოდ
Didostati
13 ოქტომბერი 2021 01:31
11
კომენტარებს კითხულობდნენ ალბათ წინა თამაშებზე. მაგას ვამბობ, ეს სპორტული საიტია თუ მთავრობის რუპორი, მწარედ თუ არ უთხარი ანუ სიმართლე, ისე არ ინძრევიან, ესეა მსოფლიოში, რა შედარებაა - დღეს გაინძრნენ, მეტი არ შეუძლიათ, ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას იმედები გვქონდა მაგრამ მგონი მოდელობა უნდათ მაგათ, გვილიამ გამანაწილებლის პონტში მგონი გაართვა თავი, წიტაიშვილიც ყოველთვის მონდომებულია, მოკლედ დასკვნა ცხოვრებისეული, გაინძრევი და იმუშავებ - მეტი შანსია წარმატების
kaxa
13 ოქტომბერი 2021 01:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული