რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
კვარას პასს რატომ არ აძლევთ თქვე შურიანებო?! საბერძნეთთანაც მიქაუტაძეს არ აძლევდით! ეგოისტების ჯოგი!
Რაგბის ფანი
13 ოქტომბერი 2021 01:04
4
იმის მაგივრად რომ დაწეროთ მოხდა სასწაული და მაგ მაზოხისტების გეგმები არ გამართლდა , "სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა". ვაიიიიიიიიიი ... "თურმე". კაროჩე, ვილი ისევ კაი ტიპია მოკლედ და ცვლილებები გამოიცნო(!) კვარაცხელია -ოქრიაშვილი- წიტაიშვილი რომ გაიყვანა და ჩაბრაძე-ქვილითაია-მამუჩაშვილები რომ შემოყარა გამოცხადებული უბედურების ქრონიკა ... რამხელა უბედურებას გადავრჩით როგორაც ბეწვის ხიდზე და მორჩა ესეიგი ეს ვილი ისევ კაი ტიპია ხო? რატომ უბდა გეშველოთ რამე საერთოდ გაგვაგებინეთ რა
Sastauli
13 ოქტომბერი 2021 01:04
17
ხიზანამ მოგებაზე დადო კაი კუში იყო
Გიო
13 ოქტომბერი 2021 01:04
2
“ქართული ოცნება” რა ვერ გაიგეთ რო 9 წელი არის მაქსიმუმი, ყოველ ცხრა წელში რაღაც მთავრდება და რაღაც ახალი იწყება
გიგა
13 ოქტომბერი 2021 01:03
20
არ მჯერა, მაგრამ გლოცავთ:-)
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 01:02
0
ვულოცავ, ნაკრებს გამარჯვებას. რა ცოტა უნდა გულშემატკივარს, რომ გაახარო. რაც შეეხება თამაშს. შეცვლებმა აშკარად გაამართლა. ძალიან ცუდი იყო კვარაცხელია. ეს თამაში მთლიანად მისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მისი შეცდომით, პენალი მივიღეთ. არც შეტევებში ვარგოდა და არც ართმევებზეც. კვარაცხელია იმის 10 % -ია რაც იყო გაზაფხულზე. ასეთი მოუმზადებელი ნაკრების მოთამაშე, არ უნდა ჩამოხვიდე.მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.
გია
13 ოქტომბერი 2021 01:01
5
მცველი რომ ერთ ბურთს ვერ მოიგებს არ ვიცი რაე უნდა ილაპარაკო.ეს იყო ტანჯვა.მე არ მაქვს გამარჯვებულის გრძნობა.სულ სხვა შეგრძნება მქონდა ადრე.2 გოლი გაიტანეს და რაღაც უღიმღამო თამაში იყო.მხოლოდ ვიტყვი,ყოჩაღ აზაროვი-დავითაშვილი.ერთადერთი კომბინაცია ეგ იყო ჩვენი მხრიდან.მაპატიეთ.უბრალოდ დავიღალე ამდენი ოპტიმიზმით.დროა სიმართლეზე ლაპარაკის.ნაკრები რაღაც ხდება და ამას უნდა მიეხედოს
georgian
13 ოქტომბერი 2021 01:00
3
დასრულდა სისხლიანი 9 წელი
რაბუ
13 ოქტომბერი 2021 00:57
2
პირველ რიგში ყველა გულშემატკივარს და საქართველოს მოქალაქეს ვულოცავ ამ გამარჯვებას !
ამდენი უბედურების შემდეგ მართლა ჰაერი ით გვეირდებოდა ეს მოგება ! მადლობა ბიჭებს , რომ იბრძოლეს !
პირადად მე დღეს ვნახე მებრძოლი ბიჭები + ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი წიტაიშვილის სახით !
ყველას გილოცავთ !
ვახო
13 ოქტომბერი 2021 00:57
4
დიდად ვიმსახურებდით მოგებასო რო ვთქვათ არა მაგრამ რახან მოიგეს არაფერს ვიტყვი. წარმატებები ბიჭებს! და იმედია ამ ფორტუნას გამოიყენებთ და შვედებთან არ შერცხვებით! მომეწონა ბრძოლა ხო ხედავთ თუ იბრძოლებთ შედეგი იქნება! აბა თქვენ იცით!
ABCABC
13 ოქტომბერი 2021 00:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული