რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
მგონი ჩაწყობილი იყო თამაში.ვის რაში უნდოდა ეს გამარჯვება .ალბათ ფედერაციას უფრო.
ბაჯო
13 ოქტომბერი 2021 15:09
32
ეს რა თქმა უნდა, არ იყო მსოფლიოს შესარჩევის მატჩის რანგის შეხვედრა, რადგან ორივე გუნდს დაკარგული აქვს გასვლის შანსი, ამიტომ ეს მატჩი ამხანაგური თამაშის რანგის იყო, სადაც ერთადერთი გუნდი, რომელსაც რაღაც მოტივაცია ჰქონდა, ჩვენი ნაკრები იყო. ჯერ ერთი, ბათუმში წაგებისთვის რევანში იყო ასაღები და მეორე ამდენი წაგებების შემდეგ გაშავებულ გუნდს ოდნავ მაინც გათეთრება სჭირდებოდა, ანუ ქვეყნისთვის კი არა, საკუთარი თავის ნაწილობრივი რეაბილიტაციის მცდელობა იყო, რაც გამოუვიდათ კიდეც. ამაზე იტყვიან "კერიას ნახშირიო", ანუ გამარჯვება ბოლო არ იყოსო.
ჟორა
13 ოქტომბერი 2021 11:44
5
ამიტომ არის საჭირო კომენტარების არ დაბლოკვა, ეტყობა რაც გადარჩა ის წაიკითხეს და გაინძრნენ, სპორტული კომენტარი ყველა უნდა გავიდეს, ეს დაუწერელი კანონიაა. თამაში კი წინებს ჯობდა ოღონდ ზოგი ზედმეტად პრანჭიაა, ვაჟკაცებია ყველა სპორტში საჭირო, ვაჟკაცებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
kaxa
13 ოქტომბერი 2021 01:31
3
ვაშა
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 00:53
1
ვინმემ იცით ბოლო 10 წლის (ან მთელი ისტორიის განმავლობაში) განმავლობაში, რამდენჯერ მოუგია საქ. ნაკრებს გასვლაზე?
შალვა
13 ოქტომბერი 2021 11:39
1
მართალია მოიგეს, მაგრამ ერთი უკლასო, ზანტი და ბანძი ნაკრებია, არცერთი რგოლი არ ვარგა.
Gio
13 ოქტომბერი 2021 10:58
10
დადეთ კოსოვოს გულშემათქივართა კომენტარები, ერთი თამაში წააგეს და ფედერაციის გადადგომას ითხოვენ თავის მწვრნელიანად იმდენად შეურაწყოფილად იგრძნეს თავი. ჩვემ რამ დაგვაჩაჩანაკა არ მესმის. მოგების მიუხედავად მაინც დამეძინა თამაშისას. სამიოლი ძალიან დილეტანტია არანაირი გეგმა არ აქვს თამაშზე ზემოქმედების მოსახდენად.
Emigranti
13 ოქტომბერი 2021 08:43
3
რატომ ერთი?მათაც ჩვენთან თანაბარი ქულები აქვთ,თანაც მათ შემადგენლობაში გაცილებით ძლიერი კლუბებიდან ჰყავთ ფეხბურთელები.რეალურად მათ უფრო მეტი მოეთხოვებათ,ვიდრე ჩვენ.
სოსო
13 ოქტომბერი 2021 16:16
1
რევანში არა @ !!!!!!!!!
gazavoi kluchi
13 ოქტომბერი 2021 00:47
14
გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ მე პირადად მეტოქის უხეში შეცდომით მიერ გატანილ გოლს საქართველოს ნაკრების გააზრებული შეტევა მირჩევნია, უნდაც უგოლოდ დასრულებული.
ირაკლი
13 ოქტომბერი 2021 09:46
2
გულშემატკივარი რომ გთხოვს, დავანებოთ იმას თავი უხდება თუ დაგინებული აქვს თმის შეჭრა კვარაცხელიას, მეტი ხათრი უნდა გქონდეს და საერთოდაც თუ ძალით ჩამოდიხარ საერთოდ ნუღარ ჩამოხვალ, ძალიან აგვარდნია თავში რაღაცეები........
???????????????
13 ოქტომბერი 2021 01:24
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული