რევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ბათუმში მარცხისთვის რევანში აიღო.

საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს კანკავა, აბურჯანია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე გამოაკლდნენ და კოსოვოსთან უნდა გამოჩენილიყო, საბოლოოდაა დემორალიზებული თუ არა ჩვენი გუნდი.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და რაშიცას გოლის გატანა ლორიამ არ დაანება, შემდეგ კი მეტოქის მეკარის კურიოზული შეცდომით ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში „ჯვაროსნებს“ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, მაგრამ სწრაფი კონტრიერიშისას წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი გიორბელიძემ არაზუსტად დაარტყა. თამაში თანდათან გათანაბრდა, საქართველოს ნაკრებმა
ბურთიც დაიჭირა, პრესინგსაც მიმართეს. კარგად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი. ტაიმის დასასრულს კოსოვოელებმა შემოგვიტიეს. ჯერ ცარიელი კარიდან ბურთი გიორბელიძემ გამოიტანა, ხოლო 45-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელიამ მეტოქე წააქცია, პენალტი დანიშნა და მურიქიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოსოვოელები უპირატესობას ფლობდნენ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე ასვლა უჭირდა, თუმცა სადღაც მე-60 წუთისთვის თამაში ისევ გათანაბრდა, მომენტებს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. სანიოლმა ცვლილებები განახორციელა, რამაც გაამართლა კიდეც - აზაროვის პასით დავითაშვილმა თავურით დალაშქრა მურიჩის კარი. მერე ლობჟანიძის დარტყმული რაჰმანიმ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 90-ეზე სელმანიმ გასატანი ვერ გაიტანა და გავიმარჯვეთ.

11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს.

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (11), 1:1 მურიქი (45, პენ), 1:2 დავითაშვილი (82)

კოსოვო: მურიჩი, ვოივოდა, რაჰმანი, ფაზლი, ალიტი (სელმანი 86), ალიმი (ლოშაი 74), დრეშევიჩი, სელინა (მუსლია 86), რაშანი (ლ. კასტრატი 59) , რაშიცა (ბიტიკი 74), მურიქი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე (აზაროვი 80), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე (მამუჩაშვილი 90), წიტაიშვილი (ჩაბრაძე 72), კვარაცხელია (დავითაშვილი 72), ოქრიაშვილი (ქვილითაია 72)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ალბათ არც ისე ცუდი ნაკრები გვყავს.კოსოვომ ორივე თამაშში მხოლოდ პენალტები გაგვიტანა.პლუს საბერძნეთმაც ბოლო წუთზე პენალტით მოგვიგო.ნუ მეორე გოლს ნუ ჩავთვლით.ესპანეთში რაც უნდა მომხდარიყო მაინც წავაგებდით.ბულლგარეთთან კი ბევრი ექსპერიმენტი იყო.ჰოლანდიაშიც გარანტირებული მარცხი გვქონდა.სამაგიეროდ რუმინეთში მოვიგეთ.ესპანეთთან,შვედეთთან და იმავე საბერძნეთთანაც ცუდები არ ვყოფილვართ.რავიცი იმედია იღბალი ჩვენს მხარეს იქნება მომავალში.მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავს,ამ დროს კი ტაქტიკოსი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს,ასეთი კი სანიოლი ნამდვილად არაა.ვფიქრობ საშუალო დონის იტალიელი სპეციალისტი ან სერბი და ხორვატი გამოგვადგება.ნურც არველაძეს და გეგუჩაძეს დავივიწყებთ.გმადლობთ ყურადღებისათვის.
Master
13 ოქტომბერი 2021 01:22
6
შესანიშნავი მატჩი იყო.გამოვარჩევდი მეკარეს მაგრამ არა ჩვენს.
დიმა
13 ოქტომბერი 2021 02:17
14
მგონი ჩაწყობილი იყო თამაში.ვის რაში უნდოდა ეს გამარჯვება .ალბათ ფედერაციას უფრო.
ბაჯო
13 ოქტომბერი 2021 15:05
33
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო მეტი შეგიძლიათ და მეტს უნდა მივაღწიოთ ერთად
გიო
14 ოქტომბერი 2021 15:58
2
კანკავა არ იყო და მოვიგეთ. ფაქტია. გიორბელიძეს კიდე, ლობჟანიძემ გაუკეთა პასი და არა წიტაიშვილმა. ასე მახსოვს.
ლევან მაღლაკელიძე
13 ოქტომბერი 2021 22:22
1
კანკავა თავის საქმეს მშვენივრად ასრულებს და უფრო მეტსაც აკეთებს. სხვებს რაც მოეთხოვებათ იმას ვერ აკეთებენ და ამან რა ქნას რამდენნაირად გარდაიქმნას ეხლა. კანკავა აუცილებელია და დასანანი ისაა კიდე 2-3 ეგეთი რომ არ გვყავს. ამ მოგების მერე თუ ვინმეს თავში ეგეთი გენიალური დასკვნა მოუვიდოდა, ჯობდა ეგ თამაში საერთოდ წაგვეგო და ბოლომდე გავფარჩაკებულიყავით.
Kankava(C).
14 ოქტომბერი 2021 04:12
3
საყრდენების ზონიდან მეტოქის თავდამსხმელებმა უამრავი პასი, დაუბრკოლებლად მიიღეს საჯარიმოში.კანკავა რომ ყოფილიყო,ეს ვერ მოხდებოდა.თუმცა მათი შემცვლელების სისწრაფე,საგრძნობლად მაღალია და ნახევარდაცვა უფრო მობილურად გამოიყურებოდა.მიუხედავად ამისა,ჯაბა ჯერაც შეუცვლელია ჩვენ საყრდენ ზონაში.ნეტავი კიდევ მოგვცა მისი თვისებების სხვა ფეხბურთელი.ცოტა უფრო სწრაფი თუ იქნება,კიდევ უკეთესი,მაგრამ ჯაბასნაირი და უფრო ახალგაზრდა,ძალიან გვჭირდება
სოსო
14 ოქტომბერი 2021 10:47
1
არიქა! ფეხბურთი ჩვენი თამაშია! იღბალი არ გვაქვს თორემა...! 350 მლნ.-იანი დაფინანსება გვინდა სასწრაფოდ და მსოფლიო/ევროპაზე ვართ ეგრევე! დიდი მადლობა ბატნ ბიდზინას!
დანარჩენი თქვენ დაამატეთ
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 09:35
4
ვისი თამაშია აბა ვიღაც პარაზიტების და უნიჭოების ? პატრონი არ გვყავს თორე ამდენ პარაზიტს არ ვაბლატავებდით
Al Pacino
14 ოქტომბერი 2021 06:17
1
ეგრე რა, ე.ი. შეგვიძლია სირბილიც, თამაშიც, მოგებაც ?!, აქამდე რა ჭირი გვჭირდა ბიჭებო? ნუთუ მაინცდამაინც ბოლო ადგილზე, როცა აღმოვჩნდებით, მაშინ უნდა გაგვახსენდეს რომ შეგვიძლია ბრძოლა... თუ ეს იყო ერთი გაბრძოლება, პრესტიჟის დაცვის მიზნით?, რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება არ დამიტოვა ამ თამაშმა. ე.ი. შეგიძლიათ და თუ შეგიძლიათ, მაშინ ჩემო კარგებო თქვენივე პრესტიჟისთვის, თავმოყვარეობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, რაც მათავარია-საქართველოსთვის მეტად უნდა გაისარჯოთ! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!!
KQ
13 ოქტომბერი 2021 02:49
0
Xvვიჩა უბრალოდ ხასიათზე არაა ნუ გეშინიათ ნურაფრის , კარგად მოიქცევით იქნებით ღირსები და გაიტანს თუ არადა რა ჯოგიც ხართ იმ ჯოგად დარჩებით დავაი ყანაში
Nagli ?
13 ოქტომბერი 2021 01:43
13
ხიზანამ მოგებაზე დადო კაი კუში იყო
Გიო
13 ოქტომბერი 2021 01:04
2
ეს თამაში "ქართულმა ოცნებამ"იყიდა, არჩევნების მეორე ტურის წინ!!! 9 წლის წარუმატებელი, ვერ მოგებული საქართველოს ნაკრებისა ძალიან ცუდად ემთხვევოდა "ქართულმა ოცნების" 9 წლის ქვეყნის მმართველობას!!!
....
13 ოქტომბერი 2021 08:49
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული