თურმე, მეტი შეგვძლებია - სანიოლს მონდომებაზე საუბარი აღარ უნდა დასჭირდეს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები პრიშტინაში არც რამდენიმე დღის წინანდელ გუნდს ჰგავდა და მით უმეტეს, არც იმას, როცა წვიმიან ბათუმში კოსოვოელების დასამარცხებლად ვერაფერი გააკეთა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ცვლილება და ამ უიღბლო სერიის დასრულება იყო! როგორც იქნა, გაგვიმართლა კიდეც და გავიმარჯვეთ მატჩში, სადაც თითქოს, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

ბოლოდან რომ დავიწყოთ - უკანასკნელი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მეტოქეზე აქტიურები ვიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურად ვჯობნიდით. ამაში თავისი წვლილი დროულმა ცვლილებებმაც შეიტანა, რომლებმაც აშკარად გაამართლა.

Sportall.Ge

საბერძნეთთან დაპირისპირებაში სანიოლმა ახალი მოთამაშეების შემოყვანა დააგვიანა - ფრანგმა
მაშინ ვერ გარისკა, თუნდაც ლიდერი კვარაცხელიას ნაცვლად ზურიკო დავითაშვილს დაყრდნობოდა. ტულის "არსენალის" შემტევი ხომ სექტემბერში გამორჩეული იყო. ახლა ამ ცვლილებამ გაამართლა. ისევე, როგორც შეხვედრაში ირაკლი აზაროვის ჩართვამ.

კოსოვოსთან მატჩამდეც ვწერდით, სანიოლის ნაკრები შეტევაში ერთფეროვანი რომ იყო და თურმე, მეტი შეგვძლებია. მიუხედავად იმისა, რომ გრანდს არ ვხვდებოდით, ეს ფაქტი მაინც სასიამოვნოა.

წიტაიშვილი-ოქრიაშვილის წყვილით შეტევა რაღაც განსხვავებული ფორმაცია იყო, რომლის მსგავსიც ჩვენს ნაკრებში იშვიათად გვინახავს. ქართველი ფეხბურთელები პოზიციებსაც ეფექტურად ცვლიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქვილითაია აქტიურად შემოვიდა - მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების შემდეგ ბურთი გვრჩებოდა და იერიშებს ვაგრძელებდით.

თუკი პირველ ტაიმში მეტოქე მარცხენა ფლანგიდან აქტიურად გვიტევდა, მეორე 45 წუთში სიტუაცია შეიცვალა -  ოთარ კაკაბაძე გაცილებით დამაჯერებელი იყო. თანაც, ადგილი აქაც ტაქტიკურ სიახლეს ჰქონდა. გიორგი წიტაიშვილოს ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძის შემოყვანის შემდეგ დასვენებული მოთამაშით მარჯვენა ფლანგი დაცვით ფაზაში გაცილებით საიმედო გახდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აქ საბა ლობჟანიძემ დიდი სამუშაო გასწია.

ასე რომ, განსწავლულობის თვალსაზრისით, ეს სანიოლის საუკეთესო შეხვედრა გამოდგა, რითაც ამდენი ნეგატივის შემდეგ შვებით ამოისუნთქავდა. შვედეთთან შესარჩევის უკანასკნელმა დაპირისპირებამ ბევრი რამ უნდა თქვას...

Sportall.Ge

რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ პოზიციას, მინდვრის ცენტრს, ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ნიკა კვეკვესკირი პასების სიზუსტით (85% ჰქონდა) გამორჩეულია. ყოველივე ეს მეორე გოლის ეპიზოდშიც იოლად შესამჩნევი იყო - შეტევა გენიალურად გააგრძელა! ვაკო გვილია კი, ტრადიციულად, მოტივირებული ჩანდა. რა თქმა უნდა, მეტი სისწრაფე და მწვავე გადაცემაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც პირველ ტაიმში საკმაოდ იყო, თუმცა საყრდენი ზონა გაცილებით პროდუქტიულად გამოიყურებოდა, ვიდრე უკანასკნელ შეხვედრებში გვინახავს.

კიდევ რა მოგვცა ამ დაპირისპირებამ? - საქართველოს ნაკრების თავკაცმა გამოკვეთა ბირთვი, რაც მუდმივ ექსპერიმენტებს უნდა გამორიცხავდეს. წინა შეხვედრიდან გამომდინარე, თითქოს გიორბელიძეს სასტარტოში არ უნდა ეთამაშა, თუმცა სანიოლი მას მაინც ენდო და გურამმა სრულად გაამართლა. ის, რაც კოსოვოსთან მარცხის შემდეგ, ესპანელთა წინააღმდეგ მოხდა (ერთბაშად ამდენი ცვლილება), მაინც აუხსნელი იყო. გუნდისთვის ოქრიაშვილის მნიშვნელობაც გამოიკვეთა, რაც მაშინაც აღვნიშნეთ, როცა თორნიკე განაცხადს მიღმა დარჩა. 

Sportall.Ge

ახლა მთავარია, ისევ "კარის გაჯახუნების" ეფექტი არ შეგვრჩეს, თორემ შესარჩევი ეტაპის ბოლოსკენ კოსოვოზე დიდი ნაკრებებიც (იტალია, შოტლანდია) შეგვიჩერებია. თამაშის ხარისხი თვითკმაყოფილების უფლებას არ გვაძლევს. მთავარია, ეს მუხტი შევინარჩუნოთ და მთავარ მწვრთნელს ყველა პრესკონფერენციაზე მონდომებაზე საუბარი არ სჭირდებოდეს. რესურსი კიდევ უფრო მეტია. მხოლოდ ის რად ღირს, გუშინდელ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალური ფორმისგან ბევრად შორს რომ იყო.

altრევანში კოსოვოსთან - საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]

alt"დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ..." - სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია




მკითხველის კომენტარები / 28 /
მივმართავ ყველა იმ ვაი გულშემატკივარს რომელიც ილანძღება არ გინდათ სხვა არხზე გადართეთ არ გაქვთ იმედი არაფრის მეცოდებით უიმედობი გაგვატარეთ ვისაც იმედი გვაქვს და გვჯერა აბა რომ რეალი და ბარსა იყოს მაშინ რას იზავდით ესაა ჩვენი თამაში გინდათ უყურეთ გინდათ არა მაგრამ ამ უაზრო კომენტარებს შეეშვით.
ქართველი
13 ოქტომბერი 2021 14:47
7
ეხლა წავა საუბრები რომ არ გვქონდა ეს მატჩი მოსაგებიო, გაგვიმართლაო, მეტოქე უკეთ თამაშობდაო, და ასეო და ისეო. ვინ მოთვლის რამდენჯერ, მეტოქეზე უკეთესები ვყოფილვართ და მატჩი რაღაც ფატალური უიღბლობის გამო წაგვიგია.ხომ შეილება ზოგჯერ ჩვენც გაგვიმართლოს? ამიტომ მოვიგეთ და შევირგოთ.
თომა
13 ოქტომბერი 2021 14:41
5
ეგეთი მიდგომით 9 წელიწადში ერთხელ გავიმარჯვებთ...
buba
13 ოქტომბერი 2021 16:06
3
კოსოვო დაღლილი იყო თორე გენახა ჩვენების დასიცხულებივით ბოდიალი
თომას
13 ოქტომბერი 2021 20:25
3
პირველი გოლი კოსოვოს მეკარეს რომ არ ეჩუქნა საკითხავია როგორ მორჩებოდა ეგ თამაში.
საცოდაობა იყო ამის ყურება.
ნაკრების თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და შემიძლია შევადარო ვაისის მერე რამდენად უარესად თამაშობენ უკეთესი ფეხბურთელებით.
ზურა
13 ოქტომბერი 2021 15:22
19
კოსოვოს გამარჯვება გამოვტყუეთ და ისე აღვნიშნავთ, თითქოს ხორვატია დავამარცხეთ ან რამე ძლიერი გუნდი. იგივე შეცდომას ვუშვებთ. 'თურმე მეტი შეგვძლებია' კი არა, სანამ 10 წელიწადში ერთხელ გამარჯვების ნაცვლად 5 თამაშიდან 2-ს მაინც არ გაიმარჯვებენ - მანამდე ამათი გინება არ უნდა შეწყვიტოს კაცმა!
rasa
13 ოქტომბერი 2021 16:17
4
თურმე მეტი შეგვძლებია კი არა კოსოვოს ფეხბურთელები არ არიან კლასით ძალიან წინ ვიდრე საქართველოს ნაკრები თორემ მაგ თამაშს საქართველოს ნაკრები ვერ მოიგებდა.
ფეხბურთი
13 ოქტომბერი 2021 14:13
8
ეს კოსოვო არ იყო, აქ რომ ვერაფერი მოვუხერხეთ? პროგრესი როგორ არაა
რისთვის იბრძვი ჩემო ძმაო?
13 ოქტომბერი 2021 14:15
8
89-წუთზე 2 მეტრიდან ააცილეს თორემ ფრე იყო(მინიმუმ) .... რა გაძლებს კიდე 9 წელი
არდილეს
13 ოქტომბერი 2021 14:39
8
ფეხბურთში ხდება ხანდახან, რო მოიგებ გარკვეული მოვლენების თანხვედრის გამო ერთ ან ორ თამაშს უკეთეს გუნდთან. რამეს ნიშნავს გუშინდელი მოგება, რომელიც უფრო წასაგები იყო? უკეთესს გვხდის რამით? აი მაგის, რომ გვჯერა ჟურნალისტიან-გულშემატკივარიანად და იმედი გაგვიჩნდება ხოლმე - იმიტომაცაა კარგად საქმე...
დათო
13 ოქტომბერი 2021 14:21
4
შედეგით ხართ კმაყოფილები და კოდოვოსთან ასე რომ ითამაშებ ესარის მონდომება მაშინ რატომ გავაკრიტიკეთ წინა თამაშებში რომ წააგეს მაგიტომ?!... რავი ვისაც ფეხბურთი ესმის კოსოვოსთან ასეთი თამაშით პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ...
ემიგრანტი
13 ოქტომბერი 2021 20:29
0
კაშია–დვალის წყვილი დაცვის ცეტრში მგონი საუკეთესოა ბოლო დროს, კარგად ეწყობიან ერთამენეთს, თან განსხვავებული როლები აქვთ, კაშია წამყვანი მცველია, დვალი დამხმარე. მგონი ეგ წყვილი უნდა იდგეს ძირითადში უახლოესი პერიოდი. თან იმედია დვალიც კლუბში დაიწყებს თამაშს.
აზრი
13 ოქტომბერი 2021 15:08
3
30 წელია ეროვნული ნაკრები გვყავს და რა გვიჭირავს ხელში? გამარჯვებები ბულგარეთთან და ხორვატიასთან, ასევე რამდენიმე საშუალო დონის ნაკრებთან (რუსეთი, შოტლანდია, პოლონეთი). სულ ეს არის, გამომრჩა რამე? და ამის პატრონები ვიბრუქებით კიდევ და რაღაცაზე გვაქვს პრეტენზია. ამაზე მეტი მოუგია სომხეთს, ლუქსემბურგს, ალბანეთს, ლატვიას, მონტენეგროს, მაკედონიას, ბოსნიას, ფინეთს ანუ თითქმის ყველას სადაც მთლად მოყვარულები არ არიან... დასაფიქრებელი საკითხია - რატომ ვართ ასე საცოდავები?
ზურა
13 ოქტომბერი 2021 14:30
5
გვეკაიფები? ძლივს დაბობღავდნენ
კიდევ კარგი კოსოვო იყო,სხვები 1000ჯერ გადაგვივლიდნენ.
goga
13 ოქტომბერი 2021 14:11
7
ისევ უნდა გადაევლოთ, როგორც ერთი თვის წინ?
პინგვინური აზრები
13 ოქტომბერი 2021 14:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული