საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს აზიურ ნაკრებთან გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო მატჩში, საკუთარ მოედანზე უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ნოემბერი | 21:00
საქართველო - შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15 ნოემბერი | 18:00
საქართველო
- უზბეკეთი
მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველო და ფეხბურთი? კაით რაა ნუ მაცინებთ.... ქვეყნის შემარცხვენელთა ნაკრები უფრო უნდა ერქვათ ამათ
მწარე სიმართლე
19:49 19-10-2021
21
თავისუფლება მიშას!!!!!!
მამუკა სვანი
19:09 19-10-2021
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული