სანიოლი ნუცუბიძის ცენტრის გახსნაზე - შემადგენლობის გამოცხადება მოახლოვდა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნას, სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც დაესწრო.

"ჯვაროსნების" უახლოეს შეხვედრამდე 2 კვირაზე ცოტათი მეტი დარჩა და ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. სავარაუდოდ, ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის ცენტრალურ შეხვედრებსაც დაესწრება და ნაკრების კანდიდატებს უშუალოდ დააკვირდება. უახლოეს ტურში ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია - ადგილობრივი "დინამო" "საბურთალოს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკანასკნელ შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს გამართავს, 15-ში კი
ამხანაგური მატჩისთვის უზბეკეთს უმასპინძლებს. ამის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო "ერთა ლიგის" C დივიზიონის კენჭისყრა იქნება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს გვაძლევს.

altსაქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა

altმეტი გვსურდა, მაგრამ სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან

altსაქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს აზიურ ნაკრებთან გამართავს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუცუბიძეზე კიარა ეთერში მივიდეს და ჯურნალისტების კითხვებს უპასუხოს ნეიტრალურ ჯურნალისტებზე მაქვს საუბარი
beqa
12:07 27-10-2021
3
ბათუმის გარდა სხვა სტადიონზე ნამყოფია?
Levani
13:43 27-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული