საქართველოს ნაკრები თბილისში ისევ არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის "ბათუმი
არენაზე" შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00
საქართველო - შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი | 18:00
საქართველო - უზბეკეთი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეტყობა მთავრობას ხალხის შეკრების ეშინია, საპროტესტოში არ გადაიზარდოს
რეზი
14:53 03-11-2021
11
აუუუ, ეტენება ფედერაცია ბათუმს, მაგრამ ხალხს არ უშვებენ შიგნით და ჩაატარე ვარკეთილში ან სხვაგან, თობიდან მაინც ვუყუროთ.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული