ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზდებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს, საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი ახალგაზრდულ ნაკრებს
შეუერთდებიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო-შვედეთის მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი გამოტოვებენ.

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

წყარო: nakrebi.ge

altსაქართველოს ნაკრები თბილისში ისევ არ ითამაშებს

altზლატანი ბათუმში - შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

alt"რომას" ფორვარდი, რომელმაც დუბლი შეგვისრულა - უზბეკები საქართველოსთვის ემზადებიან


მკითხველის კომენტარები / 18 /
სამწუხაროდ ამ ვაი-ნაკრებს არავითარი სერიოზული მიზნისთვის ბრძოლა არ შეუძლია, ესაა მაჩანჩალა, მოედანზე მოსეირნე-მოფაფხურე მოყვარულების ნახირი. ისე თევზი თავიდან ყარს და როგორი არაპროფესიონალი მოყვარულებიც ფედერაციის მმართველობაში აგერ უკვე ათწლეულები არიან, ის სამოყვარულო ფეხბურთი გვაქვს გულშემატკივარს. თან ყოვეწლიურად უფრო და უფრო ვდეგრადირებთ. ლიხტენშტეინმა უკვე გადაგვასწრო და მალე ანდორა და გილბრალტარსაც დავუწერთ ისტორიას.
ირაკლი
14:21 04-11-2021
27
21 წლამდელები ყველა 21 წლამდელთა ნაკრებში უნდა გამოიძახონ. აკიდებენ ამ პატარა ბიჭებს ამხელა ეროვნული ნაკრების ტვირთს და ვეღარ უძლებენ მერე ისინიც.
ჭკვიანური ნაბიჯია მამარდა 21 წლამდელებში რომ გამოიძახეს.

4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული