საქართველო-შვედეთი - მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება

AutoSharing Option
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის საქართველო - შვედეთის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 8 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო - შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის
რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარია.

• ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა
• ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ.

• სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან
• სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
• შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი | პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა
• სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
• სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
10 ათასბოით კაცი შეკრება შეიძლება მიშა და ბიძინას საძახებლად ხოლო საქართველოს დასაძახებლადსად შეზღუდული რაოდენობა?? Სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს შეურაწყოფა ქვეყნის????
მოსეხონლი
08:59 08-11-2021
0
ჩვენც გავიხაროთ და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც გავახაროთ. ცოტა კოვიდიც დაფრთხება.
ბადრი
15:36 06-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული