იძულებითი ცვლილება ეროვნულ ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. მთავარი მწვრთნელის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა - ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური "სერენის" ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგენლობაშია აზერბაიჯანული "ზირას" თავდამსხმელი დავით ვოლკოვი.

26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება. დავით ვოლკოვი 10 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს რვა გოლითა და სამი საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

საქართველოს ნაკრები დღეს ს.კ.
"ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00
საქართველო - შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15 ნოემბერი | 18:00
საქართველო - უზბეკეთი

წყარო: nakrebi.ge

altსანიოლი: ვამბობთ, რომ კოსოვოსთან მარცხი არის ცუდი, შემდეგ კი მათთან გამარჯვებას გვილოცავენ

მკითხველის კომენტარები / 27 /
ალბათ პრესკონფერენციაზე დაშავდა
ნიმბუსი
12:38 08-11-2021
0
მე უკვე დიდი ხანია შევჩვიე ასეთ "სიურპრიზებს" ვინმე აუცილებლად უნდა გვაკლდეს ნაკრების თამაშების დროს @ ვინმე კი არა მინიმუმ 3-4 კაცი @@
zura222
11:54 08-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული