"ჯვაროსნებთან" გასვლით დაპირისპირებაში ზლატანი ისევ იანე ანდერსონის გუნდთან ერთად იქნება.
Sportstar-ი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ "მილანის" 40 წლის ვარსკვლავის კომენტარს აქვეყნებს:
"თუ მწვრთნელის სურვილი იქნება, დარჩენილ ორივე მატჩში ვითამაშებ. საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთება შემიძლია. ყოველდღიურად ჩემს სხეულს უფრო უკეთ ვიცნობ - ის ბერდება, მაგრამ გონება ახალგაზრდავდება და უკეთესად გამოვიყურები. ცოტა უიღბლო
ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება რთული იყო. არადა, მოუთმენლად ველოდებოდი და ვოცნებობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვითამაშე."
შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი დაპირისპირება მასპინძელთა (1:0) გამარჯვებით დასრულდა, მეორე კი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება.
ვილი სანიოლის გუნდს (4 ქულა) ჯგუფიდან გასვლის ამბიციები დაკარგული აქვს. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს - ისინი ჯგუფს 15 ქულით ლიდერობენ და უკანასკნელ ტურში, 15 ნოემბერს, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ ესპანეთის ნაკრებსაც სტუმრობენ. "ფურია როხას" 13 ქულა აქვს, საბერძნეთის ნაკრებს - 9.