ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლი: ფეხბურთელების იმედი მაქვს, ყველა მოტივირებულია

AutoSharing Option
შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ბათუმში მატარებლით ჩამოვედით და მგზავრობა სასარგებლო იყო. საქართველოში კომფორტული მატარებლებია. ვისაუბრეთ გასულ და მომავალ შეხვედრებზე. ერთმანეთთან მეტი ურთიერთობა გვქონდა და მოგზაურობით ყველა კმაყოფილი დარჩა.

ვიდრე ახალ ფეხბურთელებს უშუალოდ საქმეში არ ნახავ, მათ შესაძლებლობებს ვერ გაიგებ. მათი გამოცდა აუცილებელი იყო.

სექტემბერში სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. ეს მეტადრე კოსოვოსთან საშინაო მატჩზე ითქმის. შემდეგ კოსოვოსთან სტუმრად უკეთ ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. შესაძლოა, ზოგს მიაჩნია, რომ სხვადასხვა განწყობა გვქონდა, თუმცა
ეს ასე არ არის. გასათვალისწინებელია ფეხბურთელთა ტრავმები და დანაკლისი.

შვედეთთან გასვლაზე ჩატარებული შეხვედრა ორივე გუნდისთვის რთული გახლდათ. წაგების მიუხედავად, მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც მოტივირებულ გუნდს ვიხილავ. ჩემი მოთამაშეების იმედი მაქვს. ყველა მონდომებულია.

მამარდაშვილი ახალგაზრდაა და სათამაშო პრაქტიკას საჭიროებს. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან შეუცვლელად თამაში მისთვის კარგი შესაძლებლობაა, რამეთუ სექტემბრის შემდეგ "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

მარტის მერე 7 თვე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. თუ დაცვა დამაჯერებელი ვერ იქნება, დადებითი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება".