"მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა" - განაცხადეს შვედების მწვრთნელმა და ლინდელოფმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შვედეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იანე ანდერსონი და "მანჩესტერის" მცველი ვიქტორ ლინდელოფი მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ.

"საქართველოს ნაკრებს დიდი პატივისცემით ვეპყრობით. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვებთანაც კარგად ითამაშეს. რთულ მოწინააღმდეგესთან დასაპირისპირებლად ვემზადებით. ბოლო 14 შეხვედრიდან 11 მოვიგეთ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და საქართველოსთანაც მოედანზე მოსაგებად გავალთ.

ისაკი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ჩინებულ ფორმაშია და არაერთხელ გაახარებს ჩვენს გულშემატკივარს. ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასიხარულოა, როდესაც ზლატანის დონის ფეხბურთელი მის გუნდში თამაშის სურვილს გამოთქვამს. ჩვენთვის ის მოედანზეც და მის მიღმაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ანდერსონმა.

ლინდელოფმა თქვა, რომ საქართველო სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, კარგი გუნდია, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არიან და მათი მიზანი გამარჯვებაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული