aftonbladet: უფრთხილდით ქართულ მახეს და "შხამიან" კვარაცხელიას

AutoSharing Option
შვედურ მედიაში საქართველოსა და მათი ნაკრების მომავალი მატჩი ფართოდ განიხილება. სკანდინავიელები ზომიერად ოპტიმისტობენ, თუმცა გაზონის, ამინდისა და მეტოქის გამო ერთგვარ შიშსაც კი გამოხატავენ, რამაც შეიძლება ყატარისაკენ მიმავალ გზაზე ჯგუფის ლიდერს გარკვეული პრობლემა შეუქმნას. აი, რას წერს aftonbladet-ი:

„შვედეთისთვის საქართველოსთან გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ტოლფასია. ჩვენი ეროვნული გუნდის "ჯაშუში" ლასე იაკობსენი ქართულ მახეზე გვაფრთხილებს.

. მათ კარგად ეხერხებათ მეტოქის შეტყუება

შვედეთმა საქართველოს გაზაფხულზე ვიქტორ კლასონის ადრეული გოლით მხოლოდ 1:0 სძლია. ქართველთა გუნდი რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთს სახლში 56-ე წუთამდე ამარცხებდა. ესპანელებმა
მერე ანგარიში გაათანაბრეს, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. მათ საგაზაფხულო საკვალიფიკაციო ციკლი ბერძნებისთვის ქულების ართმევით დაასრულეს.

სანამ ქართველები ტურნირზე კოსოვოსთან გასვლაზე პირველ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, შემოდგომაზე სამი მარცხი განიცადეს.

. ვფიქრობ, გაზაფხულზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე შემოდგომაზე

როგორც წესი, საქართველოში თამაში არასოდესაა ადვილი და იაკობსენი მათ ჩვეულ წინააღმდეგობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ისინი მეტისმეტად შემოჭერილად თამაშობენ და შემართულნი არიან. მოთმინებას იჩენენ და მოწინააღმდეგის შეტყუება ეხერხებათ. როდესაც თქვენ პრესინგისას მოთმინებას კარგავთ, კონტრიერიშზე უნარიანად შემოტევა შეუძლიათ. შემდეგ ჩვენს უკანა ხაზსა და ცენტრს შორის დგებიან და პირდაპირ მოედნის სიღრმეში აღწევენ. აქტიურად იყენებენ ფლანგებს პირითი ხაზის გასწვრივ. მომენტების უმეტესობას საუკეთესო ფეხების მქონე შემტევები სწორედ ასე ქმნიან“.

იაკობსენი ყურადღების პირველ რიგში კვარაცხელიაზე გამახვილებას ურჩევს

„მას მახვილგონივრულს ვუწოდებ. ქართველების გვარების წარმოთქმა ადვილი არ არის. წარმოუდგენლად „შხამიანია“. მისი შეჩერება შესარჩევ ტურნირზე ყველას გაუჭირდა.

მატჩის დასაწყისში მათგან მაღალი პრესინგია მოსალოდნელი. წინა შეხვედრებში ვიზავიზე ძლიერ ზეწოლას საწყის 15 წუთში ახორციელებდნენ, მაგრამ შემდეგ ტემპის შენარჩუნება არ შეეძლოთ და უკან იხევდნენ.

იაკობსენი ქართველების ნაკლს ხედავს და ყოველ შემთხვევაში, არ შეუძლია ეს არ აღნიშნოს - ესაა დაცვის თამაში, რომელიც შეიძლება გამოიყენო".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ისე რომელიმეს მაინც თუ შეგრცხვათ საკყთარი კომენტარის?

მეტი არაა ჩემი მტერი
ზვიადი
07:52 12-11-2021
0
მე მგონი ამასაც ჩვენი ნაკრების ტრენერობა უნდა და გვეტენება როგორც შეუძლია:))))

ისე ნოემბრის მერე სანიოლი თუ ტრენერად დარჩება კობიაშვილი ნუ იტყვის მაინც რომ ეგ არის ფედერაციის პრეზიდენტი... სირცხვილი იქნება...

თუმცა რა იციან ქართულ ფეხბურთში მომუშავე ხალხმა რა არის სირცხვილი...
უნივერსალი
18:35 11-11-2021
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული