საქართველო-შვედეთი - 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

„ტრე კრუნურისთვის“ ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ ესპანეთის საბერძნეთთან წაფორხილების შემთხვევაში, დღესვე შეეძლო მოეპოვებინა მუნდიალის საგზური, ხოლო „ჯვაროსნებისთვის“, სატურნირო თვალსაზრისით - არავითარი, გამარჯვება მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო და სერიოზული სამომავლო სტიმული. შვედური მედია ოპტიმისტურად კი იყო განწყობილი, მაგრამ მაინც შიშობდა.

დებიუტში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, სტუმრებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, მასპინძელთა შეცდომის იმედად იყვნენ, რომელთაც სამი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მეტოქემ ამით ვერ ისარგებლა. მე-40
წუთზე კი ჩვენს გუნდს ანგარიშის გახსნის საშუალება მიეცა - აზაროვმა საჯარიმოში კვარაცხელია მონახა, მან განივი გადაცემა ლობჟანიძეს გაუკეთა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - შვედეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, წიტაიშვილი, ოქრიაშვილი

შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კლასონი, ფორსბერგი, ნილსონი, სვანბერგი, ოლსონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიღვიძეთ 2-0.
ტარიელი
22:56 11-11-2021
1
მოაშორეთ გვილია ნაკრებს!
ირაკლი
21:56 11-11-2021
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული