სანიოლი: გაგვიმართლა? - ეს მაგათ გაუმართლათ პირველ მატჩში

AutoSharing Option
ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, შვედეთის 2:0 დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სიამოვნებით და ხალისიანად უპასუხა:

"ხიზანიშვილთან ურთიერთობის პრობლემა არ იყო. ეს დაგეგმილი გახლდათ. მუსიკა უყვარს და ყურსასმენი ამიტომ ეკეთა (იღიმის).

კვარაცხელია უკანასკნელ ხანს საუკეთესო ფორმაში ვერ იყო, მაგრამ იცის, როგორ უყვართ ის სამშობლოში. გთხოვთ, მის ტრანსფერზე ცოტა ილაპარაკოთ. თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად ევროპის კარგ გუნდში გადავა. შევამჩნიეთ, რომ დაიღალა და შეცვლას ვაპირებდით, თვითონაც გვანიშნა, მერე კი მოსახდენი მოხდა.
კაკაბაძე კლუბში რთულ სიტუაციაშია, კოსოვოში კარგი
მატჩი ჩაატარა, გამახარა. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. კაშიაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შესანიშნავია.

გამართლება? შვედეთში მათ გაუმართლათ, თორემ წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს გუნდი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს. განსხვავება მხოლოდ მაშინაა, როდესაც იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ.

სტაბილურობის მნიშვნელობაზე ადრეც გავამახვილე ყურადღება. ეს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისათვის აუცილებელია. მარტში ტრავმების გამო ფეხბურთელები არ გვაკლდა, სექტემბერში კი შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. იმედია, მომავალში ნაკლები პრობლემები გვექნება და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

მადლობა გულშემატკივარს, შესანიშნავად გვიქომაგეს. ასე ქომაგობენ ნაკრებს საქართველოში ყველგან".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს უმსგავსო სანიოლი, უნდა გაუშვან ნაკრებიდან, რააა რომ იფხორება ფრანგული მამალივით ეს არშემდგარი მწვრთნელი? შედეგი სახეზეა ვილი...
გივი
13 ნოემბერი 2021 13:10
5
ოდალას ვეთანხმები.მართალია კანკავა კარგი ჩამშლელია,მაგრამ წინ გაკეთებული პასი მისგან იშვიათად მინახავს.ტემპს აგდებს და შეტევებს ვეღარ ვიწყებთ.
გიგა
12 ნოემბერი 2021 13:44
4
ხორვატებს რომ მოვუგეთ მაშინ მაინც არ გინახავთ?მგონი ნაკრების თამაასწნს ნაკლებად უყურებთ
ბაჩი
12 ნოემბერი 2021 15:13
2
პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობა შვედებმა, 2–3 გოლის გატანა შეეძლოთ და გამიკვრიდა 0–0 ზე რომ გავედით შესვენებაზე. მეორე ტაიმში უფრო ნაკლები შეცდომა და ხიფათი იყო ჩვენ კართან და შეტევაშიც უკეთ გადავდიოდით.
რაც არ მომეწონა, ბევრი ინდივიდუალური შეცდომა იყო. კაკაბაძემ ბევრი არასწორი პასი გააკეთა და ეტყობოდა, რომ ამოვარდნილია სათამაშო რიტმიდან. გვილიას ერთი დიდი ნაკლი აქვს ხშირად კარგავ ბურთს, რაც ნახევარმცველისთვის ყველაზე დიდი ნაკლია, თორე ბევრად უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა.
სსსა
12 ნოემბერი 2021 13:21
0
კაკაბაძეს სათამაშო პრაქტიკა აკლია.ძველებურად თავისი ტექნიკის იმედი აქვს,მაგრამ ამის გამო,ზოგჯერ საშინელ პასებს აკეთებს.ოქრიაშვილიც ტრავმის გამო უთამაშებელი იყო და რაც ითამაშა,თავი არ დაუზოგია,მაგრამ მეორე ტაიმში უკვე აშკარად დაღლილი იყო და ორი სახიფათო ჯარიმა,სწოედ ამიტომ აიკიდა,გაფრთხილებასთან ერთად.შვედებს ტემპი რომ გაეზარდათ,ვერ გავუძლებდით.აშკარად ჩანდა,რომ როგორც ცოტა აჩქარდებოდნენ,დაცვაში შეცდომებს ვუშვებდით,მაგრამ არც ისინი არიან მაღალი ტემპის მოყვარულები და ჩვენც საკმაოდ კარგად ვაგდებდით ტემპს.მათ რიტმი დაკარგეს და თამაში აერიათ.ფიქრობდნენ,რომ დავიღლებოდით და მაინც გაგვიტანდნენ,მაგრამ დღევანდელი ჩვენი ნაკრები ფიზიკურად უკეთ იყო მომზადებული და ასე თუ ისე,ბოლომდე გავუძელით.მათ მომატება ვეღარ შეძლეს და ჩვენც კარგ დროს გავიტანეთ.ხვიჩამ გასაკეთებელი გააკეთა.დღეს რუსულ არხზე ვიდეოჩანაწერის ნაწილს ვუყურე და როცა პირველი გოლი გაიტანა,დიქტორმა გოლიო კი არა,ხვიჩას ფასმა ნახევარ მილიონით და შესაძლოა მილიონნახევრითაც კი მოიმატაო,ამაზე დაიწყო ლაპარაკი.მეორე გოლით,უკვე 2 მილიონი გახდა ფასნამატი.ეს ისე,სახასიათო შტრიხად.
სოსო
12 ნოემბერი 2021 20:57
0
კიდევ დავუმატებდი ოქრიც არ არის სტაბილური. ბურთს ხშირად კარგავს ზედმეტი ტარების გამო; გუშინ ზედიზედ ორი ჯარიმა აიკიდა ჩვენ საჯარიმოს სიახლოვეს. ნაკრებს სჭირდება რა თქმა უნდა მაგრამ ვინმე უფრო სტაბილური და სანდო ლიდერია საჭირო.
გიორგი
12 ნოემბერი 2021 16:14
0
გაგვიმართლა და ამაში არც გასაკვირი არც შეურაცხმყოფელი არაფერია. თამაშის ხარისხი ვერ არის დამაკმაყოფილებელი და ვისაც ამის აღიარება არ უნდა, მისივე პრობლემაა. პოტენციალით არაფრით ჩამოვუვარდებით არც შვედეთს და არც საბერძნეთს, თუ არ ვჯობივართ, მაგრამ ვთამაშობთ შიშით. ვერიდებით რეგულარულად წინ პასის გაკეთებას და შეტევას. ისე, გვილიამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. მშვენივრად არიგებდა პასებს ცენტრში, უშიშრად და მოურიდებლად. მომკალი და მგონია, კანკავა რომ ყოფილიყო მის ადგილას, სხვა თამაში და სხვა შედეგი იქნებოდა.
odala
12 ნოემბერი 2021 12:28
3
0-3 უნდა ყოფილიყო შესვენებისას ზერელედ რომ არ ეთამაშათ შვედებს.

ii
12 ნოემბერი 2021 11:47
19
გუშინდელმა თამაშმა აჩვენა რომ:
1. ამ კონტიგენტით ნორმალური შედეგის ჩვენება სავსებით შესაძლებელია.
2. დანაშაული იყო მაყურებლების არდაშვება იმ მატჩებზე რომლებიც ნაკრების ბედს წყვეტდა. თორემ გუშინდელ მატჩს მხოლოდ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ქონდა
3. ნაკრებს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა უკვე მრავალი წელია და მასთან ფსიქოლოგი უნდა მუშაობდეს. რამდენი ხანია ეს ცხადია?
4. მწვრთნელის დამსახურება გუშინდელ გამარჯვებაში დიდი ვერაფერი იყო. შეიძლება უფრო დაწვრილებითაც მაგრამ ბევრია დასაწერი და აქ ამის ადგილი არაა.
არტ
12 ნოემბერი 2021 11:40
2
არ ვამბობ რომ ამ კონტიგენტით დიდი გამარჯვებებია შესაძლებელი. მაგრამ გაცილებით იმაზე უკეთესი თამაში და შედეგია შესაძლებელი რასაც გუნდი რეგულარულად აჩვენებს
. ორი პირობით- კარგი მწვრთნელი და ფსიქოლოგი. რაც შეეხება ფიზიკას- ეგეც მწვრთნელზეა დამოკიდებული მოთხოვნის იმათ ვისაც ნაკრებში გამოიძახებს იყვნენ საჭირო კონდიციაში. სხვა შემთხვევაში ნაკრების კარი დაიხურება.
არტ
12 ნოემბერი 2021 15:01
0
ვერ დაგეთანხმები. გუშინდელმა თამაშმა აჩვენა, რომ ხანდახან ჩვენც გვიმართლებს ხოლმე. მინიმუმ 2 100%-იანი მომენტი შვედებსაც ჰქონდათ. იქიდან ერთი ბურთიც რომ გაგვეშვა, დიდი ალბათობით წავაგებდით და ისევ უჯიგროობაზე დავიწყებდით ლაპარაკს. არ ვფიქრობ, რომ ამ გუნდით მე-2 კი არა, მე-3 ადგილზე რამე პრეტენზია შეიძლება გვქონდეს, თუ არ გაგვიმართლა. თუმცა ამბიცია ამ ჯგუფში მეორე ადგილზეც უნდა გვქონოდა.

ნაკრებს ფსიქოლოგიური კი არა, ფიზიკური პრობლემები აქვს. 90 წუთი სირბილი არ შეუძლია გუნდის უმეტესობას.

მაყურებლის არდაშვება აბსოლუტური მავნებლობაა. კოვიდპასპორტით ნებისმიერი თავყრილობის დაშვება არის ოპტიმალური გამოსავალი.
Lasha
12 ნოემბერი 2021 12:17
5
ბოლოს რა თამაშებიც წავაგეთ ერთა ლიგიდან მოყოლებული გარდა ესპანეთისა ყველა უმაყურებლო იყო მაკედონია სომხეთი ესტონეთი(უსახური) ფრე, კოსოვო საბერძნეთი. ეს ხალხი მიტინგებზე მინც დარბის და რა იქნებოდა სტადიონზე დაგვეშვა და იქნებ მარტო შვეთა გამწარებით არ დავკმაყოფილებულიყავით.
Ttt
12 ნოემბერი 2021 10:58
1
მინდა ავღნიშნო ბათუმში თამაში და გულშემატკივარის როლი მათი ქომაგობა აი ესეთი ატმოსფერო გაიძულებს მოიგო და არ მოდუნდე.
ვისურვებდი კიდევ გამართოს თამაში ჩვენმა ნაკრებმა გულშემატკივართა მხარდაჭერით.
გიორგი
12 ნოემბერი 2021 10:43
0
ჩვენს ნაკრებს ძალიან ცუდი ჩვევა დასჩემდა, ყველა საპასუხისმგებლო თამაშებზე კურდღლები არიან, მერე კი როცა ტურნირი წაგებულია და მხოლოდ თავგანწირული თამაშით შეგიძლია თავი მოაწონო მაყურებელს, იხსნებიან და ლომდებიან. გადახედეთ ჩვენს თამაშებს მაკედონიასთან, სომხეთთან და მსოფლიოს შესარჩევის იმ თამაშებს, როცა ჯერ კიდევ გასვლის შანსს ვინარჩუნებდით, შეადარეთ გუშინდელ თამაშს, ან კოსოვოსთან მოგებულ თამაშს, ცა და დედამიწაა. ანუ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებენ, რაც კატასტროფაა.
ჟორა გაბრიჭიძე
12 ნოემბერი 2021 10:24
0
რას მიედმოედება ეს კაცი, როცა ესპანეთის ნაკრებს მოუგო არაფრისმიმცემ მატჩში ვეღარ დაეტიეთ ძაან მაგრები ვარტო და იმის მერე თამაში არ მოგიგიათ, შვედეთი გასულია ჯგუფიდან და ვიღაცისტვის ხო უნდა ეთამაშა? თქვენთვის ანგელოზის ფრთების შესხმა ძაან ადრეა
555
12 ნოემბერი 2021 10:01
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული