კეთილი კაშია და უხეში იბრაჰიმოვიჩი - ზლატანს ბათუმი მწარედ დაამახსოვრდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, შვედეთი 2:0 დაამარცხა. შვედური gp.se აღნიშნავს, რომ მუნდიალისკენ გზა გაურთულდათ და არც ისაა გამორიცხული, საერთოდ ჯგუფში ჩარჩნენ.

გამოცემამ კომპენსირებულ დროში მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება. როდესაც სტუმრები მიხვდნენ, რომ ვეღარაფერი იხსნიდათ, მათი იერიშები მინავლდა და მოედანზე მოულოდნელად ბიჭი გადახტა. ის ჯერ გურამ კაშიას გადაეხვია, რომელსაც მისდამი ცუდი დამოკიდებულება არ გამოუხატავს. პირიქითაც შეიძლება ითქვას.

Sportall.Ge

შემდეგ ბიჭმა დაინახა, რომ იქვე ზლატან იბრაჰიმოვიჩი იდგა და სცადა გადახვეოდა, მაგრამ ის გაღიზიანებული იყო და ხელი ჰკრა.

ვერ იყო
იბრა ხასიათზე და რა ექნა? ისე, ზლატანს ეროვნულ გუნდში დაბრუნება ვერ გამოუვიდა წარმატებული და მისთვის ბათუმი მთლად კარგად გასახსენებელი ვერ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზლატანი რომ უტიფრი ქაჯია ვიცით, მაგრამ ამხელა ვირის შევარდნას სტადიონზე რატომ ამართლებთ და რა უნდა ექნა იბრაჰიმოვიჩს - ჩახუტებოდა გაგანია კოვიდის დროს?! გარდა ამისა ჩვენი გუნდი იგებდა 2:0 - რატომ უნდა ჩაეხუტო მოწინააღმდიგეს , თანაც იბრაჰიმოვიჩს, რომელიც სტოიჩკოვყე უფრო ამპარტავანია?! ამ ინციდენტის შემდეგ მსაჯმა 30 წამი დაუმატა კიდევ იმ დამატებულ 4 წუთს. და არ დაგავიწყდეთ, შვდეთმა ერთხელ უკვე ამოუქაჩა გერმანიას 4:0. ზლატანის 4 გოლით. სურათს თუ დააკვირდებით ის ბიჭი ბავშვი არ არის, ჩვეულებრივი პროვოკატორია რუსების შეგზავნილი. ჯარიმა მაგას გადაახდევინონ ფიფადან რომ მოვა.
სიმართლე
20:28 12-11-2021
0
ამ აყლაყუდა იბრას, მაგრად აქვს თავში ავარდნილი, ამ პატარა ბიჭს ხელი, რომ აუკრა დაამტკიცა, რომ არის უზრდელი ვირზილა.
ვერ ვიტან თავში ავარდნილ ფეხბურთელებს.
11:11 12-11-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული